,,პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს” – ზურაბიშვილი

,,პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მეტი...

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში – ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

შუადღიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებს ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიით, დრონებით და მძიმე ტექნიკით შეუტია. ბრძოლა ძირითადად ყარაბაღის დედაქალაქის სტეპანაკერტის, ანუ ხანკენდის შემოგარენში მიმდინარეობს. ბაქოში აცხადებენ, რომ ამ ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანია სეპარატისტების განდევნა და აზერბაიჯანის სრულ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის გავრცელება. პრეზიდენტი ალიევი ყარაბაღის მებრძოლებს იარაღის დაყრის შემთხვევაში მოლაპარაკებებს სთავაზობს. ერევანში კი სომხების გენოციდზე საუბრობენ. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ქვეყნის ლიდერი ფაქტობრივად ადასტურებს პოლიტიკურ პოზიციას, რომ უშუალოდ სომხეთი ომში არ ჩაერთვება და არ მისცემს აზერბაიჯანს კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას. საკუთრი მთვრობის პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობა ერევნის…

მეტი...

„საარჩევნო კოდექსში ცვლილება“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კერძოდ, როგორც მომხსენებელმა გივი მიქანაძემ განმარტა, ამ თანამდებობებზე 5 წლის ვადით ასარჩევად ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 76 ხმისა, საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა საერთო შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში კი თუ კანდიდატი ვერ მოიპოვებს 3/5 -ის მხარდაჭერას, საკითხი დადგება კენჭისყრაზე და საერთო შემადგენლობის უმრავლესობას შეეძლება აირჩიოს ის. ხოლო, თუ 76 ხმა ვერ მოგროვდება, მომდევნო სხდომაზე კვლავ დადგება საკითხი კენჭისყრაზე, სადაც შესაძლებელი…

მეტი...

ნორვეგია უკრაინას 50-მდე სატვირთო მანქანას მიაწვდის

ნორვეგია უკრაინისთვის დაახლოებით 50 სატვირთო მანქანის მიწოდებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, სატვირთო მანქანები განკუთვნილია საქონლის მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც გზები არ არის. გარდა ამისა, ასეთ მანქანებს შეუძლიათ მანევრირება ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე. შეუძლიათ საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ტრანსპორტირება უკრაინელი სამხედროებისთვის საველე პირობებში.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ 45 წლის კაცი დაჭრა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

უმრავლესობამ ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო

კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გაიტანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან, ოლიგარქთა რეესტრთან და ოლიგარქად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლის განცხადებით, ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რომ კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია ეს საკითხი არ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

მეტი...

დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)

პარკი სამოთხე იენციჰუ პეკინის გარეუბანში, დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს.  ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც. რეგიონის ტერიტორიის 89% მთებია. ფართობის მიხედვით, ჰუიჟოუ მეორე ადგილზეა პეკინის ყველა რაიონს შორის. მუდმივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე 422 ათასი ადამიანია. ზაფხულში აქ კლიმატი ნოტიოა, ზამთარში კი ყინვაგამძლე და მცირე თოვლიანი. საშუალო წლიური ტემპერატურა 9-დან 13 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ტერიტორიას აქვს დიდი ისტორია გააჩნია, რომელიც 1300 წლის წინ, ტანგის დინასტიის დროს წარმოიშვა. აქ მდებარეობს 70 მეტრიანი იენცის კოშკი, რომელსაც პრეზიდენტის ხელით შესრულებული წარწერები: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი…

მეტი...

ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მანქანა შუახნის კაცს დაეჯახა. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კაცს ქვემო კიდურის ტრავმა აღენიშნება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. მისი თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ. „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის…

მეტი...

,,პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად”- კრამონი

,,პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად,”- ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრომნი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. „ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მეტი...

,,გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი-ყარაბაღის ოლქიდან”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით,  აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. „დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი-ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი. აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

მეტი...

მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალები განთავსებული არაა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალები განთავსებული არაა. მისი თქმით, გარკვეული გარე და შიდა ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. ,,აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო მთიანი ყარაბაღის დაბომბვა, ფაქტობრივად მთელი ტერიტორიის, ასევე გარკვეული დროის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზის გარღვევისა და პოზიციის და, ზოგიერთი მონაცემით, დასახლებული პუნქტების, გაკონტროლების ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანმა სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით დაიწყო. სომხეთს არავისთვის მიუცია მანდატი, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაეტარებინა. გარკვეული ძალები როგორც შიდა, ისე გარე, ცდილობენ სომხეთის ომში ჩათრევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არაა.…

მეტი...

ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რომ ფარცხალაძემ,  საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია. ,,მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას, რომლის მიზანიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელი შეუშალონ ამ უწყების ნორმალურ საქმიანობას. ბოლო დღეებში, აღნიშნული დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. ეს არ არის…

მეტი...

