ყვარელში მანქანა დაეჯახა კაცს, რომელიც გზაზე საკუთარი ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა

ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ სანავარდოსთან 72 წლის კაცს სწრაფად მომავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანიდან გადმოსული იყო და მის შეკეთებას ცდილობდა. თავის არეში მიყენებული ტრავმებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

მეტი...

კიევში ზელენსკისა და ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში, პრეზიდენტის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და ომში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. CNN-ის ინფორმაციით, ბლინკენი კიევში უკრაინის დახმარების ახალ, $1 მილიარდიან პაკეტს გამოაცხადებს.

მეტი...

ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა

ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, რა დროსაც მას კატერი დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.

მეტი...

სამძებრო სამუშაოები მტკვარში – მდინარეში ბავშვი ჩავარდა

თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე, მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მდინარეში ბავშვი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, სამძებრო სამუშაოებს მდინარეში უკვე რამდენიმე საათია აწარმოებენ. შეტყობინება, რომ მტკვარში ბავშვი ჩავარდა, უწყებაში სწორედ რამდენიმე საათის წინ შევიდა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ანაკლიაში 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა

ანაკლიაში, 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ჭითაწყარის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად სტუმრად ბაბუასთან იყო. ის სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.  

მეტი...

ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება, როგორ მზადდება ჩინური ტრადიციული კერძი?!

ეს ფუნთანსფაა – ჩინური ტრადიციული და პოპულარული კერძი. სუფრაზე დიდი ქვაბი რომ შემოიტანეს, შუა ცეცხლზე შემოდგეს, ათუხთუხდა, ირგვლივ ხორცეულობაც დაალაგეს და წინსაფრებიც დაგვიტოვეს. მაშინ მივხვდი, რომ დიასახლისი ჩინურ რესტორანშიც მე ვიყავი. ერთად ვნახოთ როგორ მზადდება ფუნთანსფა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებზე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ლაშა ლობჯანიძე იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით მოქალაქეთა დაინტერესების მაჩვენებლებს გაეცნენ. ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 74 418 მოქალაქემ ისარგებლა. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, კომუნალურ სერვისებზე იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის კომუნალურ სერვისებს, განაცხადების ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური…

მეტი...

თავდასხმა კონსტანტინოვკაზე – დაიღუპა 16, დაშავდა 30-მდე ადამიანი

რუსითის ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას თავს დაესხნენ. ბოლო მონაცემებით,  16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 1 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქის ცენტრში ბაზარი დაარტყა.

მეტი...

,,სანქციების თემა იყო განხილვის საგანი, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე სანქციების გაფართოებასაც შეეხო საუბარი. „რა თქმა უნდა, ღიად ვამბობ, რომ ამაზეც გვქონდა საუბარი. სანქციების თემა იყო განხილვის საგანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერ გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე. „გამარჯვების პლატფორმას“ ოქტომბერში გვექნება ძალიან მაღალ დონეზე ვიზიტი აშშ-ში. ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ ვიზიტის მოსამზადებელი შეხვედრაც იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი...

რუსეთმა კონსტანტინოვკა დაბომბა – დაიღუპა 16 ადამიანი

რუსეთის ძალება დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკა დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.  

მეტი...

,,გული მაქვს დამძიმებული, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო”- ზაზა მესხის და

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიას ემსხვერპლა ზაზა მესხი და მისი ოჯახი. ზაზა მესხის შესახებ ჟურნალი „სარკე“ ვრცელ მასალას აქვეყნებს. ზაზა მესხის და, მაია მესხი აცხადებს, რომ  ზაზას საქართველოში წამოსვლა არ უნდოდა. „საქართველოში სანამ წამოვიდოდა, 17 თუ 18 ივლისს, „სკაიპით“ ველაპარაკე და მაშინ მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, საქართველოში წამოსვლის დროს ასე არასდროს მქონია და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო. ვუთხარი, შარშან და შარშანწინაც ვერ ჩამოხვედი კოვიდპანდემიის გამო და დედა ისე გელოდება-მეთქი. ჰო, დედა ჩემი…

მეტი...

ოთარ შამუგია გორში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათგან მოსავლის აღებისა და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. „ჩვენ, ერთი მხრივ, ვეხმარებით ფერმერებს ინტენსიური ბაღების მოწყობაში და ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია მოწყობილი, საიდანაც ველოდებით როგორც რაოდენობრივად კარგ, ისე მაღალი ხარისხის მოსავალს. გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაშიც აქვთ ჩვენი მხარდაჭერა, მხოლოდ შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე…

მეტი...

რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები რუმინეთის მიწაზე დაეცა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანხელ ტილვარმა დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ დაეცა მას შემდეგ, რაც მან დაარტყა უკრაინის პორტს მდინარე დუნაიზე. დუნაი გაიდს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ. თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ნაწილები დუნაის რუმინულ მხარეს ჩამოვარდა. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის დუნაის პორტები მძიმე და გახანგრძლივებული რუსული დაბომბვის ქვეშ მოექცა. ბევრი თავდასხმა მოხდა NATO-ს წევრი რუმინეთის საზღვართან. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო თავდასხმა ამ კვირის დასაწყისში და მას უწოდა “გაუმართლებელი და ღრმა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებთან”.

მეტი...

ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი – მიმდინარეობს დაკარგულების ძიება

თურქეთში, ქირქლარელის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი დაკარგული ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. სამი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სამხედროებიც.  

მეტი...

„მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო გასცემს სუბსიდიას“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. მინისტრმა საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და საკოორდინაციო შტაბში დასაქმებული ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა. „ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას. შარშან, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით სამოცდაათი ათასი…

მეტი...

სომხეთისა და აშშ-ის წვრთნების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს – პესკოვი

სომხეთისა და შეერთებული შტატების წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ღრმად გააანალიზებს აღნიშნულ სიახლეს და დააკვირდება სიტუაციას. ცნობისთვის, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „პარტნიორი არწივი 2023“ სომხეთის ტერიტორიაზე 11-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.

მეტი...

უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა. უმეროვი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

მეტი...

კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში – ჩინეთის ელჩი

,,კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის  პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში,”- ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს აქვთ ინტერესები. ,,ჩინეთი და საქართველო ორივე დამოუკიდებელი ქვეყნებია. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა…

მეტი...

როგორია დასასვენებელი სივრცე იმპერატორის საყვარელი ქალებისთვის (ვიდეო)

ეს არის ჩინეთი, ფუნჯიანის პროვინცია და მუზეუმი, სადაც ადრე დინასტიები ცხოვრობდნენ. ეს ე.წ. სპეციალური მასალისგან დამზადებული მაგიდა კი “ბედნიერების” სახელითაა ცნობილი. დინასტიები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, საყვარელ ქალებს ამ სივრცეში უშენებდნენ და სწორედ მათთვის მოაწყვეს ეს სამოთხე.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

სომხეთმა ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარება გაუგზავნა

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი ბიუროს ინფორმაციით, სომხეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად გაუგზავნა კიევს ჰუმანიტარულ დახმარება. ამ ეტაპზე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი უცნობია. ცნობისთვის, დღეს კიევში ყოველწლიური სამიტი იწყება, რომლის ორგანიზატორი უკრაინის პირველი ლედია. მას სხვადასხვა ქვეყნების მეთაურების მეუღლეები დაესწრებიან, მათ შორის  სომხეთის პირველი ლედი ანა აკოფიანი.  

მეტი...

კაცი დაგვიანების გამო გემიდან ჩააგდეს, წყალში გადავარდა და დაიღუპა  

საზარელი შემთხვევა პირეას პორტში –  36 წლის მამაკაცი, რომელიც ირაკლიოს მიმართულებით მიმავალ გემზე დაგვიანებით მივიდა, ეკიპაჟის წევრებმა გემიდან ჩააგდეს. მამაკაცი წყალში გადავარდა და გარდაიცვალა.

მეტი...

მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. „6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 7-8 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე,…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, 100 საქმეზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე – 64 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა…

მეტი...

სცენა წყალში და ოპერა იმპერატორებისთვის (ვიდეო)

საიმპერატორო დინასტიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ფუნჯიანის პროვინციაში ცხოვრობდნენ, პერიოდულად კულტურულ ღონისძიებებსაც მართავდნენ. განსაკუთრებით კი ოპერა ხიბლავდათ. შესაბამისად, იქვე ჰქონდათ მოწყობილი სცენა, რომელიც წყალში იდგა. თუ რატომ, ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

თუშეთში ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა თუშეთში –  ახალგაზრდა ტურისტი,  მოტოციკლით მგზავრობდა რადროსაც სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შესახებ 112- ს მისმა მეგობრებმა შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული შეიცარიის მოქალაქეა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ, თუმცა მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და ადგილზე გარდაიცვალა. წყარო: მთავარი არხი

მეტი...

