უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. მისი თქმით, პრიორიტეტია მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირება.

,,სამხედრო მეცნიერებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა გარისკეს და შეტევა დაიწყეს, როდესაც მტერს მეტი იარაღი და მეტი ხალხი ჰყავდა. სამხედრო მეცნიერება გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, როცა უპირატესობა გაქვთ. ჩვენს სიტუაციაში ეს შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც არის. საუბარია არა გათავისუფლებულ კილომეტრებზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ ამ პირობებში წინსვლა”, – განცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, რუსები 8-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავდნენ, ვიდრე უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთში.

 

მსგავსი თემები