,,შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, არ იმყოფება საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობებში”- გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ გვინდა რომ, საქართველოში საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ადმინისტრაცია არ უყურებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, არამედ უყურებს როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს და ამის დასტურია სალომე სამადაშვილის რამდენიმე კვირისწინანდელი განცხადება, რომელმაც გვითხრა, რომ აქ რას დავობთო – კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ზელენსკის უნდა ჰკითხონო, ზელენსკი იღებს ამ გადაწყვეტილებასო“, – განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე სამადაშვილი  ამით პრაქტიკულად შიფრავს თავის თავსაც და რადიკალურ ოპოზიციასაც. „ეს ხომ ჩვენი განცხადებები არ არის. თურმე კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ, ამას შუალედურ რგოლს – ზელენსკის შეეკითხება…

მეტი...

,,სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება”- ფაშინიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მთიან ყარაბაღში მიმდიანრე მოვლენებს ეხმიანება და ტელეგრამზე პოსტს აქვეყნებს. „ყარაბაღი. ტრაგიკული, უიმედო და პროგნოზირებადი. სომხეთის ხელისუფლებამ სომხური სალოცავი საკუთარი ხელით გადასცა. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება. იუდას ბედი შესაშურია“, – წერს სიმონიანი.   აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

მეტი...

თავდასხმა ლვოვზე – დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების საწყობი

რუსულმა ჯარებმა ლვოვში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების საწყობი იყო განთავსებული, რომელიც მთლიანად დაიწვა. თავდასხმის შედეგად 300 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დაიწვა. ცნობისთვის,   საწყობში ინახებოდა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის საკვები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და გენერატორები.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილება „მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებები“. აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

მეტი...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 30 ნოემბრის ჩათვლით, გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება. ,,მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, ახმეტაში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგ, მე-13-ე უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ახმეტის კულტურის ცენტრის შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის…

მეტი...

,,კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“- კობახიძე

არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, განაჩენი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“. „რაც შეეხება „ფეესბეს“ აგენტობას, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ ქვეყნის სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ, ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება. შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და მტკიცებულებებით თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება…

მეტი...

,,პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტს, ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში”- სამადაშვილი

,,პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში,”- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ,,მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეიძლება დღეს გადარჩეს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ, რაც ნაკლებს ივლით თქვენ, ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის წვრილფეხა მატყუარები ევროპაში და რაც ნაკლებ ტყუილებს ეტყვით ამ ადამიანებს, რომ თითქოს, მათი მოთხოვნა შესრულებულია, მით მაღალი შანსია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. და პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში,”- განაცხადა სამადაშვილმა.  

მეტი...

,,შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე”- ირაკლი ზარქუა

შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე რუსეთის ინტერესებს ატარებს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ბოკუჩავას მივმართო, ალბათ კარგი იქნება მეტი სოლიდარობა ქალბატონი ლაშხის მიმართ. უმსგავსობა იყო, რა განცხადებებიც მოვისმინე. ე.ი. ბატონ წამყვანს რეგლამენტის დარღვევა არ აპატიეთ, ორი ადამიანი რომ წინ წაწია, რადგან შეხვედრაზე იყო რაღაც და კონსტიტუციას რომ არღვევს…

მეტი...

,,ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი”- ვაშაძე

„მართლაც ისტორიული შესაძლებლობა და შანსი მოგვეცა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ამ შესაძლებლობის შესახებ საუბრობს ევროკომისარი და ევროპარლამენტის პრეზიდენტიც. „ჩვენ ხომ ევროკავშირი საქართველოსთვის გვინდა. ევროკავშირი ნიშნავს ინვესტიციას, სამუშაო ადგილებს, ძლიერ საქართველოს და მშვიდობიან საქართველოს ნატო-სთან ერთად. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც სიკვდილის და განადგურების სიმბოლოა, ჯიბეში შეუძლიათ ჰქონდეთ ქართულ-ევროპული პასპორტი. ამის შანსი ხომ არასდროს არ ჰქონია საქართველოს? ძლიერი სოფელი, ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები ევროკავშირთან ერთად, დაცული კულტურული მემკვიდრეობა…

მეტი...

„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია”- კობახიძე

„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მას კითხვა დაუსბეს ”ხალხის ძალის“ განცხადებაზე: „გლობალური ომის პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ“. „ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება, გაიზარდოს კიდეც. ამიტომ, რისკები არსებობს. ამაზე იყო საუბარი სწორედ სუს-ის მიერ გაკეთებულ ბრიფინგზე. შესაბამისად,…

მეტი...

აზერბაიჯანი ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს – სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. როგორც სომხურ მედიასთან არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში. აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

მეტი...

,,ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა. ,,პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა,”- წერს პრეზიდენტი ფეისბუქ გვერდზე. როგორც პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შესულა.

მეტი...

აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. განცხადების მიხედვით, ”სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თხრილების რაოდენობის გაზრდა, ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“. „ფრონტის ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მოქმედებების ფარგლებში, წყობიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი გრძელვადიანი საცეცხლე პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო აქტივები და სამხედრო ობიექტები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ არის სამიზნე, მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის მწყობრიდან.…

მეტი...

მნიშვნელოვანია, დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მამაკაცებში ეს 60 წელი იყოს – დავით კირკიტაძე

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში ისმოდეს პენსიონერების ხმა. ჩვენ მოგვმართა ქართველი პენსიონერების  საინიციატივო ჯგუფმა, რომლებიც ამ კვირის ბოლოს აწყობენ დიდ ფორუმს, სადაც გაიჟღერებს მათი მოთხოვნები“, – ამის შესახებ ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა აღნიშნული ჯგუფის ორ ინიციატივაზე ისაუბრა. „არ უნდა ჰქონდეს ამხელა პროცენტი სესხზე პენსიონერს. 30%  არის განუზომლად დიდი. ქართულმა სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს პორტფელი გამოისყიდოს და ქართველ პენსიონერს აღარ ჰქონდეს საპენსიო დავალიანება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ. მისი თქმით, მეორე ინიციატივა საპენსიო ასაკის შემცირებას უკავშირდება. „ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის…

მეტი...

,,აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს”- კახა კალაძე

მედიის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვეს აქციები, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ზოგადად აქცია, როგორც პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. „აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ეს ხომ გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო რამეზე, მაგრამ, როდესაც შენ ეს პროტესტი გადაგყავს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში, ადამიანების ცოცხლად დაწვაში და შემდეგ, მომდევნო დღეების განმავლობაში ამართლებ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რისი მკადრებლები არიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორც საქართველოში, ასევე…

მეტი...

,,ოპოზიციის მთავარ საზრუნავად კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა რჩება”- მიხეილ სარჯველაძე

„დღევანდელი ხელისუფლების მონდომებით, საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმულია საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად, იმ 12 რეკომენდაციის მიმართულებითაც გვქონოდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც დასახელდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაპირობად“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს, თავისი მაჩვენებლებით, ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, „შედეგიანი“ აღმოჩნდა. „ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება…

მეტი...

,,არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად”- კახა კალაძე

საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს და სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს გაატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველო არ იყიდება და დესტაბილიზაციის უფლება არავის მიეცემა. „დარწმუნებული ვარ, შესაბამის სამსახურს უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან ბევრი რამ ცხადიცაა. პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ, ქმედებებსაც ვაკვირდებოდით და ყოველთვის არის მცდელობა, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, არეულობა. ერთი რამ ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ…

მეტი...

,,დღეს წარმოგიდგენთ ეფესბე-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს”- ლევან ხაბეიშვილი

დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფარცხალაძე მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს. ,,დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს მისი უშუალო ლობირებით დანიშნული კადრის, ვლადიმერ ხუნდაძის ხელით, რომელიც ფორმალურად არის მოადგილე მაგრამ რეალურად ის მართავს ФСБ-ს სქემებს ფინანსთა…

მეტი...

,,ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი იქნება, მაგრამ ეს თუ მოხდება, ისევ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთოების განცხადება კომიკურად გამოიყურება. „სუსი-ს განცხადება საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. „ქართულ ოცნებას“ რომ რევოლუციები ელანდება, კანონზომიერებაა, რადგანდემოკრატიისგან როცა გადაუხვევ, ბუნებრივია, ერთადერთი საფრთხე რევოლუცია გაქვს. სად გინახავთ, რომ ერთი პარტია მეორეს რევოლუციის მოწყობაში ადანაშაულებდეს? ინგლისში ასეთ რამეს ხომ ვერ იპოვით? – დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რაღაც არ ხდება. ავტორიტარულ ქვეყნებში რამდენიც გინდათ, პუტინს სულ რევოლუციები ელანდება. ხელისუფლება თუ არჩეულ გზას გააგრძელებს, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი…

მეტი...

„ბავშვის კივილი მესმოდა…მამაჩემმა ესროლაო, ყვიროდა”- მკვლელობა თბილისში

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. როგორც ირკვევა,  შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ. „ბავშვები იყვნენ კიბესთან და მამა, ამას არ გაპატიებო, უფროსი გოგო ამბობდა. მეგონა, მეუღლე ხელით შეეხო. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა, პოლიციაც, ბავშვებს აწყნარებდნენ.  სროლის ხმა არ გამიგია…“ „ბავშვის კივილი მესმოდა, გოგოსი, გავგიჟდი…  მამაჩემმა ესროლაო, ყვიროდა.“ – ამბობენ ადგილობრივები. (კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.)  

მეტი...

სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკები მოიპარეს

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკები მოიპარა. შემთხვევა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები სკოლაში ღამით, ფანჯრიდან შეიპარნენ. სამართალდამცველებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდები რუსთავში დააკავეს.  

მეტი...