უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელი, ტარას კაჩკა აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი თქმით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს.

კაჩკა აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამ ქვეყნებისთვის იმპორტის აკრძალვა.

„ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს, რადგანაც ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვა სახელმწიფოებზეც“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ტარას კაჩკა.

პოლონეთის, უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან.

„ჩვენი აზრით, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ქმედებები არის უნდობლობის გამოცხადება ევროკომისიისადმი. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ევროკომისია წარმოადგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავაჭრო პოლიტიკას ადგენს მთელი ევროკავშირისთვის. ჩვენ ამ მიდგომის საფუძველზე ვმუშაობთ. ბუდაპეშტის და ვარშავის სისტემური მიდგომა, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკაში ევროკავშირის ინსტიტუტების იგნორირებას ახდენენ, ვფიქრობ, პრობლემური იქნება ევროკავშირისთვის, რადგან იქ ერთიანობა არ არის“, – განაცხადა კაჩკამ.

მსგავსი თემები