,,რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება” – ფინანსთა მინისტრი

რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეტი...

აშშ თურქული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 თურქული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. არსებული ინფორმაციით, სანქციები კომპანიებს იმიტომ შეეხოთ, რომ ისინი რუსეთს ადრე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. სანქციები შეეხო საზღვაო კომპანიებს, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი გემების გარემონტებაში და რუსეთს „ორმაგი დანიშნულების“ საქონელს აწვდიდნენ.

მეტი...

,,რომელი გზით იქნება უფრო მიზანშეწონილი ამ საკითხის დარეგულირება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“ – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმა არის კომპლექსური, მოიცავს სხვადასხვა სფეროს და გათვალისწინებულია შემდგომი სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები გრძელვადიანად დარეგულირდეს. „ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სასპეკულაციო სივრცე არ დარჩენილიყო, ამიტომ მივყევით იმ გზას, რომელიც თავის დროზე უკრაინამ აირჩია და ევროპული სტრუქტურების მხრიდან დადებითად შეფასდა. ასევე, გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ევროპელ პარტნიორებთან და გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით. ამიტომ, რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება. ჩვენ…

მეტი...

ევროკავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ანტიკორუფციულ და სამართლებრივ მონიტორინგს აღარ განახორციელებს

ბულგარეთის და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგის მექანიზმი დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა ავრცელებს. ,,ბულგარეთმა და რუმინეთმა დააკმაყოფილეს კრიტერიუმები და ჩვენ ოფიციალურად ვხურავთ ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგის მექანიზმს. გილოცავთ! ეს კარგი დღეა არა მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას საერთო ევროპული ინტერესის კიდევ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვერა იუროვამ.

მეტი...

ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 300-მდეა გაზრდილი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება დაახლოებით 10 000 ადამიანი. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მომდევნო დღეებში შესაძლოა, 20 000-მდე გაიზარდოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სტიქიამ ლიბიის მილიონამდე მოქალაქე დააზარალა.

მეტი...

ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს

დღეს ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ჩატარდა მარათონი, მოეწყო საჩვენებელი საიუბილეო მხატვრული გამოფენები, სპორტული გამოსვლები. „ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში გაიმართა ქუთაისის ფოტო-კინო მეზეუმის ექსპონატების, ნიკოლაძისეული მემორიალური ნივთებისა და უცნობი ფოტოების გამოფენა. ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი. 20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე. ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“; ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე. გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს…

მეტი...

,,მარცვლეულის შეთანხმების” დატოვების შემდეგ, რუსეთი უკრაინის პორტებს 118-ჯერ დაესხა თავს

,,მარცვლეულის შეთანხმების” დატოვების შემდეგ, რუსეთი უკრაინის პორტებს 118-ჯერ დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კუბრაკოვი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის დაახლოებით მესამედი განადგურებულია. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიღწეული ,,მარცვლეულის შეთანხმება”, რომლის საფუძველზეც, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

მეტი...

ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი

ხარკოვის ოლქის დღევანდელი დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცი და ქალი, რომლებიც თავდასხმის დროს მანქანაში იმყოფებოდნენ, ადგილზე დაიღუპნენ. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ქალაქს S-300 რაკეტებით შეუტიეს. ხუთმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

უპილოტო ტაქსი პეკინში

რობოტაქსის სერვისი პეკინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითმართვადი ტაქსები ჩინეთის დედაქალაქში საცდელად მარტში ამოქმედდა. მართალია, ეს რობოტაქსია, თუმცა, საჭეც აქვს და მანქანაში მძღოლიც ზის. ერთად ვნახოთ როგორია რობოტაქსი.    რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

მეტი...

გერმანული კომპანია უკრაინას 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს

გერმანული კომპანია Quantum Systems უკრაინას 100 დრონს გადასცემს. ,,გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს, რომელიც უკრაინაში უკვე გამოცადეს”, – ამბობს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო. მისივე თქმით, შესაბამისი შეთანხმება ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში გამართულ ერთ-ერთ სამიტზე იქნა მიღწეული.

