ჩინეთი გერმანიას საპროტესტო ნოტას უგზავნის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გერმანიის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. პროტესტის მიზეზი გერმანიის საგარეო  მინისტრის – ანალენა ბერბოკის ინტერვიუ გახდა, სადაც ის უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობდა და ჩინეთი ახსენა.

გერმანელი დიპლომატის განცხადებით, თუ პუტინი ომს მოიგებდა, ეს იქნებოდა ნიშანი მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიც არის სი ძინპინი, ჩინეთის მეთაური.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო უწყებაში განუმარტეს, მსგავსი განცხადება ავსურდული და არარეალურია.

“ეს არის პოლიტიკური პროვოკაციაა. აღნიშნული სიტყვები ჩინეთის პოლიტიკურ პრესტიჟს სერიოზულად აზიანებს. პეკინმა შესაბამისი დიპლომატიური არხებით ბერლინს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა“, – განუმარტეს „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო უწყებაში და დასძინეს, რომ ამ თემაზე ფამატებიში შეფასებების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან.

 

„მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან

მსგავსი თემები