სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან, მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. „ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში, გზებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები. დღის განმავლობაში, ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი. საძიებო სამუშაოებში, როგორც ნავები, ასევე დრონი და კინოლოგიური სამსახური იყო ჩართული. ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც უშუალოდ ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცაღა ფეხით მისულები ვართ ყველგან,…

მეტი...

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია. სატრანსპორტო საშუალებები კი შეფერხებით გადაადგილდებიან.

მეტი...

თბილისში, ეროვნული არქივის შენობა იწვის

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის შენობის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა არქივის შენობაში, ქიმიური ნივთიერებების საცავის ტერიტორიაზე. ნივთიერებები ქაღალდის გადასამუშავებლად გამოიყენებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. ჯერჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა ეროვნულ არქივს და რამ გამოიწვია ხანძარი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

მეტი...

გორში, მაღაზიის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა იარაღი ისროლა და მოლარეს მოკვლით დაემუქრა

გორში, სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა მაღაზიაში რამდენჯერმე გაისროლა და მოლარეს მოკვლით დაემუქრა. კრიმინალური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და გორის პოლიციაშია გადაყვანილი. თავდამსხმელმა სუპერმარკეტ ,,დეილიდან” რამდენიმე ასეული ლარი იარაღის მუქარით გაიტაცა.

მეტი...

მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

მეტი...

გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან, მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. „გურიაში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, უხვმა ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესები, რითაც ჩაიხერგა რამდენიმე ათეულობით სოფლის მისასვლელი გზები, ასევე სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი, ერთ-ერთ სოფელში, ნგრევის შედეგად მოხუცი ქალბატონი მოყვა სახლში, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების…

მეტი...

კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად,…

მეტი...

კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

აქ ნამდვილი სამოთხეა. აქ სხვა სამყაროა, სხვა პლანეტაა და ეს ყველგან იგრძნობა, ყველა მიმართულებით. ერთად გავიცნოთ კუნძული, რომელიც ქალაქ სიამენთან, ფუნჯიანის პროვინციაში მდებარეობს. კუნძული თითქმის ყველა სეზონზე გაზაფხულის ამინდით სარგებლობს და მას მეტსახელად “ზღვის ბაღს” უწოდებენ. ამ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1940-იან წლებში, გლობალიზაციის ფონზე, კუნძული გულანგიუ გახდა მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩინეთსა და დასავლეთს შორის კულტურული გაცვლისთვის. კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა მდებარეობს და მათ შორისაა მუზეუმები. თუ რა მუზეუმებზეა საუბარი, ამას ვიდეოს მეორე ნაწილში ვნახავთ. ერთად ვიმოგზაუროთ სამოთხეში. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

პუტინმა მოკლა პრიგოჟინი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პუტინმა მოკლა. ,,მან მოკლა პრიგოჟინი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი “ვაგნერელების” უკან იმალებოდნენ. ,,ვფიქრობ, რომ ეს თავდაცვა, რომელიც იმალება დაქირავებული მებრძოლების, ვაგნერელების სიცოცხლის მიღმა, – დაკარგეს. ეს ჩვენთვის ნამდვილად პლუსია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

სოფელ ჯუმათში ფერდობის ჩამოშლის ადგილიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გამოიყვანეს

სოფელ ჯუმათში ფერდობის ჩამოშლის ადგილიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გამოიყვანეს. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცნობისთვის, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე გრძელდება 1 პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები. გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ს

მეტი...

თავდასხმა კრივოი როგზე – დაშავდა 60 ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, ქალაქში პოლიციის დამატებითი ჯგუფები მეზობელი რეგიონებიდან ჩავიდნენ. დაბომბვის ადგილის მახლობლად განლაგებულია კარვები, სადაც სპეციალისტები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და მობილური პუნქტები დაზარალებულებისგან განცხადებების მისაღებად. ცნობისთვის, რომ დღეს დილით კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის მაღალსართულიანი.

მეტი...

ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარი, მთაში შესაძლოა თოვლჭყაპი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ უხვი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ცნობისთვის, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ,,ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას”- სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი

მეტი...

,,6 მეტრი ჰქონდა სახლს სიმაღლე და იქიდან რომ წამოვიდა მეწყერი, დამარხა ის სახლი მთლიანად”- სტიქია გურიაში

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ,,6 მეტრი ჰქონდა სახლს სიმაღლე და იქიდან რომ წამოვიდა მეწყერი, დამარხა ის სახლი მთლიანად. მარტო მოხუცი იყო სახლში ამ დროს”, – აცხადებს ადგილობრივი (კომენტარ ”ტვ პირველი” ავრცელებს). გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

მეტი...

 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ცხოველების სტერილიზაციისა და რეგისტრაციის მნიშვნელობის, ასევე პატრონების პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში, სააგენტო აღნიშნულ დაწესებულებებში საინფორმაციო ხასიათის პოსტერებს ანთავსებს. ამასთან, ბიზნეს სუბიექტები თავიანთ მომხმარებლებთან აღნიშნულ საკითხებზე სწორი კომუნიკაციის წარმოებაშიც ჩაერთვებიან. ,,მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, განახორციელოს ცხოველის იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია, ასევე, შერეული ჯიშის ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის სტერილიზაცია. შეგახსენებთ, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან: პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და…

მეტი...

