ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ოფიციალური მინსკის მტკიცებით, პოლონური სამხედრო ვერტმფრენმა Mi-24 1,2 კმ სიღრმეზე ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა, შემდეგ კი პოლონეთში დაბრუნდა. ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, ფაქტი ბერესტოვიცკის რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვარშავა საზღვრის დარღვევის ბრალდებას უარყოფს. „ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი დარღვევა“, – განუცხადა AFP-ს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ.

მეტი...

სანქტ-პეტერბურგში პროდუქტების შემნახველი საწყობი იწვის

სანქტ-პეტერბურგში, კოლპინსკის რაიონის სოფელ მეტალოსტროიში, პროდუქტების შემნახველი საწყობი-მაცივარი იწვის. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 1 400 კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული. მის ჩაქრობაში 80-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. დაშვებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

,,ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო” – საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროპული საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, ევროპული ტურნე დაიწყო, მიესალმება. ,,ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის”, – წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.

მეტი...

ზელენსკი სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ,,უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში ჩავა, გაეროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ალბანეთის ელჩმა გაეროში, ფერიტ ჰოჯამ. შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 19-25 სექტემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში გაიმართება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხდომა 20 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.

მეტი...

,,მიგრანტებისთვის საჭირო უნდა იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ან გამოკვლევის შეთავაზება” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქით ვრცელ წერილს ავრცელებს და წერს, რომ მიგრაციის პროცესები ზრდის აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მიგრანტებისთვის საჭირო გახდება აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ,,ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ა.წ. 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის…

მეტი...

ხულოში, სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს რაიონ სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ხის სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოში მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად, სრულად დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მეტი...

ძლიერი სეტყვა კახეთში

ძლიერმა სეტყვამ კახეთში, სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. სეტყვამ სოფლებს მაღრაანს, ფიჩხოვანსა და არგოხს გადაუარა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, სეტყვა იყო თელავის სოფლებში ლაფანყურსა და ნაფარეულშიც.

მეტი...

რუსეთში ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“, რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ივლისის ბოლოს ახეჯაკოვამ გერმანიაში, ბრემენში ითამაშა სპექტაკლში ,,ჩემი შვილიშვილი ბენიამინი”. სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა.

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დღეს, ორ სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა. პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის!

მეტი...

ძლიერი აფეთქება ოკუპირებული ბერდიანსკში

ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ქალაქ ბერდიანსკში ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ბერდიანსკის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ძლიერი აფეთქება მთელ ქალაქში ისმოდა. ,,იუწყებიან ძალიან ძლიერი აფეთქების შესახებ, რომელიც ქალაქის ყველა კუთხეში ისმოდა. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს. ველოდებით სასიხარულო ამბებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისგან – ნათქვამია ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ოპოზიციამ პირობა წაუყენა პრეზიდენტს”- გერმანული მედია

მმართველი პარტიის მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას, გერმანული მედია ეხმაურება. როგორც მედია წერს, ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობა წაუყენა, თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან. ,,ოპოზიციამ, თავის მხრივ, პირობა წაუყენა პრეზიდენტს: თუ ის პატიმრობაში მყოფ და აშკარად მძიმედ დაავადებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან”,- წერს გერმანული მედია. ნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს…

მეტი...

სკანდალის შემდეგ, ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა გააუქმა

ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩებს მიწვევა სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის ცერემონიალზე, გააუქმა. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილებამ ცერემონიაზე მიიწვიოს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა დიპლომატიური მისიები წარმოდგენილია შვედეთსა და ნორვეგიაში, გამოიწვია საზოგადოების მწვავე რეაქცია. ფონდი გააკრიტიკეს უკრაინაში, ხოლო შვედეთის სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ცერემონიალს, თუ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა არ გაუქმდებოდა. მოსაწვევების გაუქმების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, შვედეთის სამეფო ოჯახმა თქვა, რომ მეფე ჯერ კიდევ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო მისთვის ღონისძიებაზე ყოფნა ასეთ სტუმრებთან და თავად მოწვევას გასაკვირი უწოდეს.…

მეტი...

დიახ, საქართველოც იქ არის, სადაც მთელი მსოფლიოა თავმოყრილი – ეკა გულუა პეკინიდან

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საერთაშორისო გამოფენა იმართება, სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენლი. ეს არის უზარმაზარი სივრცე, ჰექტრობით ტერიტორია, ძველი ქარხნის ფართობი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში გაცოცხლდა. აქ წარმოდგენილია ყველა ქვეყანა საკუთარი ბრენდებით, საკუთარი ნაწარმითა და იმით, რაც ყველაზე საამაყო აქვთ. „მედიაცენტრ მთავარს“ შესაძლებლობა მიეცა და სწორედ იქ მოხვდა, სადაც მსოფლიო ბრენდები არიან წარმოდგენილები. უზარმაზარი ასობით პავილიონი, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს, თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ღვინო, ტექნიკა, მანქანები, აპარატურა, მოკლედ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ჩემთვის ვფიქრობდი, რა საამაყო იქნებოდა, რომ აქ, ამ სივრცეში, მსოფლიო ბრენდებთან ერთად ქართული…

მეტი...

სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა თუ დაიწყება, აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ  პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს – მდინარაძე

ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა, არ მგონია, ამ გზით, თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი, თუმცა გამორიცხული არაფერია, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ევაჭროს სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, ”ერთი მესიჯბოქსი აქვს პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას”. „თუ არ ვცდები, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა დღეს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს, თუ ეს მართალია და გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, ესე იგი რაღაც წყაროზე დაყრდნობით იყო ეს ყველაფერი და…

მეტი...

გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება – მამუკა მდინარაძე

გააზრებული გვაქვს, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ვნახეთ ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის, პერსონის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი. „მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გულწრფელად შეგვიძლია, ვთქვათ, ორდღიანი ფიქრის,  პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უდიდესი ალბათობით, ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან უკვე ვნახეთ ჩვენი…

მეტი...

რუსეთს უკრაინის სამხედრო გზით დამარცხების შანსი არ აქვს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სამხედრო გზით დამარცხების შანსი არ აქვს. მისი თქმით, რუსეთი ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ერთადერთი მიზანი აქვს – უკრაინის შიდა დესტაბილიზაცია. ,,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ერთი, რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს. მეორეც, გამარჯვება ჩვენი იქნება. მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ერთადერთი საკითხი დროა”, – განაცხადა დანილოვმა

მეტი...

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა.  ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები, 25 და 38 წლის მამაკაცები არიან. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

მეტი...

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნება” მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება” – იუკნევიჩიენე

,,ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა. ,,სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება მას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ პოლიტიკური ლანდშაპტიდან დაუყონებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქაართველომ…

მეტი...

უკრაინაში ოლიგარქი იგორ კალამოისკი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ ოლიგარქ იგორ კალამოისკის ბრალი წარუდგინეს და დღეს საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (გათეთრებას) გულისხმობს. გამოძიების თანახმად, კალამოისკიმ 2013-2020 წლებში მილიარდ ხუთასი მილიონი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა.

მეტი...

ავჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ავჭალაში, იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე, კერძო ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

9 სექტემბერს ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღაო წვრთნები დაიწყება

9 სექტემბერს ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღაო წვრთნები დაიწყება, რომლის მიზანიც რუსეთის თავდასხმის მოგერიებისთვის შესაბამისი მომზადებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში 30 გემი და დასავლეთის ქვეყნებიდან 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, NATO-ს ბალტიის ზღვის ნაპირზე მყოფი ქვეყნები და შვედეთი, რომელიც სამხედრო ალიანსის წევრი მალე გახდება. ვიცეადმირალ იან კრისტიან კააკის თქმით, აღნიშნული წვრთნები რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას ემსახურება. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის თავის Mesa Verde-ს – 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც განკუთვნილია თავდასხმისა და 800 საზღვაო ქვეითის გადასაყვანად. არსებული ინფორმაციით, ეს…

მეტი...

ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინციას ტაიფუნი დაატყდა თავს – ევაკუირებულია 800 000 ადამიანი

ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნს, თავს ტაიფუნი ,,საოლა” დაატყდა. უცხოური მედიის ცნობით, სტიქიას, სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ევაკუირებულია 800 000 ადამიანი. ტაიფუნს თან ძლიერი ქარი და უხვი ნალექი ახლავს, რამაც ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია. წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეაფერხა. გაუქმებულია ასობით ავიარეისი, არ მუშაობს მაღაზიები. ამჟამად, ტაიფუნი ტაივანისკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე იკლებს. ტაივანის აეროპორტებში ფრენები უკვე გააუქმეს, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

კახეთში, რთველი 2023-ის ფარგლებში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი

კახეთის რეგიონში, რთველი 2023-ის ფარგლებში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი. „რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ეს პირველ რიგში ეხება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც ტრადიციულად ადრე მწიფდება ყურძენი. ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი, რაც დადებითი მოვლენაა, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა ყურძნის შესყიდვის პროცესში. თუმცა, სახელმწიფო მზად არის მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს. მომავალი კვირიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ჩაერთვებიან სხვა მუნიციპალიტეტები და რთველი უფრო აქტიური იქნება კახეთის რეგიონის მასშტაბით“ – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.…

მეტი...

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ,,უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, 69 წლის ქალს დაზიანებები ნაღმის აფეთქების შედეგად სახის არეში აქვს. 49 წლის კაცი კი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია” – ოლივერ ვარჰეი

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ. მისი თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს. ,,ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ – ეს მისასალმებელია,” – განაცხადა ვარჰეიმ. როგორც მან აღნიშნა, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას დააჩქარებს. ,,ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან…

მეტი...

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელსაც აშშ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება $240-დან $375 მილიონამდე იქნება. საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად გადასცემს, Abrams-ის ტიპის ამერიკულ ტანკიდანაა შესაძლებელი და ისინი უკრაინას უახლოეს კვირებში უნდა მიეწოდოს.

მეტი...

კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო ქურდული სამყაროს წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური…

მეტი...

,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა სცადეს” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე საზღვაო უპილოტო აპარატებით სცადეს თავდასხმა. მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო კატერი. თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მეტი...

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის. ,,პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული და მედიის პლურალიზმის…

მეტი...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელად ანდრია გვიდიანი დანიშნეს

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალ ხელმძღვანელად სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელევიზიების ექსპერტი, ანდრია გვიდიანი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 264 060 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 2 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 570 სამხედრო, 12 ტანკი და 30 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 264 060; ტანკი – 4 471; ჯავშანტექნიკა – 8 637; საარტილერიო სისტემა – 5 560; სარაკეტო სისტემა – 736; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 501; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 433; საკრუიზო რაკეტები – 1 447; საავტომობილო…

მეტი...