ნაგვის ურნაში ადამიანის ფეხი იპოვეს

ნიუ-იორკში, ქვინსის რაიონში, ნაგვის ურნაში ადამიანის ფეხი იპოვეს. კიდური გამვლელმა შენიშნა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ფეხი ჭრილობებით იყო დაფარული. გამომძიებლები ეძებენ,  დააფიქსირეს თუ არა კამერებმა ის პიროვნება, ვინც კიდურს ნაგვის ურნაში აგდებს.

მეტი...

სოფელ შავშვებთან ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა

დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მგზავრებს სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ჯგუფები.

მეტი...

რუსეთმა ავდიივკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა ავდიივკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაბომვის შედეგად არავინ დაშავებულა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ავდიივკა ყოველდღიურად მძიმე თავდასხმების ქვეშაა და მხოლოდ დღეს, რუსებმა ქალაქი უკვე ორჯერ დაბომბეს.

მეტი...

“რეკომენდაციას ვუწევ!”- ლიეტუვის ელჩი თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ლი­ე­ტუ­ვის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრი­უს კა­ლინ­დრა თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. “თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ!”,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

მეტი...

რუსთავში მანქანა ბორდიურზე მდგარ ქალს შეეჯახა

რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინფო რუსთავი” ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა.ერთმანეთს ჯერ ”ჰუნდაის” და ”ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, შემდეგ კი სავარაუდოდ, ”ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. შუა ხნის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.  

მეტი...

,,დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა”- გამომძიებელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში ნიკა მელიას შეხვდა. მისი თქმით, მელია უარს აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ,,შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები”,- ირაკლი ლუხოშვილმა.

მეტი...

„არმანი“, „ბოსი“, „გესი“, „ვერსაჩე“ და სხვა – როგორია მსოფლიო ბრენდების აუთლეტი პეკინში (ვიდეორეპორტაჟი)

მსოფლიო ბრენდების აუთლეტი პეკინის გარეუბანში მდებარეობს. აქ თითქმის ყველა ბრენდია წარმოდგენილი. ყველას საკუთარი სახლი აქვს წარმოდგენილი, ერთად ვნახოთ როგორია ბრენდული აუთლეტის ფასები პეკინში.   ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

რუსეთმა ომში  275 460 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 275 460 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:  ტანკი – 4655; ჯავშანტექნიკა – 8912; საარტილერიო სისტემა – 6210; ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 789; საჰაერო თავდაცვის სისტემა – 530; თვითმფრინავი – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4867; ფრთოსანი რაკეტა – 1518; გემი/ნავი – 20; სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8716; სპეცტექნიკა – 912.

მეტი...

მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ მხარდამჭერ ღონისძიებებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ  მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებს – მსხვილ, საშუალო და მცირე მწარმოებლებს, საქართველოში რძისა და ხორცის წარმოების განვითარების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალი მხარდამჭერი ღონიძიებების მიზნები გააცნო. „მეცხოველეობის დარგის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. გვაქვს ხელშემწყობი პროექტები, თუმცა, რძისა და ხორცის წარმოების ზრდის და, ზოგადად, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით არსებითი პროგრესის მისაღწევად, დამატებითი ღონისძიებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, დარგის წარმომდგენლებთან აქტიური კომუნიკაციით, მუშავდება სტიმულირების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების ზრდის ხელშეწყობას. მინდა აღვნიშნო, რომ სექტორის აქტიურობაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დაინტერესებული მხარის რეკომენდაციები, შენიშვნები და…

მეტი...

გორში მანქანა გაჩერებულ 5 ავტომობილს შეეჯახა

გორში მანქანა გაჩერებულ 5 ავტომობილს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარია სამხარეო პოლიციის შენობასთან მოხდა და მძღოლი ნასვამი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის  ადგილზე გარდაიცვალა. TV25-ის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

მეტი...

Პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე,ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს,გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს,რის…

მეტი...

