,,კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, განაცხადა პრეზიდენტმა” – მამუკა მდინარაძე

,,კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა”. ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მდინარაძე გააღიზიანა პრეზიდენტის მიმართვამ, რომელმაც მოსახლეობას უთხრა, რომ ანგარიშვალდებულება მხოლოდ მათთან აქვს და მის გადადგომაზე “ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”. ,,კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო – განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა. ეს იყო სულ! არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს! დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი. საქართველოს…

მეტი...

,,ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს, ერთად უნდა იმუშაოთ” – ბორელი

,,ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს, ერთად უნდა იმუშაოთ”. ასე მიმართა საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ქართველ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას. მისი თქმით, 12 რეკომენდაცია ბრიუსელის სიამოვნებისთვის კი არ უნდა შეასრულოს საქართველომ, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესოს. ,,12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოსაზრებით, ეს უნდა შესრულდეს არა იმიტომ, რომ ბრიუსელს ასიამოვნოთ, არამედ იმიტომ რომ გააუმჯობესოთ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს უნდა ევროკავშირის წევრობა. ამ მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ყველამ ერთად უნდა იმუშაონ, კონსტრუქციულად, ერთობლივად, ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. მე ხვალ შევხვდები პრეზიდენტს , პრემიერს,…

მეტი...

,,არსად მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს” – სალომე ზურაბიშვილი

,,მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს”. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ერთადერთი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ აქვს. ევროპული ტურნედან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა, რომელსაც მთავრობამ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა აუკრძალა, დღევანდელ საგანგებო ბრიფინგიდან მმართველ ძალას უთხრა, რომ ის გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რადგან ეს კონსტიტუციით გარანტირებულია. ,,მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებას, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც ვარ და ვიყავი მთელი…

მეტი...

ნანა ჯანაშიას გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართება

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. მან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი განცხადებას ავრცელებს, რომელიც ნანა ჯანაშიას ხსოვნას ეძღვნება: „ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, გიწვევთ ჩვენი საყვარელი კოლეგის, მეგობრის, შვილის, მეუღლის, დისა და დედის, ნანა ჯანაშიას გამოსამშვიდობებელ საღამოზე. ნანა იყო გამორჩეული ლიდერი და მრავალი ადამიანის…

მეტი...

სასამართლომ 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ,,თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის ბავშვთან, ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი…

მეტი...

სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას იწყებს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ. მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა. სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას, ქვეყანაში, ეტაპობრივად, იწყებს. 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება. მათ შორის არიან ბენეფიციარები, ვისაც ზრდის ზონები, ასაკის გამო, ყველაზე ადრე ეხურებათ. ასევე – მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ. მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.

მეტი...

უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა

უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არსებულ დერეფნებში ხომალდების მიმოსვლაზე შეზღუდვები არ არის. „თურქულ მხარეს მარცვლეულის დერეფნის რუსეთის გარეშე მოქმედების წინადადება გადავეცით. ჯერჯერობით არ არის საბოლოო დადასტურება, თუმცა, ვინაიდან ხომალდები უკვე დადიან რუმინეთის, ბულგარეთის, ასევე, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში და გადიან სრუტეებს შეზღუდვების გარეშე, ეს ნამდვილად რაციონალური გზაა“, – განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ანკარასა და კიევს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს დღეებში ან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს.

მეტი...

ზესტაფონში კვების ობიექტში ტრაილერი შევარდა

ზესტაფონში სწრაფი კვების ობიექტში ტრაილერი შევარდა. შემთხვევა დღეს 7 სექტემბერს, დილით მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ობიექტში მოლარე და მცხობელი იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს მოტეხილობები აღენიშნება. დაზიანდა მიმდებარე ობიექტებიც. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

მეტი...

გორში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს

გორში სამშენებლო მასალების მაღაზიების მფლობელ, ვაჟა ბერიანიძეს მანქანა გადაუწვეს. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში”- აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი

,,ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში”, – ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  დღეს პასუხისმგებლობის აღებაზე მშობლებმა თანხმობას მოაწერეს ხელი. ,,დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ვოზორიტიდით და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი. კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო”, – წერს მშობელი.

მეტი...

,,ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას”- ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას. მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – ელოდებით თუ არა იმპიჩმენტს, თუ ელოდებით, რომ პრეზიდენტი დღეს გადადგება? ,,თქვენი ფორმულირება იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით არ არის სწორი, თუ მოისმენთ რა გაკეთდა მმართველი გუნდისა და პრემიერის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ფორმულირება არ უნდა იყოს თქვენი მხრიდან. რაც შეეხება იმას, თუ რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, დაველოდოთ. უტრირებთ, ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, არაფერ კავშირში არ არის და მოგიწოდებთ, რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. გაკეთდა ცალსახა…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კორპუსის მე-9 სართულზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ბაგების დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინა. ,,მაშველებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და კედლის გამონგრევის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.    