შეხვედრა გუბერნატორ გო ნინინგისთან

ჩინეთში, ფუნჯიანის პროვინციაში ტაიფუნის გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მოიტანა, დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. გაუქმებულია ფრენები ფუნჯიანიდან, ასევე, არ ხდება თვითმფრინავების მიღება. შესაბამისად, ოფიციალური შეხვედრა დელეგაციის წევრებთან გაიმართა სასტუმრო “LAKESIDE” ში, სადაც მე ვცხოვრობ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეხვედრების სივრცე სწორედ სასტუმროა, რომელიც შედარებით უსაფრთხო ადგილას მდებარეობს. სწორედ აქ მობრძანდა მხარის გუბერნატორი, რომელიც დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციის და ქვეყნის სახელით კი სიტყვით გამოსვლა მე მომიწია. ვისაუბრე ჩემს ქვეყანაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ბუნებაზე… ბევრს არ გავაგრძელებ, შეხვედრამ ჩაიარა წარმატებით და დასრულდა ბანკეტით გუბერნატორის მასპინძლობით . ეკა გულუა ჩინეთიდან 

მეტი...

ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ – მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ – კალაძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნული მიმართულების დისკრედიცატიას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს კამპანიას, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ამას ამბობენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაა ყველა ის უბედურება, რაც კი ქალაქს დაემართა. დედაქალაქის განვითარება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეებია, რომლებიც ცარიელია და უნდა განვითარდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში იყო…

მეტი...

29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. „29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით მინიმუმ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის…

მეტი...

,,ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპაში”- ემანუელ მაკრონი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.  სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპაშია. ,,დღეს მქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ქალბატონ პრეზიდენტთან, რომელიც დიდი სიამოვნებით მივიღე ჩემ რეზიდენციაში. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ასევე რეგიონზე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპაში. მინდა გისურვოთ წარმატებები და ქალბატონ პრეზიდენტს კვლავაც დავუჭერ მხარს ამ გზაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის”, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.  სალომე ზურაბიშვილიემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით,  მაკრონთან საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. „მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე კიკნაძეს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი 5 დღეა არ გამოჩენილა. ოჯახის ნათესავების ცნობით, ბიჭი ავჭალაში, სახლიდან შუადღის საათებში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბოლოს დაკარგულთან კონტაქტი 1 სექტემბერს ჰქონდათ. ,,Ჩემო მეგობრებო გთხოვთ დამეხმაროთ!!! მე -5 დღეა არ გამოჩენილა თუ ვინმემ შენიშნეეთ სადმე ნებისმიერი ინფორმაცია მომაწოდეთ (გთხოვთ გააზიაროთ ) თორნიკე კიკნაძე”,- წერს ახლობელი.  

მეტი...

ეს ყველაზე დიდი ტაიფუნია, რომელმაც ფუნჯიანს გადაუარა (ვიდეო)

ჩინეთში, ფუნჯიანის პროვინციაში ტაიფუნის გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მოუტანა, დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. გაუქმებულია ფრენები ფუნჯიანიდან, ასევე, არ ხდება თვითმფრინავების მიღება. ეს არის ყველაზე დიდი ტაიფუნი, რაც ჩინეთში მომხდარა. ის ნომერ 11 ტაიფუნია. არ მუშაობს მეტრო, ტრანსპორტი, ჩამოშლილია მთები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. როგორც გუბერნატორმა გო ნინინგმა გვითხრა, ჩინეთში ყოველ წელს 2-3 ტაიფუნი ხდება და დღევანდელი მათ შორის ყველაზე მასშტაბურია. ადგილობრივი ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. პირადად კი შედარებით უსაფრთხო ადგილას ვიმყოფები.   ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

როგორ და სად ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ და ისვენებდნენ დინასტიები – “მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან ( ვიდეო)

სწორედ ფუნჯიანის პროვინციაში, ქალაქის ცენტრში, ყველაზე სტრატეგიულ, ტურისტულ და დატვირთულ ზონაში მდებარეობს ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს ისტორიულ მუზეუმად არის ქცეული. ეს იმიტომ, რომ აქ ცოცხლდება ჩინური კულტურა, ისტორია და წარსული. ერთად დავათვალიეროთ და ვნახოთ, სად ცხოვრობდნენ, როგორ ისვენებდნენ და ერთობოდნენ დინასტიები ფუნჯიანის პროვინციაში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრას ბლინკენი. 6 სექტემბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ბლინკენი უკვე უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა.

მეტი...

ავტომობილი რესტორანში შევარდა

ტეხასის შტატში მანქანა რესტორანში შევარდა.  შემთხვევის შედეგად შედეგადაც 23 ადამიანი დაშავდა, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულები 12-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.

მეტი...

შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, გზები არ აგერიოთ – ლევან ხაბეიშვილი

შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, გზები არ უნდა აგერიოთ, თუ ვინმე აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოუწევს კონკრეტული ბედის გაზიარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია. „პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია სააკაშვილი. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა თემაზე, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეს, მათ ინტერესებს. ცხადია, უყურებს პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე კვირის ან თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობდნენ და დღეს მათი პირადი პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი…

მეტი...