,,სალომე ზურაბიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის საკუთარი ხარჯებით გააგრძელებს ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში. „არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია  იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. ეს არის პირდაპირ, მისი მხრიდან საჯარო აღიარება იმისა,…

მეტი...

არაფერს გამოვრიცხავ – კალაძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა. „მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა. მე ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომელზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

თბილისში, ავტოფარეხის სახურავიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოფარეხის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

მიმდინარეობს მიზანმიმართული სიცრუის კამპანია, ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტზე ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა და რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას. „მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ- მინისტრთან და მის ოჯახთან მიმართებით. ჯერ გავრცელდა, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის ფული. შემდეგ გაირკვა, რომ ამაში არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ასეთი ფრენები ხორციელდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის…

მეტი...

მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ – კახა კალაძე

სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი უწყება იყო მობილიზებული, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. „ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. პირველივე წუთებიდან, როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დღესაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, – განაცხადა კახა კალაძემ. მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს. „მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობს. მადლობა მერებს,…

მეტი...

არისტოკრატების პიანინო, 7 პედლიანი პიანინო და პიანინო რომელზეც შოპენი უკრავდა (ვიდეო)

როგორი იყო პირველი, ყველაზე პატარა პიანინო და რისგან მზადდებოდა ის; რომელ პიანინოზე უკრავდა შოპენი; როგორია პიანინო, რომელზეც ფეხით უკრავდნენ, ვნახოთ ” მედიაცენტრი მთავარის” რეპორტაჟში ჩინეთიდან.   კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო) ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)    

მეტი...

ესპანეთის კურორტზე თევზებმა ტურისტები დაკბინეს

ესპანეთის კურორტ ალიკანტეზე, პონიენტესა და ბენიდორმის სანაპიროებზე დასვენების შემდეგ, ექიმებს 15-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ჩივილების მიზეზი კი თევზის ნაკბენი იყო, რომელიც აქამდე უვნებლად ითვლებოდა. თევზის თავდასხმის შემდეგ დაზარალებულის კანზე კბილების კვალი და მცირე ჭრილობები რჩებათ. ყველაზე ხშირად თევზის მსხვერპლი ხდებიან ხანდაზმული ადამიანები. საუბარა ქორჭილას მსგავს თევზზე, რომლის სიგრძე 20-30 სმ-ს აღწევს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხმელთაშუა ზღვა გაცილებით თბილია, რაც ცვლის ზღვის ფაუნის ქცევას. ალიკანტეს უნივერსიტეტის კლიმატოლოგიის ლაბორატორიის მონაცემებით წყლის ტემპერატურა 29-დან 30 გრადუსამდეა.

მეტი...

,,ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტიურად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა”- პატრიარქის სამძიმრის წერილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გურიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტიურად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა. დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია,…

მეტი...

დასავლეთმა ვერ შეძლო „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის უკრაინიზაცია – სერგეი ლავროვი

დასავლეთმა ვერ შეძლო „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის უკრაინიზაცია – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით,  სამიტის დეკლარაციის შესაბამისი პუნქტი  მთელი მსოფლიოს კონფლიქტის გადაწყვეტის აუცილებლობის კონტექსტშია ჩამოყალიბებული. „ე.წ. უკრაინული პუნქტი, მართალია შეტანილია „დიდი ოცეულის“ სამიტის დეკლარაციაში, მაგრამ ეს არ არის უკრაინაზე, ეს არის მსოფლიოზე, გაერო-ს წესდების ყველა მიზნისა და პრინციპის შესაბამისად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დოკუმენტის ეს ნაწილი უკრაინას არ ეძღვნება“, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,ვხედავდი, რომ ვარდებოდა და ვყვიროდი”- თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი წერეთლის გამზირზე სახურავიდან კაცის გადმოვარდნის ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კაცი მის თვალწინ გადმოვარდა. „ბავშვი მეჭირა და ვერაფერი ვქენი, თორემ ვხედავდი, რომ ვარდებოდა და ვყვიროდი. მეთქი, ეგებ, ვინმემ დაიჭიროს, მაგრამ სწრაფად მოხდა ძალიან. „სვარკას“ აკეთებდნენ და ნაპერწკლები რომ ცვიოდა, ბავშვს აინტერესებდა და მაგიტომ მივუახლოვდი“ – წერს ჩერგოლეიშვილი.   თბილისში, სახურავიდან კაცი გადავარდა

მეტი...

,,დიდი ოცეულის“ დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის”- მაკრონი

„დიდი ოცეულის“ დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, „დიდ ოცეულში“ სულაც არ არის ადგილი უკრაინის ომში დიპლომატიური პროგრესის მოლოდინისთვის. როგორც მაკრონმა აღნიშნა,  „დიდი ოცეულის“ ლიდერების განცხადება შაბათ-კვირის შეხვედრაზე არ იყო რუსეთის დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც სამიტიდან იზოლირებული გამოვიდა. „დიდი ოცეულის“ ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. დღეს „დიდი ოცეულის“ წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს“, – განაცხადა მაკრონმა.  

მეტი...

თბილისში, სახურავიდან კაცი გადავარდა

წერეთელზე კაცი სახურავიდან გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების შედეგად, 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება – გეოლოგიის დეპარტამენტი

გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, 9 სექტემბრის მონაცემებით, გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების შედეგად, 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. მისივე თქმით, შესაბამისი კვლევები და საცხოვრებელი სახლების შეფასება გრძელდება. „8 სექტემბერს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. კონკრეტულად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დასახლებულ პუნქტებში. ჩვენი გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი 8 სექტემბრიდანვე ადგილზე იმყოფება და ოპერატიულ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის კვლევებს. საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ასევე ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა. 9 სექტემბრის მონაცემებით, 80 ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეფასდა. წინასწარი შეფასებით, 35 მათგანი ექვემდებარება გასახლებას. შესაბამისი კვლევები…

მეტი...

კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული რეისი არის პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს – ბექა ოდიშარია

კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული რეისი არის არა სახელმწიფო ხარჯებით, არამედ პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ახლა ცდილობს ცხრა წლის განმავლობაში დატოვებული ბინძური კვალის გადაფარვას. „ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ ცხრა წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, ოჯახის სარგებლისთვის. ყველას კარგად გვახსოვს ვიზაჟისტების, მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით საკუთარი სიამოვნებისთვის, ისევე როგორც ათასი გაუგებარი საჩუქარი სხვადასხვა ქალბატონისთვის, იყო ეს სამაჯურები, საათები, ტელეფონები თუ ა.შ. კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს…

მეტი...

,,ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს”- გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. ,,ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის,” – წერს გახარია.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში – დაშავდა 3 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში – ქალაქის შესასვლელში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას  “ქართლი”  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,მივმართავთ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე”- პარტია ”საქართველოსთვის”

პარტია ”საქართველოსთვის” პროკურატურას მიმართავს და ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების. ,,ვეხმაურებით ოცნების ელიტური კორუფციის მორიგ მძიმე ფაქტს.  მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში. მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური…

მეტი...

განხორციელდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება, მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება – სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით. ადმინისტრაციის ცნობით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია. „112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ…

მეტი...

სტიქიის ზონიდან 30 ადამიანია გაყვანილი – ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სტიქიის ზონიდან 30 ადამიანი გაიყვანეს და სასტუმროში მოათავსეს, ხოლო ათეულობით ადამიანმა ნათესავებთან არჩია დარჩენა. „ინტენსიურად მუშაობს ტექნიკა ყველა მიმართულებით, არ გაჩერებულა. სადაც იყო საცალფეხო ბილიკები გაკეთებული ტექნიკით იწმინდება, რადგან სრულად სამანქანო გზა გაკეთდეს. გეოლოგების მიერ ხორციელდება ყველა იმ სოფლის შესწავლა, სადაც მეწყრული პროცესები იყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, რწმუნებულები დადიან და აფასებენ ზარალს, თუ რა მასშტაბის არის. შიდა სასოფლო გზები სხვა სოფლებშიც არის პრობლემატური, ერთ-ერთ მონაკვეთზე ფეხით გადადგილების არა, მაგრამ მანქანით გადაადგილების პრობლემა იყო. მაცხოვრებლებს არ ემუქრებოდათ არაფერი, მაგრამ ასეთ ლოკაციებზეც შევდივართ, რათა აღვადგინოთ შიდა…

მეტი...