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი 21 საათზე საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას აანონსებს. პრეზიდენტი დღეს, საღამოს 21 საათზე გააკეთებს განცხადებას. ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რა თემაზე გააკეთებს პრეზიდენტი განცხადებას, თუმცა დიდი ალბათობით მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურება.

მეტი...

,,მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება”- მამუკა მდინარაძე

,,მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ”თავისი ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში.” ,,რაც გავარკვიეთ ძალიან მოკლედ, კომუნიკაციის შედეგად, თავისი ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს არის მაშინ თქვენი საქმე, როცა ითვალისწინებს კანონი, გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, იმიტომ, რომ არის კერძო ხარჯი. მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა, მაგალითად, ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც…

მეტი...

3 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა

3 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა. ბავშვს თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული. ადგილობრივის ინფორმაციით, ბავშვი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ბავშვი ბათუმში, კლინიკაში გარდაიცვალა.

მეტი...

„არასდროს უფიქრია თავზე, მხოლოდ ლუსიზე ფიქრობდა“ – სოფო ბაკურაძის დედა

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. გარდაცვლილთა შორისაა სოფო ბაკურაძე, რომელიც მარტოხელა დედა იყო, შოვში კი კოტეჯების დამლაგებლად მუშაობდა. ,,არ იცის ლუსიმ რა თქმა უნდა, გავარიდეთ ამ სიტუაციას. ეს ერთი შვილი ჰყავდა და ზედ იყო გადამკვდარი… ერთი ხმამაღალი ბავშვისთვის არ უთქვია, სულ ეფერებოდა, გეგონებოდა ჯერ არ უნახიაო. დედა არ უხსენებია, თითქოს ხვდება ბავშვი და თუ რა არი არ ვიცი…არასდროს უფიქრია თავზე, სულ ლუსიზე ფიქრობდა,”- განუცხადა რუსთავი2-ის გადაცემა „შუადღის“ ჟურნალისტებს დაღუპული გოგოს დედამ.

მეტი...

როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება თანამდებობის პირებს წელიწადში ერთხელ აქვთ, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ თარიღს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ვალდებულება წარმოეშვება. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერის ჩარტერული რეისის ხარჯების შესახებ. „როგორც იცით, დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები კანონით არიან ვალდებული, რომ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინიტრს მოუწევს ვალდებულება, წარმოადგინოს დეკლარაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, პირადი ხარჯების შესახებ წინასწარ ანონსირება და ამაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ არის თანამდებობრივი ვალდებულება. „რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი…

მეტი...

ოპოზიციამ სათითაოდ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ – კალაძე

თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბრად აგებს პასუხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პარალელურად, ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უკავშირდებოდა. „ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს, იცავს კანონს და კონსტიტუციას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სტატუსი აქვს, არანაირი აბსოლუტურად. შეიძლება დღეს იყო პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, გარკვეული თანამდებობის პირი, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი. შესაბამისად,…

მეტი...

თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში არის ქვეყნის კონსტიტუციის უპატივცემულობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს დამაზიანებელია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. „კონსტიტუციის მიხედვით, ყველას ჩვენი ფუნქცია გაგვაჩნია. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობას, თბილისის მერს – გვაქვს ჩვენ-ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის აღრევას, არაფერი გამოვა. პირველებმა ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ…

მეტი...

,,ექიმები მეორე თვალის გადარჩენას ცდილობენ“- ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა.  ახლა ექიმები ბავშვისთვის მეორე თვალის გადარჩენას ცდილობენ. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.   ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვტილება გამოაქვეყნა და  დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას. საქმე ეხებოდა  მელიას 2019 წელს დაპატიმრებასა და ელექტრონული სამაჯურის მიმაგრებას. სასამართლომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მხულის პირველი პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება). ამასთან, სასამათლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში…

მეტი...

ძლიერი სეტყვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – წაქცეულია ხეები, განადგურებულია მოსავალის ნაწილი

ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალი, გურგენიანი და ბაისუბანი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, წაქცეულია ხეები და განადგურებულია მოსავალის ნაწილი. სეტყვა რამდენიმე წუთის მანძილზე გაგრძელდა.

მეტი...

,,პუტინმა სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”- იენს სტოლტენბერგი

პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურის მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. „რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან აბსოლუტურად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები, უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება და სიმამაცე. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით…

მეტი...

ამინდი უარესდება – მოსალოდნელი ამინდი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა. 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა. ანა ჰაკობიანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან  და მის მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან გადაღებული ფოტოებს აქვეყნებს. მან სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეოც ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების სამიტიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. ,,კიევში თბილი და პირდაპირი კონტაქტი მქონდა ჩეხეთის, ესტონეთის, სერბეთის, უკრაინის, ლიტვის პირველ ქალბატონებთან და დანიის, სლოვენიის და სლოვაკეთის ბატონებთან. სამიტზე ვისაუბრე მშვიდობაზე, მომავალი თაობებისთვის უკეთესი სამყაროს მემკვიდრეობაზე. მე დავაყენე 30 ათასი სომეხი ბავშვის უფლებების დარღვევისა და ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შედეგად შექმნილი ცხოვრების არაადამიანური პირობების საკითხი,”- წერს ანა ჰაკობიანი. ოლენა ზელენსკას ინიციატივით გასამართ ყოველწლიურ სამიტის…

მეტი...

