,,უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს”- პაპუაშვილი

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გადატრიალების მცდელობები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ახდენდა ამის პრევენციას.

,,პუტინის სტილში მოქმედებს გია ლორთქიფანიძე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, თავის მხრივ, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, რომ გააკეთოს საქართველოში არა მხოლოდ რბილი, არამედ უხეში ძალით. რომელიმე „ენჯეო“ ან რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს, დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა უკრაინის დაზვერვის მხარეს?

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა, მათ შორის სააკაშვილის შემოპარვაზე და ძველ საქმეებზე, მათ შორის 26 მაისზე.

უკრაინა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა უმაღლეს თანამდებობებზე: გია ლორთქიფანიძე, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულების სისტემაში. ადამიანი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა ჩამოაყალიბა, დღეს უკრაინაში მართლმსაჯულების რეფორმების განმახორციელებელია. ასევე სხვა ადამიანები, ზოგი ყოფილი ქართველი თუ ეროვნებით ქართველი თავის ფეისბუქგვერდებს რომ აკეთებს ქართულად და ქართულად ვიღაცები უწერენ ტექსტებს. განა, არსებობს ამაზე მეტი სირცხვილი? ქართველი ხალხის სოლიდარობის ფონზე, უკრაინის ხელისუფლების ერთი ნაწილი ქვეყანაში ვითარების არევას ცდილობს. ხომ ვიცით, რას ნიშნავს ეს – აქ თუ აირია, ვისი ტყვია გავარდება, ვისი ტანკი დადგება და ამას რომ აკეთებს ის ქვეყანა, რომელიც ამის მსხვერპლია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები