აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში ძლიერი მიწისძვრა იყო

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისის დროით, საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

18 წლამდე ბავშვებს სწავლა დაუფინანსდებათ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლება დაუფინანსდებათ. რა არის ქვეპროგრამის არსი? ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ. ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები? ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. რას მოიცავს ქვეპროგრამა? მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა კასპში – არიან დაშავებულები

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ დოკუმენტზე იმუშავებენ

უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ დოკუმენტზე იმუშავებენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება მიმოიხილეს და განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციფიკა და „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებაც. ,,მნიშვნელოვანი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩვენი გუნდები, უკრაინა და საფრანგეთი, იმუშავებენ ორმხრივ დოკუმენტზე გარანტიების შესახებ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, უსაფრთხოების გარანტიები გათვალისწინებულია უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელზეც G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერები 12 ივლისს შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მეტი...

ჩოხატაურის პოლიციაში დავით მჟავანაძის გამოკითხვა დასრულდა

ჩოხატაურის პოლიციაში ენმ-ის დეპუტატის, დავით მჟავანაძის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა. მჟავანაძე ამბობს, რომ კრიმინალების დასჯის მოლოდინი არ აქვს და კიდევ ერთხელ იხსენებს ჩოხატაურში, დღეს დილით განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. ,,წარმოუდგენელი ამბავი მოხდა დღეს. ნოდარ დუმბაძის მხარეში, იქ, სადაც ჩვენ ვაპროტესტებდით იმას, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი არ გასხვისებულიყო და ამის გაკეთება ხელისუფლებას უნდოდა ფარულად და მალულად, ისევე როგორც ამას აკეთებენ ქურდები და მძარცველები, გადავწყვიტეთ, რომ ამის შესახებ ფართოდ გვესაუბრა საზოგადოებასთან და ძალიან უწყინარი ღონისძიება გვქონდა მომზადებული. ეს ითვალისწინებდა ფლაერების დარიგებას და მოსახლეობისთვის იმის თქმას, რომ ჩოხატაურში აპირებენ ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებას იმისთვის,…

მეტი...

სახელმწიფო საწარმომ უკვე დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შტაბის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია ზოგადად რთველის მიმდინარეობისა და სტიქიის შედაგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესახებ. „უკვე დღეიდან შესაძლებელია დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი…

მეტი...

მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე – მაია სანდუ

მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ინფრასტრუქტურის განადგურებაზე. მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ,,ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით”, – აცხადებს სანდუ.

მეტი...

,,შემთხვევით მოხდა, მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე” – ვასილ ჩიგოგიძე

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ თავდასხმაში მონაწილე პირებს კარგად იცნობს. ,,საიდან მოიტანეს, მოსახლეობასთან ბაზარში შევიდნენ და ეს ინციდენტი მოხდა შემთხვევით. მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. მე ვიცნობ თავდამსხმელებს და მიყვარს ეს ხალხი. არ ვიცი, რა ბუკლეტი ჰქონდათ. თურმე ბუკლეტზე წერია, რომ ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. ნოდარ დუმბაძის პარკს ვაკეთებთ და ვალამაზებთ მთელი ჩვენი ცხოვრებაა. საკრებულოში შემოიტანეს წინადადება, საკრებულომ განიხილა და გადასცა მერიას. მერია ამას განიხილავს ადგილობრივ ხალხთან, მოსახლეობასთან და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში, მაკდონალდსს…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა – ჩოხატაურის მერი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მერმა კომენტარი გააკეთა და მომხდარში თავად ოპოზიციონერები დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშენიძემ. შეგახსენებთ,…

მეტი...

კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსხვერპლი კლინიკაშია მოთავსებული. გიორგი ედიშერაშვილის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ,,მოდი, გიორგი, წამოდიო, გაგაგულავებო, ეგრე მითხრაო…წიხლები მირტყესო და მუშტებიო, დაბლა დამაგდესო და მირტყესო, სამნი ყოფილან… ყბა ჰქონდა დასიებული, თვალი ჩალურჯებული, ყური გასიებული, თავში ნაცემი, სულ დაკაწრული…მკლავები დალურჯებული, ნეკნი გატეხილი”, – ამბობს ედიშერაშვილის ოჯახის წევრი.

მეტი...

უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია 3-4 სექტემბერსაც – ,,დელტა” განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა” კახეთში მომხდარ სტიქიას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კახეთში სულ 10 ,,სეტყვასაშიში კერა” დამუშავდა და 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა იქნა გაშვებული. მათივე თქმით, სამუშაო პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია 3-4 სექტემბერსაც. ,,ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს…

მეტი...

ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის პირები სოფელ ოძისში ჩავიდნენ

ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ,,პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან. აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ. სამწუხაროა, ყოველ ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა, ისიც რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. არსებული ინფორმაციით, დიპლომატებმა უკვე დატოვეს საოკუპაციო მიმდებარე ტერიტორია. ისინი ადგილზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ…

მეტი...

,,უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება, ან მიბმულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა” – ფაშინიანი

სომხეთის უსაფრთხოების ერთ ცენტრზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს. „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენაში. მაგრამ დღეს, როცა რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ ვერ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს სურვილის შემთხვევაშიც. ამ მაგალითმა უნდა დაგვანახოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება, ან მიბმულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ შეცდომის მწარე ნაყოფი გავსინჯეთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციისთვის”, – თქვა მან La Repubblica-სთან ინტერვიუში.

მეტი...

დასავლეთიდან რიკოთის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია

უამინდობის გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა დასავლეთიდან რიკოთის უღელტეხილის მიმართულებით. მძღოლებს საათობით უწევთ საცობში დგომა. არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ზესტაფონის მუნიციპალიტეტი და მიმდებარე სოფლები. უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით წუხელ ღამით დაიწყო, ზოგიერთ რეგიონში წვიმა ახლაც გრძელდება.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ნიკოლოზ ახვლედიანს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკოლოზ ახვლედიანს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მისი სამოქალაქო პანაშვიდი თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სამების ეკლესიაში, მიმდინარეობს, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, 42 წლის მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა.

მეტი...

სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზა იწვის

სანქტ-პეტერბურგში, კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზა იწვის. თვითმხილველების თქმით, ხანძრის გაჩენამდე აფეთქებების ხმა გაისმა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ავზის აალება გახდა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, კონტრაქტის საფუძველზე, იანვრიდან 280 000 ადამიანი შეუერთდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს, იანვრის შემდეგ, დაახლოებით 280 ათასი ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ავრცელებს. „თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან, შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით 280 000 ადამიანი მიიღეს“, – აღნიშნა მედვედევმა. ცნობისთვის, გასულ წელს რუსეთმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 30%-ზე მეტით, 1.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

მეტი...

რუსეთი „დიდი პრივატიზაციისთვის“ ემზადება

რუსეთი „დიდი პრივატიზაციისთვის“ ემზადება. ადგილობრივი მედიის ცნობით, სახელმწიფო აქტივების მასშტაბური რეალიზაციის პროცესის დაწყება არა უგვიანეს 2024 წლის აპრილ-მაისში არის დაგეგმილი, ანუ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ (რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება). არსებული ინფორმაციით, ამჟამად იმ ბიზნესმენების ჩამონათვალი მზადდება, რომლებსაც პრივატიზებაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. პროცესის ორგანიზატორებს, პირველ რიგში, ბიზნესმენების ფინანსური უნარიანობა, პუტინისადმი ლოიალობა და უკრაინის წინააღმდეგ ომში თითოეული კონკრეტული მონაწილის ფინანსური დახმარების მოცულობა აინტერესებთ.

მეტი...

თელ-ავივში შეტაკებების დროს 160-მდე ადამიანი დაშავდა

თელ-ავივში ერიტრეის მთავრობის დიქტატურის მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რომლის შედეგად 160-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel ავრცელებს. „პროტესტანტებმა კორდონი გაარღვიეს და დარბევა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა შუქ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. მოგვიანებით პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლიც გაუხსნეს, რადგან სამართალდამცავთა სიცოცხლის რეალური საფრთხე არსებობდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 160-მდე ადამიანი, მათ შორის 30 პოლიციელი, 15 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, რომ თელ-ავივში ერიტრეის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ეთიოპიისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ეძღვნებოდა. ამჟამად ისრაელში ერიტრეის 25 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ერიტრეის დღევანდელი მთავრობისა…

მეტი...

4 სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

4 სექტემბრიდან, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ. „სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) – 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500…

მეტი...

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების ინიციატორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესაბამისი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც ბიუროს 4 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება. ცვლილება კოდექსის 77/1 მუხლში შედის. კერძოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 500 ლარის ოდენობით იქნება,…

მეტი...

რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ივნისის ბოლოდან რუსეთი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად დაქირავების მიზნით რეკლამებით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. მათი ცნობით, სომხეთსა და ყაზახეთში გამოჩნდა ონლაინ რეკლამები, რომლებიც სთავაზობდნენ საწყის ეტაპზე 495 000 რუბლის (დაახლოებით 5 100 აშშ დოლარი) გადახდას და ხელფასს 190 000 რუბლიდან (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი). „სულ მცირე მაისიდან რუსეთი მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უკრაინაში ბრძოლას სთავაზობდა და სანაცვლოდ მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებასა და 4 160 აშშ დოლარამდე ხელფასს სთავაზობდა. მარიუპოლში უზბეკ მიგრანტ მშენებლებს ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს პასპორტები და აიძულეს შეერთებოდნენ რუს სამხედროებს. რუსეთში სულ მცირე…

მეტი...