მეტი...

რუსებმა ბერისლავში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსებმა ბერისლავში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა 63 წლის ქალი. დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

UNESCO-მ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ,,იუნესკო” ავრცელებს. წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და მასთან დაკავშირებული სამონასტრო ნაგებობები, კიევ-პეჩორის ლავრა და ლვოვის ისტორიული ცენტრის ანსამბლი, რუსული შეტევების გამო, განადგურების საფრთხის წინაშეა. იუნესკოს მსგავს სიაში 2023 წლის იანვრიდან უკვე ჰყავს შეყვანილი ოდესის ისტორიული ცენტრი.

მეტი...

ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მამამისი, ამჯად ამინი, ქურთისტანის ქალაქ საყეზში თავის სახლთან დააკავეს და დასაკითხად უშიშროების უწყებაში წაიყვანეს. ამჯად ამინს განუცხადეს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. მათ სახლს უშიშროების ძალებმა ალყაც შემოარტყეს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ,,მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მის გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა. მისი გარდაცვალების წლისთავზე ირანის ბევრ ქალაქში უშიშროების ზომები გაძლიერდა. რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები. თეირანში, ასევე დიდ…

მეტი...

17 სექტემბრიდან პოლონეთი რუსულნომრიანი მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

პოლონეთი 17 სექტემბრიდან, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ქვეყანაში შესვლას აკრძალავს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. მსგავსი აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც. ევროპული ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებებს ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ იღებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8 სექტემბერს გამოსცა.

მეტი...

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბალისტიკური იარაღის საფრთხეა კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაივის და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ცოტა ხნის წინ კი ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტარციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ხარკოვი 4-ჯერ დაბომბეს.

მეტი...

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს

ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარაიას ქ.N60-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:15-დან 19:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება ეფრემ ზაქარაიას ქუჩას. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს. ასევე, 12:00-დან 21:00-მდე, წყალმომარაგება შეუწდება ზღვის უბნის მე-3-ე მიკროს I და II კვარტლებს.

მეტი...

ლუკაშენკომ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შორის სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის სოჭში გაიმართა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც ლუკაშენკომ უპასუხა “ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ სამმხრივ თანამშრომლობაზე”. ,,მგონია, რომ იქ ბელარუსისთვისაც შეიძლება მოიძებნოს საქმე”, – უთხრა ლუკაშენკომ პუტინს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი, კიმ ჩენ იანი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 12 სექტემბერს ჩავიდა.

მეტი...

ბელგია F-16 მოიერიშე თვითმფრინავების სამართავად უკრაინელებს გაწვრთნის

ბელგია F-16 გამანადგურებლების სამართავად უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს, როგორც ,,საავიაციო კოალიციის” ნაწილი. ინფორმაციას ამის შესახებ, ბელგიის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვსი უკრაინელი ინსტრუქტორი და ოთხი მისიის დამგეგმავი ბელგიაში გაივლიან ტრენინგს, რათა შემდგომში მომზადდეს უკრაინელი მფრინავები და სხვა პერსონალი. ასევე, უახლოეს კვირებში ბელგიის თავდაცვის სამინისტრო დანიაში უკრაინელი F-16 მფრინავების სასწავლო ცენტრში სამ სამხედრო მოსამსახურე ჯგუფს გაგზავნის. ცნობისთვის, უკრაინას მოიერიშე F-16 ტიპის თვითმფრინავები, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადასცა. ხოლო დანიაში უკრაინელი პილოტები გადამზადებას გადიან.

მეტი...

სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე კოლია კალაშნიკოვია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული და ტყვეობაში მყოფი მოქალაქე 22 წლის კოლია კალაშნიკოვია. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ინციდენტი სოფელ ოძისთან გუშინ მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და გააქტიურა ევროკავშირის ცხელი ხაზი. ადგილობრივებმა მხოლოდ ის იციან, რომ კალაშნიკოვების ოჯახი რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა როგორ აღმოჩნდა კოლია კალაშნიკოვი სოფელ ოძისში მათთვის უცნობია. ,,რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავის აგრესიას, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაცია, სანგრების გათხრის პროცესი საგუშაგოებზე, რომლებიც მდებარეობენ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში”, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი,…

მეტი...

მთაწმინდის ნაწილს გაზი არ აქვს

მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია ,,თბილისი ენერჯი” ავრცელებს. მათივე ცნობით, გაზის მიწოდება 16 სექტემბერს 08:30 საათზე 73 აბონენტს შეუწყდა და 16 სექტემბერს, 14:00 საათზე აღდგება.

მეტი...

,,ზელენსკი ბაიდენს ხუთშაბათს შეხვდება” – სალივანი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ხუთშაბათს, 21 სექტემბერს ერთმანეთს შეხვდებიან. ,,ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც რუსეთი უიმედოდ ეძებს დახმარებას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, უკრაინაში მისი სასტიკი ომისთვის”, – განაცხადა სალივანმა. მისივე თქმით, რამშტეინის ფორმატის მორიგი შემდეგი მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. The Washington Post-ის ცნობით, ზელენსკი ასევე ეწვევა აშშ-ს კონგრესს, რათა კანონმდებლებმა დაამტკიცონ დამატებითი დახმარება უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მეტი...

ბათუმში საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, ყირგიზეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე (1987 წ. დაბადებული მ.დ. და 1988 წელს დაბადებული მ.ბ.) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო

ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო აღარ გაახანგრძლივა. აკრძალვა 15 სექტემბერს იწურებოდა. აღნიშნული ზომები 4 კატეგორიის პროდუქციაზე 2023 წლის მაისიდან მოქმედებდა. პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ დააწესებდნენ საკუთარ ეროვნულ აკრძალვებს ცალმხრივ საფუძველზე. ,,ჩვენ გავაგრძელებთ ამ აკრძალვას მათი უთანხმოების მიუხედავად, მიუხედავად ევროკომისიის უთანხმოებისა”, – თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა და დასცინა “ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ეს არის პოლონელი ფერმერის ინტერესებში”. ცოტა ხნის შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ახალ “ეროვნულ რეგულაციას” სავაჭრო ემბარგოს შესანარჩუნებლად. სლოვაკეთი წლის ბოლომდე უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტს აკრძალავს. ,,ჩვენ უნდა ავიცილოთ ზედმეტი…

მეტი...

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა. 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მეტი...

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა”, – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ამ დრომდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

მეტი...

,,როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში” – ღარიბაშვილი

როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. პრემიერის თქმით, ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია აკავშირებს. ,,სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ებრაელებმა ასე შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნულობა საქართველოში, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ. მინდა გავიზიარო თქვენი დღესასწაულის დიდი სიხარული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 271 790 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 16 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. მათი ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 350 სამხედრო, 4 ტანკი და 16 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 271 790; ტანკი – 4 616; ჯავშანტექნიკა – 8 824; საარტილერიო სისტემა – 5 988; სარაკეტო სისტემა – 774; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 521; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 738; საკრუიზო რაკეტები – 1 455;…

მეტი...

გასულ დღეს რუსეთთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, სადაც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ,,ბახმუტის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგიდნისა და ბოჰდანივკას რაიონებში. თავის მხრივ, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მიაღწიეს დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას რაიონში,” – ნათქვამია ანგარიშში. უწყების ცნობით, მელიტოპოლის მიმართულებით თავდაცვის ძალები საოკუპაციო ჯარებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ და მტერს დაკავებული პოზიციების დატოვებას აიძულებენ. ,,შეტევითი მოქმედებების შედეგად, თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივი წარმატება მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ვერბოვოისა და ნოვოპროკოპივკას ოლქებში, მათ განდევნეს მტერი დაკავებული პოზიციებიდან,” – იტყობინება გენერალური შტაბი.

მეტი...

სანქტ-პეტერბურგში ხანძარი იყო

სანქტ-პეტერბურგში, ბუქარესკაიას ქუჩაზე, წუხელ ძლიერი ხანძარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რესტორანსა და სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...