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმის

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, კრასნოგვარდეისკსა და კრასნიპერეკოპსკიში აფეთქებების ხმები ისმის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამზე ვრცელდება. ოკუპირებული სევასტოპოლის ეგრეთ წოდებული „გუბერნატორი“ მიხაილო რაზვოჟაევი სარაკეტო საფრთხის შესახებ იუწყება და მოსახლეობას მოუწოდებს  არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და გამოიყენონ თავშესაფარი. ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლამდე კაცი დააკავეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მეზობლების განცხადებით, ბრალდებული და არასრულწლოვანი გოგონა მეზობლები არიან.  მათ გუშინვე შენიშნეს პოლიცია, რომელმაც ბრალდებული სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.  

მეტი...

სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ,,22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი…

მეტი...

თურქეთში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარას პროვინციაში, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 11:22 საათზე დაფიქსირდა, სიღრმე კი 7.5 კმ. იყო. ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ამ ეტაპზე ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

პეკინი, ლუნცინის ხეობა, სიმაღლიდან ხტომა (ვიდეო)

  მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

,,პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე”- მანჯგალაძე

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ფარცხალაძეს ამ დრომდე აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. „ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული პრეზიდენტის მისამართით მაინც. ყველაზე მცირე, ის არის შეცდომაში შესული. თვითონ თუ გადაწყვიტა, ვინმემ თუ ურჩია – არ ჰგავს ეს მისი კეთილისმსურველის რჩევას, უფრო არის სიბრიყვე. განმარტება, რაც თქვა, თითქოს იმისთვის, რომ ფარცხალაძემ პასუხი აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა, სისულელეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ჯერ კიდევ გაუშიფრავი ჯაშუშები, უფრო მაღალი…

მეტი...

62 წლის კაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთში, 62 წლის მამაკაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს. მეზობლების განცხადებით, ბრალდებული და არასრულწლოვანი გოგონა მეზობლები არიან.  მათ გუშინვე შენიშნეს პოლიცია, რომელმაც ბრალდებული სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ამ დროისთვის მამაკაცი  დაკავებული არ არის.

მეტი...

ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარი” გატეხეს

ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარი” გატეხეს. ადგილზე მისულ თანამშრომლებს, დილით მინები ჩამსხვრეული დახვდათ. სალარო აპარატიდან თანხაა წაღებული. მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, სალაროში თანხა არ ჰქონდათ დატოვებული და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. ,,2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.  შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის…

მეტი...

,,მინდა ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს”- მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს. „მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე, როგორც მან ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მორავიეცკიმ. ცნობისთვის, უკრაინას და პოლონეთს შორის დავა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას უკავშირდება. ზელენსკიმ უკრაინული მარცვლეულის გარშემო დავას „პოლიტიკური წარმოდგენა” უწოდა, რომელიც „მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს“.  აღნიშნულ განცხადებას პოლონეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა.  

მეტი...

პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ამ ეტაპზე ყოფილი გენერალური პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალქეობის შეწყვეტა. ,,ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ ფულით სავსე ჩანთა მოიპარა

პოლონეთში საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცმა მძღოლის უყურადღებობით ისარგებლა და ავტომობილიდან ჩანთა მოიპარა, რომელშიც დიდი ოდენობით ნაღდი ფული იყო. ჩანთაში  3 ათასი პოლონური ზლოტი იყო. პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ დაზარალებულს ფულით სავსე ჩანთა მანქანიდან მოპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, როგორ დატოვა მფლობელმა ჩანთით ხელში ბანკი, ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა. საქართველოს მოქალქემ დაზარალებულს ჯერ საბურავები დაუჭრა, შემდეგ კი ფული წაიღო. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი...

,,სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის”- ირაკლი ღარიბაშვილი

გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას. “სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა”- პრემიერი

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად  ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. “ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად  ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით”,- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა აგრძელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. „ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატება  2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია“, – განაცხადა…

მეტი...