საქართველოდან თურქეთში, განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის  ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნულ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა  შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. ,,თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 15 თებერვალს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული…

მეტი...

,,უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები”- ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები ,,ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ვინმე მზად ამაზე ფსონების დასადებად ხუთი წლის წინ, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი 30-ზე მეტი წევრით იყოს გაძლიერებული”,- განაცხადა ბერბოკმა.  

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 266 900 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით დაახლოებით 266 900 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით,  რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები  ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 266 900; ​ტანკი – 4 506; ჯავშანტექნიკა – 8 703; საარტილერიო სისტემა – 5 722; სარაკეტო სისტემა – 753; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 506; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 541; საკრუიზო რაკეტები – 1 455; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 217; გემი/ნავი/კატარღა – 19; ​სპეციალური აღჭურვილობა – 859.

მეტი...

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბათუმელები” ავრცელელბს. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. ბავშვი თბილისშია გადაყვანილი და დღეს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ. როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებული პირმა განუცხადა, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში.

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, შუახევში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგ, მე-12-ე უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: დაბა შუახევის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების…

მეტი...

ჯუნკაო – ინოვაციური მცენარე, რომელიც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ (ვიდეო)

ჯუნკაო ეს არის მცენარე, რომელიც ჩემს ზურგს უკან ჩანს და პროვინცია ფუჟოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ. მცენარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, ის გამოიყენება არაერთი სახეობის  სოკოს წარმოებისთვის. სამედიცინო დანიშნულებით, უნიკალური პრეპარატებისთვის, ორგანული პროდუქტებისთვის, სასმელებისა და კიდევ არაერთი მიმართულებით. გარდა ამისა, ერთ ჰექტარზე გაშენებული ჯუნკაო იძლევა 300 ტონა ცხოველის საკვებს, 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს და 75 ტონა ქაღალდს. კიდევ რითია უნიკალური ჯუნკაო ერთად ვნახოთ ”მედიაცენტრი მთავარის” რეპორტაჟში.   ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

,,ექთანს საქართველოდან და IT-სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეს თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის“- შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი  გამოვიდა მოწოდებით, შესრულდეს კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის კანონი, რომ ექთანს საქართველოდან და IT-სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეს თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის. მისი თქმით, 2035 წლისთვის გერმანიაში 13 მილიონი დასაქმებული გავა პენსიაზე და სამუშაო ძალის ნაკლებობა კომპანიებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. „მოგიწოდებთ ყველას, რომ კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის შესახებ კანონი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, განხორციელდეს ყველგან გერმანიაში, რათა ჩვენ გვქონდეს არაბიუროკრატიული შესაძლებლობები, რომ ექთანს საქართველოდან და IT-სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეს თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა – მთავრობის სტრატკომი

კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის,…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წლის აგვისტოს თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 69 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 – მცხეთა-მთიანეთის, 13 – გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 – სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი შიდა ქართლის და იმერეთის, 4 -გამოვლენილია გურიის, ხოლო 1 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის…

მეტი...

მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი მეთაური ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი კონსტანტინ ოგიენკო ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გენერალ-მაიორ კონსტანტინე ოგიენკოს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ქრთამის აღება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კონსტანტინე ოგიენკოს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023/28/06/29/2023 წლებში მოსკოვის ოლქის ქალაქ დოლგოპრუდნიში, ოგიენკოში, მოქმედებდა პირთა ჯგუფის მიერ მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიის მეთაურთან წინასწარი შეთანხმებით. გენერალ-მაიორმა დიმიტრი ბელიატსკიმ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ნადეჟდას” ხელმძღვანელს გამოსძალა ქრთამის პირველი ნაწილი 500 ათასი რუბლის ოდენობით, რომელიც არის ქრთამის ნაწილი ფულის სახით 30 მილიონი რუბლის ოდენობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნადეჟდას“ ხელმძღვანელის…

მეტი...

აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პირველად გადასცემს უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეულ თანხებს. ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების გარდა, პირველად ჩვენ უკრაინას გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა გამოყენებული იქნება უკრაინელი სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად. მათ, ვინც პუტინის აგრესიული ომი გახადა შესაძლებელი, უნდა გადაიხადონ საფასური”, – განაცხადა  ბლინკენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აშშ-ს უკრაინაში დახმარების შესახებ აზუსტებს, რომ ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივებიდან $5,4 მილიონი გამოიყოფა ვეტერანების რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციისთვის. აშშ-ს დახმარება ასევე მოიცავს 175 მილიონ დოლარს, რომელიც…

მეტი...