,,რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ” – ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, რომ წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და ეს უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვისო. ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„აქ კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი ფორმებია, რომლებზეც იყო საუბარი სუსის განცხადებაში. საუბარი იყო პროვოკაციებზე, იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან, რომ განწირული არიან შემდეგ არჩევნებშიც. რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი მიზნები სწორედ ესაა, პროვოკაციები, არეულობა, რადგან სხვა მიმართულებით მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები