აშშ უკრაინის ენერგოსისტემისთვის 522 მილიონ დოლარს გამოყოფს

უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად, უკრაინა მიიღებს 522 დოლარის დახმარებას ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მიიღებს 422 მილიონ დოლარს ენერგეტიკის სფეროში ახალი დახმარების სახით და დამატებით 100 მილიონი დოლარი დაექვემდებარება გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას, რეფორმების ჩათვლით.

მეტი...

,,შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას” – პაპუაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილს შეუძლია იაროს სადაც სურს, მაგრამ საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ,,შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება, პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის მაშინ, როცა თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს…ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იგივე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც…

მეტი...

რუსეთმა ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელობაზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელზე, პიოტრ ჰოფმანსკიზე, მის მოადგილე, ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსას და მოსამართლე ბერტრამ შმიტზე ძებნა გამოაცხადა. განცხადებას რუსეთის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. ,,ძებნის საფუძველი, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი “, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე ძებნილად მოსამართლე ტომოკო აკანე გამოცხადეს, რომელმაც 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტი და ბავშვთა უფლებათა დამცველი სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან ბავშვების უკანონო დეპორტირებაში არიან ეჭვმიტანილები. მანამდე კი, მაისში, რუსეთმა ძებნა ჰააგის პროკურორ კარიმ ხანზეც გამოაცხადა.

მეტი...

აშშ-მ რუსული კომპანიები დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული კომპანიები დაასანქცირა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საექსპორტო შეზღუდვები დაწესდება 5 რუსული კომპანიის წინააღმდეგ. მათ შორისაა VSMPO-AVISMA, რომელიც მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია. ასევე, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა საქსპორტო შეზღუდვები დაწესდა გერმანიის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, პაკისტანისა და ფინეთს 23 ორგანიზაციაზე. აღნიშნული კომპანიები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

მეტი...

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება. აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში ფიზიკური პირის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. მომხსენებელმა კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებიც…

მეტი...

,,დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი” – შალვა პაპუაშვილი

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ახლა, დროა, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. „გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების…

მეტი...

კაცს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში პატრულის მანქანას დაეჯახა და 2 პოლიციელი იმსხვერპლა, 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში პატრულის მანქანას დაეჯახა და 2 პოლიციელი იმსხვერპლა, 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს…

მეტი...

,,თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის” – ზურაბიშვილი

,,თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ალან კარისთან შეხვედრის შემდეგ წერს. ,,ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერევანში ამერიკელ სენატორს გარი პიტერსს შეხვდა. როგორც ამერიკელ სენატორთან შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა,  აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას. „მე ძალიან ვაფასებ თქვენს ვიზიტს სომხეთში, სომეხი ხალხისთვის ამ ყველაზე რთულ მომენტში. ამავდროულად, ხაზს ვუსვამ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“, – განაცხადა ფაშინიანმა. თავის მხრივ, სენატორმა პიტერსმა გამოხატა ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება და მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მეტი...

ირაკლი ეძგვერაძეზე და კიდევ სამ პირზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე და კიდევ სამ პირზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტახნუსწინ გამოაცხადა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ, ისინი საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ. მან მიმალვის საფრთხის გარდა, ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზეც ისაუბრა. ადვოკატების განმარტებით კი, ბრალდებულებს მიმალვის განზრახვა არ ჰქონიათ და ახლობელთან მიდიოდნენ. ცნობისთვის, ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

ბათუმში მანქანა დაიწვა

ბათუმში “მაზდას” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი  TV25 ავრცელებს, მათივე ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ევროკომისია TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან

ევროკომისია სოციალური მედიის გიგანტებს  TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ ჯარიმები დაეკისრებათ. ”პოლიტიკოს” ცნობით, ბრატისლავაში გამართული შეხვედრების დროს, ევროკომისიამ და სლოვაკეთის მთავრობამ კომპანიებს უთხრეს, რომ 30 სექტემბრის კენჭისყრის წინ, სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა და პრორუსული პროპაგანდის აღმოსაფხვრელად დამატებითი რესურსები გამოეყენებინათ. ევროპული და სლოვაკური მარეგულირებლები მიიცნევენ, რომ დეზინფორმაცია და პროკრემლის იდეოლოგია ვრცელდება სოციალური მედიის ადგილობრივ მომხმარებლებში. სამიზნე აუდიტორიას, მათ შორის, წარმოადგენენ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მხარდამჭერები. მედიის ცნობით, სლოვაკეთში გამართულ შეხვედრებში TikTok-ის, Meta-სა და კომპანია Alphabet-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სოციალური მედიის კომპანიებმა…

მეტი...

„აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „აბრამსის“ ტიპის პირველი ტანკები აშშ-დან უკრაინაში ჩავიდა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ამერიკული ტანკების მიღების შესახებ აცნობა. „აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, რათა გავაფართოოთ მომარაგება“, – წერს ზელენსკი.

მეტი...

განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს  ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  ფეხის…

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია, ახმეტაში ჩაატარა

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მორიგი, მე-13-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 75-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 35 ვეტერანი, ხოლო, 40_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 96 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 175 სათვალე. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე…

მეტი...

ყველაზე ძვირიანი სუნამო 6800 იუენი ღირს – სუნამოების მწარმოებელი სახლი პეკინში (ვიდეო)

სუნამოს მწარმოებელი სახლი პეკინის მოედანზე, დაშილანის ისტორიულ და კულტურულ ნაკრძალში მდებარეობს. დაშილანის ისტორიული და კულტურული ნაკრძალი ჩინეთის ერთ-ერთი პირველი ისტორიული და კულტურული ბლოკია. ბლოკი მოიცავს დაახლოებით 1,5 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორის 114 ჰუტონგს და მრავალ ისტორიულ ნაგებობას. ტერიტორია შეიცავს 25 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთეულს. სუნამოების სახლში ასობით სახეობის სუნამოა წარმოდგენილი. აქვეა სპეციალური ქილები, რომლის მეშვეობითაც ზუსტად შეიძლება მისი სურნელის გაგება. კლისტალები კი, რომელიც ასევე სურნელოვანია და სუნამოებს ამზადებენ ერთი პატარა ნატეხი 390 იუენი (57 დოლარი) ღირს.

მეტი...

სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა ძალიან ახლოს ვართ სტატუსის მონიჭებასთან, საქართველოს პრეზიდენტი ოპონირებას გვიწევს – ოდიშარია

სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა ძალიან ახლოს ვართ სტატუსის მონიჭებასთან, საქართველოს პრეზიდენტი ასეთ ოპონირებას გვიწევს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს. ბექა ოდიშარიას თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ნებისმიერი დევიცია აბსოლუტურად უმართებულოა, განსაკუთრებით, ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსისგან, როგორიც პრეზიდენტია. „მას იმ პოლიტიკოსების რიცხვში არ განვიხილავდით, რომლებსაც წამოცდენებიც ჰქონდათ ტრიბუნასთან – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ, რომ „ქართული ოცნების“ დროს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოსო. სამწუხაროდ, ეს დღის წესრიგი ერთმანეთს ემთხვევა. ნახეთ არაერთ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლები, ბორელის თანდასწრებით, ასევე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენი…

მეტი...

ბათუმის პლაჟზე 40 წლამდე კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა

დღეს დილით ბათუმის პლაჟზე 40 წლამდე ასაკის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ტურისტია. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წყლიდან ამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და ადგილზევე დაიღუპა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.   წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

“აზიმუტი” მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” ინფორმაციით, კომპანია 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან (ვნუკოვო) ბათუმის მიმართულებით, ხოლო 2023 წლის 11 ოქტომბრიდან სოჭიდან თბილისში ფრენებს იწყებს. საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  სოჭი-თბილისი-სოჭის რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.

მეტი...

,,უკრაინას დღეს პრობლემები აქვს და პოლონეთისგან მხარდაჭერის მიღებაზე უნდა ზრუნავდეს, თუ ასე არ არის, არ დავაძალოთ”- პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ოფისის წარმომადგენელის, მარცინ პშიდაჩის განცხადებით, უკრაინა უნდა ზრუნავდეს, რომ პოლონეთი მას მხარს უჭერდეს, ხოლო თუ ასე არაა, დაძალება საჭირო არ არის. მისივე თქმით, უკრაინა უნდა ზრუნავდეს პოლონეთთან მეგობრულ ურთიერთობებზე. „პოლონეთი ბოლო წლებში ინტენსიურად ეხმარება უკრაინას. ცხადია, ეს ნაწილობრივ ჩვენს ინტერესებში არ იყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. და ამ ყველაფრის შემდეგ, გაერო-ს ფორუმზე, რომელსაც 192 ქვეყანა ესწრება, ვისმენთ ისეთ სიტყვებს, რომელთა მიმართ რთულია, არ იყო ძალიან კრიტიკული“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მათი დაყოფისგან მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს. „უკრაინამ უნდა გააცნობიეროს,…

მეტი...

გარდაიცვალა ცნობილი რადიოლოგი

პირველი სამედიცინო ცენტრი ცნობილი რადიოლოგის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „პირველი სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ექიმ-რადიოლოგ ავთანდილ მახარაძის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს… დაკრძალვა ხვალ 26.09.2023-ში გამოსვენება საბურთალოს ქუჩის ეკლესიიდან 15:00სთ/ზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მამაკაცის გადმოვარდნის მიზეზი.   წყარო: ”ფორტუნა”

მეტი...

დედას, რომელმაც ბავშვი ჯერ ცხელი წყლით დაბანა, შემდეგ კი საყინულეში შესვა პატიმრობა მიუსაჯეს

ორეგონის შტატში მცხოვრებმა ქალმა ბავშვი ჯერ ცხელი წყლით დაბანა, შემდეგ კი საყინულეში შესვა. ქალს 30-დღიანი პატიმრობა. შარდეი მაკდონალდს 6 ოქტომბერს გაათავისუფლებენ. მაკდონალდი ასევე გათავისუფლების შემდეგ სამი წლის განმავლობაში იქნება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირობითი მსჯავრის ქვეშ. ბავშვი გადარჩა, ხოლო დედის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით მას  სურდა გაეგო, რამდენად შეამჩნევდა ბავშვის მამა ამ ყოველივეს.

მეტი...

მიკროჩიპებს ადამიანის ტვინზეც გამოცდიან

მიკროჩიპებს ადამიანის ტვინზეც გამოცდიან. ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა შესაბამისი უფლება აშშ-ის ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტისგან მიიღო. კომპანიამ მოხალისეების ძებნა უკვე დაიწო. Neuralink-ი განიხილავს ყველა  პაციენტს, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, ან ზურგის ტვინის დაზიანების გამო მოძრაობის უნარი აქვს შეზღუდული. სპეციალისტები მიკროჩიპებს პარალიზებული ადამიანების ტვინის იმ მონაკვეთში ჩასვამენ, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. მათი მტკიცებით, ჩიპის დახმარებით ადამიანს მოძრაობის უნარი აღუდგება.

მეტი...

თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მუშებმა 22 კგ ოქრო იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში მუშებმა 22 კგ ოქრო იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი, ნინო სტურუა ავრცელებს. „22 კგ ოქრო რომ გაქვს სარდაფში და რომ გეზარება. თბილისში ერთ-ერთ ქუჩაში, ძველი კერძო ტიპის სახლი დაინგრა, ახალი უნდა აშენებულიყო. ადგილზე ორი მუშა მუშაობდა. ქვედა სართულს რომ მიადგნენ, პატრონს დაურეკეს, ჩაკეტილია და რა ვქნათო. პატრონს, მამრს დაეზარა ერთი ადგილის აწევა და რაც გინდათ ის ქენითო. ხოდა ეს მუშები მიადგნენ და იპოვეს 22 კილო ოქრო. 22 კილო ოქრო ხალხო. წაუღიათ ეს ოქრო, ჩაუბარებიათ. შეხვდა თითოს 250 ათასი. (აბა გაყიდვის შანსი არ იყო, კი…

მეტი...

რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და ველოდებით ისეთივე პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში – შალვა პაპუაშვილი

„მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე რუმინეთის სენატს და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ჩემს კოლეგა ნიკოლაე ჩუკასთან. ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს რუმინეთში, საქართველოს შავი ზღვის გადაღმა მეზობელთან სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე-იონელ ჩუკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადების დროს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა რუმინეთის სენატსა და…

მეტი...

ფართომასშტაბიანი თავდასხმა ოდესის რეგიონზე

რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით 19 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ზებგერითი რაკეტა „ონიქსი“ გაუშვა. ამასთან, უკრაინის სხვადასხვა ოლქის მიმართულებით საერთო ჯამში „კალიბრის“ ტიპის 12 რაკეტა გაისროლეს. პორტის ინფრასტრუქტურა თავდასხმის ქვეშ იყო. უკრაინელი  სამხედროების ცნობით, რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად დანგრეულია მარცვლეულის საცავები. ოდესაში საზღვაო ტერმინალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ხანძარი გაჩნდა სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს.

მეტი...

ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი,  თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი – ვაშაძე

ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როგორც არის მთელი „ქართული ოცნების“ დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც , გადამწყვეტი საკითხები იდგა, პრეზიდენტი ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. „როდესაც ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებითაა საუბარი, სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ამიტომ ეს არგუმენტი აბსურდულია. უფრო მეტიც, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, რუსეთის პასპორტით…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. მათივე ცნობით, დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.

მეტი...

”მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 სექტემბერს გვიან ღამემდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. შემდეგ დღეებში კი თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს. კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში –  თბილისში 25 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 26-27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.…

მეტი...

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

2023 წლის 25-26 სექტემბერს, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის  სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში,  კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან  ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში  და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

მეტი...

თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე – დაჭრილია ერთი ადამიანი

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს, ავტომატით შეიარაღებული პირი თავს დაესხა.შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა სახლიდან იარაღი აიღო და თავდამსხმელი დაჭრა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ლევან მიგინეიშვილი დაკავებულია. ამ ეტაპზე უცნობია რა იყო დაპირისპირების მოტივი.

მეტი...

სოფლის ტიპის დასახლება პეკინში, სადაც 19 000 უცხოელს აქვს სახლი (ვიდეო)

სოფლის ტიპის დასახლება ბეიგოუ, პეკინიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე მდებარეობს, ეს არის ტურისტული ზონა, სადაც სულ რაღაც 300-350 ადგილობრივი მოსახლე ცხოვრობს, თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლება ტურისტებს ვერ იტევს. ე.წ. წაბლის დასახლება, ასე ვუწოდებდი ამ ზონას, რადაგანც აქ ძირითადად წაბლი მოჰყავთ და საოჯახო მეურნეობებით ირჩენენ თავს. წელიწადში 250 000 კილო წაბლის მოსავალს იღებენ. ძველი აგურის ქარხანა თანამედროვე სასტუმროდ გადააკეთეს, საიდანაც ჩინეთის კედელი მოჩანს, სიმწვანეში კარვების ზონა გახსნეს და ტურისტების ნაკადს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა 3 ოქტომბერს გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესში მონაწილეობას წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“). №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე,…

მეტი...

საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც მისი ქვეყანაა წარმოდგენილი, არაეფექტიანია – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც მისი ქვეყანაა წარმოდგენილი, არაეფექტიანია. მისი თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთი აიძულა შეეფასებინა სიტუაცია და გაეკეთებინა დასკვნები. ,,ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება”, – განაცხადა ფაშინიანი. მისივე თქმით, ყარაბაღის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანსა და რუს…

მეტი...

ბერლინში დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც თავს ძაღლებად მიიჩნევენ

სამშაბათს, ბერლინში დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც თავს ძაღლებად მიიჩნევენ. ღონისძიებას ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა მხარდაჭერა გამოხატა, ზოგი კი შეკრებილებს დასცინოდა და აკრიტიკებდა. შეხვედრის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ძაღლების ნიღბებით მივიდნენ და ერთმანეთს ყეფისა და სხვა არაადამიანური ხმების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.  

მეტი...