5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ხვალ ბიურო განსაზღვრავს. საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიშის მოსმენა იგეგმება. საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა შოვის სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედია იქნება, რაზეც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ხოლო ინტერპელაციის წესით პლენარულ სხდომაზე დაბარებულია შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. საშემოდგომო სესიაზე გავა პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი, რა პროცესსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების” უმრავლესობა იწყებს. საშემოდგომო სესიის ფარგლებში ჩანიშნული იქნება ,,მინისტრის საათის” ფორმატები.

მეტი...

უკრაინის არმიამ სამხრეთში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ გაარღვია რუსების თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთში. რუსეთმა თავისი დროისა და რესურსების 60% დახარჯა თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე და მხოლოდ 20% მეორე და მესამე ხაზის აგებაზე. ტარნავსკი ამბობს, რომ კრემლი არ ელოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველ ხაზს გაარღვევდნენ. „ახლა ჩვენ ვიმყოფებით თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის, ვასრულებთ მტრის ქვედანაყოფების განადგურებას, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ჯარების გაყვანას თავდაცვის მეორე ხაზის უკან“, – განუცხადა გენერალმა Observer-ს ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსული ჯარები “უბრალოდ იდგნენ და ელოდნენ უკრაინის ჯარს, ესროდნენ ტექნიკას ჭურვებითა…

მეტი...

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე დახვდა. 4 სექტემბერს, ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს. საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს. 5 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი კანონმდებლები ისრაელის…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები

2 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ვუგლედარი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. როგორც დონეცკის ოლქის პროკურატურა ამბობს, დაღუპულებს შორის 43 წლის კაცი და მისი 42 წლის მეუღლე იყვნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა. აფეთქებებმა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელის ნაწილი გაანადგურა, დაზიანდა ჭერი, ფანჯრები და აივნები.

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 264 660 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 3 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 500 სამხედრო, 5 ტანკი და 22 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 264 660; ​ტანკი – 4 476; ჯავშანტექნიკა – 8 649; საარტილერიო სისტემა – 5 582; სარაკეტო სისტემა – 739; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 503; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 444; საკრუიზო რაკეტები – 1…

მეტი...

სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

სახელმწიფო მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.

მეტი...

კასპში შშმ პირი აგურით სცემეს

კასპში შშმ პირი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს 50 წლამდე ასაკის კაცმა მანქანით გასეირნება შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი მანქანაში ძალით ჩასვა და სასტიკად გაუსწორდა. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ნაცემმა პირმა დაასახელა და მასზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. ,,ტაჭკით მოსიარულე გიოს ყველა იცნობთ ალბათ. გუშინ შეღამებისას ლიბრეში წვენის საყიდლად შესულა. როდესაც გარეთ გამოვიდა მაღაზიიდან 50 წლამდე მამაკაცი აჰყვა, რომელმაც მანქანით გასეირნება შესთავაზა. უარი უთქვამს გიორგის, თუმცა ძალით ჩაუსვია. ამის შემდეგ მეტეხისკენ წაუყვანია სადგურის ტერიტორიასთან და სასტიკად უცემია. ნარტყამი აქვს აგური და როგორც ირკვევა, ამ დროისთვის წელსქვემოთ…

მეტი...

ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 16:30 საათის შემდეგ მოხდა და ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ოკუპანტების სამიზნე ამჯერადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, თუმცა კორპუსზე ჩამოგდებული რაკეტა არ აფეთქდა. დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სასაფლაოს ტერიტორია. ცნობისთვის, კრამატორსკი დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციული ცენტრია. მისგან ფრონტის ხაზამდე დაახლოებით 30 კილომეტრია.

მეტი...

ოლიგარქ იგორ კალამოისკის კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქ იგორ კალამოისკის კიევის სასამართლომ აღკვეთის სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ალტერნატივის სახით კი გირაოს, თითქმის 510 მილიონი გრივნას გადახდა დააკისრა. ის წინასწარ პატიმრობაში 31 ოქტომბრამდე დარჩება. კალამოისკი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად ბრალდებულს კი სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამს. კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. გამოძიების თანახმად, კალამოისკიმ 2013-20 წლებში მილიარდ ხუთასი მილიონი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა.

მეტი...