გურიის სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე – გზების დეპარტამენტი

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და…

მეტი...

,,ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას”- სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელის, დავით გუმბარიძის განცხადებით, მეორე სოფელში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე ავიდა. მისი თქმით, სტიქიის ადგილზე ვერტმფრენის გარეშე მისი სიმაღლიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება. „ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს. სამაშველო სამსახური შეძლებისდაგვარად მუშაობს. ჩვენც ჩართული ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეების გამოყვანა ხდება იმ სახლებიდან, სადაც არ არის მეორე სართული და დაბალია პირველი სართული. გვეხმარებიან ადგილობრივი ბიჭებიც, ნავებით გამოჰყავთ მოსახლეობა. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ. წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე. მეორე სოფელში საჭიროა ვერტმფრენის…

მეტი...

უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,  ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს. 8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. ,,ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური…

მეტი...

,,სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”- პრემიერი

მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როდესაც არ მიეცა სტატუსი საქართველოს, არამედ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. „მე ეს ავხსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში, რომ  ყველაზე ანტიევროპული ძალები, რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ის ძალები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი – ირაკლი ღარიბაშვილი

ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან. ,,მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ…

მეტი...

არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს – ჯოზეფ ბორელი

არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელმა უპასუხა კითხვას: ,,მ ფაქტის წინაშე თუ დავდგებით, რომ უარს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გააჩენს მოსახლეობაში სკეპტიციზმს?“ „არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური…

მეტი...

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. შსს-ის ინფორმაციით, ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ,,ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან…

მეტი...

მეორე ფრონტის გახსნა არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, არ მოუსმინოთ – ბორელი

,,ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  “მეორე ფრონტის გახსნასთან” დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ”შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. ” ,,თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი ხმები, მცდარი ხმები ვრცელდება. იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს,…

მეტი...

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება – პრემიერი

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტია, სადაც 9 პარტია შევიდა 2020 წელს და ქვეყანაში მედია თავისუფალია. „რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია შეიძლება ითქვას შეუსრულებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას ძალიან დიდ…

მეტი...

,,გურიაში, სოფელ მამათში გვჭირდება დახმარება, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი”- მოქალაქე

გურიაში, სოფელ მამათში დახმარება სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კატო მახარაშვილი  ავრცელებს და წერს, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი. „გურიაში, სოფელ მამათში გვჭირდება დახმარება. თუ ვინმეს გაქვთ ე.წ. ორხიდიანი მანქანის საკონტაქტო, გთხოვთ მომწეროთ. ან თუ ვინმე ხართ ადგილზე მანდ და იცით რეალურად როგორი მდგომარეობაა. შეძლებს ორხიდიანი მანქანა გადასვლას? 571 15 28 28“ – წერს კატო მახარაშვილი.

მეტი...

უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა. ,,სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია. ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი…

მეტი...

საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს – ჯოზეფ ბორელი

საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. „ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ…

მეტი...

,,არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის”- ბორელი იმპიჩმენტზე

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეხო და აღნიშნავს, რომ არის რისკი, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ,,პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ დავამატო ერთი რამ, რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის, ყველა ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ერთად, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი წარმატებულ იყოს ამ პროცესში, თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მეტი...

„ნება მიბოძეთ, გამოვხატო გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყრის გამო”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენემა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, გურიაში, სტიქიის შედეგად, მოზარდის გარდაცვლებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. „ნება მიბოძეთ, გამოვხატო გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყრის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“, – აღნიშნა ბორელმა.   სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი – შსს

მეტი...

რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა – ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებ მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობისთვის, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს. ,,მთავარი მინდა ვთქვა, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ…

მეტი...

თბილისში ორი პირი დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გამოთვლის წესი დაამტკიცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოვაჭრის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებს და დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ მოვაჭრის კომერციულ საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება: დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები. ინფორმაციისთვის: სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.…

მეტი...

ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა არის ერთიანი ორგანიზმი და თუ კი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ – პაპუაშვილი

„ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე.  საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია  რეკომენდაციები შეასრულოს და რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი“,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. „ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ,…

მეტი...

მაშველებმა სოფელ სუფსიდან მრავალშვილიანი ოჯახი უვნებლად გამოიყვანეს

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა სოფელ სუფსიდან უვნებლად გამოიყვანეს მრავალშვილიანი ოჯახი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ამასთან, ნაგომართან, მდინარე სუფსაში გადაარჩინეს ტურისტი.

მეტი...

მაშველებმა დამეწყრილი ადგილიდან ქალი ამოიყვანეს

გურიაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ  მაშველებმა სტიქიის ზონაში ქალი გადაარჩინეს. მაშველებმა ის დამეწყრილი ზონიდან ამოიყვანეს.  

მეტი...

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...