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენლები დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცათ გოჩა შონიას, დიმიტრი ნამგალაძეს, ზოია გურიელიძესა და მიხეილ სულაძეს. გოჩა შონიას ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან დღემდე არის სემეკის წევრი. სხვადასხვა პერიოდში იყო სემეკის ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსი, ინფორმაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, სს „თბილსრესის“ საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, დამთავრებული აქვს ასპირანტურა. გოჩა შონიას ხელმძღვანელობითა…

მეტი...

რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული, მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა – მთავრობის სტარტკომი

რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა, – ამის შესახებ მთავრობის სტარტკომის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში”- ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერი  დაკავებული უნდა იყოს. ,,პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება, ვგულისხმობ ღარიბაშვილს, თავს უფლებას აძლევს და “გუშინ ტელეკომპანია ” პირველმა” გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენები, რომელზეც ვსაუბრობთ და ირაკლი ღარიბაშვილის ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ტყე აჩუქა, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან და ა.შ. ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში…

მეტი...

ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს – შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია  32 ცხედარი, 1 პირთან დაკავშირებით ძებნა  აქტიურად მიმდინარეობს.  

მეტი...

არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის,კირილ ბუდანოვის განცხადებით, ომი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს. ,,მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მტერზე”, – განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, შესაძლოა, ომი რუსეთის ფედერაციასთან კიდევ ექვსი თვე, შვიდი თვე ან ერთი წელი გაგრძელდეს,ზოგისთვის კი ეს დიდი დროა. „თუ თქვენ საუბრობთ ნახევარ წელზე, შვიდ თვეზე, დაახლოებით ერთ წელზე და ფიქრობთ, რომ ეს გრძელი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

,,მოვუწოდებ ქალბატონ პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი”- გიორგი ვაშაძე

იმპიჩმენტს აქვს ორი მიზანი – საგარეო ასპარეზზე დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საშინაო კუთხით – გადაფაროს არსებული პრობლემები, შოვიდან დაწყებული, გურიით გაგრძელებული თუ გაჭირვებით დამთავრებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. ,,როდესაც მმართველი ძალა იმპიჩმენტს იწყებ და ხმები არ გაქვს, შენ ხომ თავი დაიმცირე, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები დამცირებაა ეს მათთვის, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ვიდრე მაგალითად შოვის ტრაგედიაზე საუბარი, ჩარტერებზე საუბარი, ამიტომ არის ეს ყველაფერი ფარსი. დავამთავროთ ეს საკითხი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ჩვენმა პარტნიორებმა სამწუხაროდ გაიგეს, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი არ…

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. უწყების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

მეტი...

ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზა დაიწვა

ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზა დაიწვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  ქალაქ სიმფეროპოლში მდებარე სამხედრო ნაწილში სროლის ხმები ისმოდა. ხანძარი სამხედრო ნაწილში გაჩნდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

”ლელო” ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს

ლელომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით – ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. ,,გუშინ ვიხილეთ უკვე დადასტურებული ფაქტი იმ აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, საქართველოს პრემიერმინისტრის პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესებისამებრ გამოყენება – ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირ მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით,…

მეტი...

,,რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში”- მერაბ გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცახადებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. მისი თქმით,  დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. „მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. აქ არ არის წერტილოვან დაზიანებებზე საუბარი, ზოგ ადგილებში მილებია მოწყვეტილი. ამ წუთისთვის სრულად არ მიეწოდება ელექტროენერგია ოთხ სოფელს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დილიდან დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები დასუფთავების სამუშაოებთან ერთად, ვინაიდან წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. 10 000 აბონენტიდან 1 500-მდეა დარჩენილი მხოლოდ, ვისაც არ მიეწოდება. რთული ვითარებაა ჩოჩხათის ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დაახლოებით 100 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო დროებით საცხოვრებელში. კიდევ დამატებით 100 კაცამდეა, რომლებმაც საკუთარი…

მეტი...

რუსეთი ღამით კიევს 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე ოცზე მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20-ზე მეტი შაჰედი გაანადგურეს. „თავდაპირველად ეს იყო „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. დრონები დედაქალაქში ჯგუფურად და სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდნენ“, – წერს პოპკო. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნამსხვრევები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები მრავალსართულიანი კორპუსის ბინას დაეცა, მცხოვრებლებმა ხანძრის ჩაქრობა თავად შეძლეს. ,,დაზიანებულია მანქანები, ტროლეიბუსების ელექტროგადამცემი ხაზები და გზის საფარი. ამ დროისთვის ცნობილია ერთი მსხვერპლი (სიცოცხლის საფრთხის გარეშე)”, – აღნიშნა პოპკომ.    

მეტი...

პუტინი 2024 წელს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტს თუ დაესწრება, არ დააპატიმრებენ – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტს დაესწრება. მისი თქმით, პუტინი იქნება მიწვეული მომავალი წლის ღონისძიებაზე და დასძინა, რომ ის თავად აპირებს დაესწროს BRICS-ის განვითარებადი ქვეყნების ბლოკის შეხვედრას. „მჯერა, რომ პუტინი ადვილად მოვა ბრაზილიაში. შემიძლია გითხრათ, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, მას არ დააპატიმრებენ“,- განაცხადა ლულა და სილვამ. ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მეტი...

ყველას გვინდა მშვიდობა, თუმცა პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის მიღწევა რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებით შესაძლებელია. ,,უდავოდ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა გვესმის, რომ მშვიდობას ვერ მივიღებთ პუტინთან შეთანხმებით. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და ხედავთ, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი”, – აცხადებს ბორის ჯონსონი. მისი თქმით, უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი, რაც შეიძლება მალე. ,,ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში. მაგრამ ჩვენ ერთი რამ ვთქვით, როცა ვფიქრობდით მეორეზე და ამან გამოიწვია ტრაგედია. ახლა კი…

მეტი...

„ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა”- სტიქიის დროს თორნიკე ჩხარტიშვილს ემშვიდობებიან

გურიაში განვითარებული სტიქიის დროს თორნიკე ჩხარტიშვილი დაიღუპა. მოზარდს  ემოციურად ემშვიდობება სკოლა. „ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა. თორნიკე ჩხარტიშვილი, ჩვენი კეთილი და მოსაფერებელი ვაჟკაცი წაგვართვა სტიქიამ. ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს, მთელს ქვეყანას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული ჩვენო თორნიკე! დაგვაკლდები უსაშველოდ! მშვიდობით ,,ბუთქუჩა,,!“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის განცხადებაში.  

მეტი...

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ ენერგეტიკოსის დღეს. ვუსურვებ ენერგეტიკის სექტორის მუდმივ და მდგრად განვითარებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, გაზრდილ ინვესტიციებსა და ბევრ საინტერესო, საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს. ბევრჯერ მითქვამს და დღესაც განვმეორდები, რომ სექტორში დასაქმებული ყველა პროფესიონალის წვლილი დიდია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში. როგორც სხვა სფეროები, ენერგეტიკაც სწორად ასეთ თავდადებულ პროფესიონალებზე დგას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ფუნდამენტურ ნაწილს. მნიშვნელოვანია ის სწორი ენერგეტიკული კურსი, რომელიც ქვეყანას დღეს გააჩნია. გააზრებული პოლიტიკის წარმოება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიცავს იმ რისკებისგან, რაც, შესაძლოა,…

მეტი...

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა და საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. შეგახსენებთ, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.  

მეტი...