,,ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად” – სენატორი რენდ პოლი

ვაშინგტონს არ უნდა გაუწიოს შემდგომი დახმარება კიევს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას და ართულებს ამერიკის მოქალაქეების ცხოვრებას. ამის შესახებ ,,რესპუბლიკელმა” სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა. ,,მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად. ჩვენი დეფიციტი წელს 1.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ჩინეთიდან ფულის სესხება უკრაინაში გასაგზავნად უაზრობაა”, – აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინას 113 მილიარდი დოლარი გამოუყვეს. ,,როდის დასრულდება დახმარების მოთხოვნა? როდის დასრულდება ომი? ვინმეს შეუძლია ამიხსნას როგორ გამოიყურება გამარჯვება უკრაინაში? პრეზიდენტ ბაიდენს რა თქმა უნდა არ შეუძლია. მისმა ადმინისტრაციამ…

მეტი...

გამწვანებაც და სუფთა გარემოც კი პოლიტიკის დონეზეა აყვანილი – მწვანე ჩინეთი

გამწვანება, ჟანგბადი, სუფთა გარემო, მაქსიმალური სიმწვანე, ფლორა და ფაუნა, ჩინეთში პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ეს თითქმის ყველგან იგრძნობა – ქალაქში, პარკში, გარეუბანში თუ ქუჩაში. უზარმაზარ სკვერში ერთი ყვავილიც რომ დაჭკნეს ან გახმეს, ოპერატიულად ახლით ანაცვლებენ. თესავენ, რგავენ, რწყავენ, უფრთხილდებიან, დაფუსფუსებენ და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალური. გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მეტი...

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური პროტესტის ფონზე აღნიშნავს

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური პროტესტის ფონზე აღნიშნავს. ერევანში, რესპუბლიკის მოედანი რამდენიმე საათია გადაკეტილია. დაანონსებულია ფართომასშტაბიანი აქცია, პროტესტის მთავარი სამიზნე კი ქვეყნის პრემიერ მინისტრია. ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ღალატსა და ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, გუშინ შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მთელი ღამე გრძელდებოდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. პოლიციამ აქციის 30-ი მონაწილე დააკავა, დაზიანებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობა.

მეტი...

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორზე თავდასხმის საქმეზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე, 65 წლის ოთარ გელაშვილზე ანგარიშსწორების საქმეზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა კი მიმალვა მოახერხა და ქვეყანა დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალეულობას არ აღიარებს და ამბობს, რომ გელაშვილს საერთოდ არ იცნობდა. გამოძიება ჯერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება. შეგახსენებთ, რომ ოთარ გელაშვილი 1 თვის წინ, გარდაბანში ტყეში მწყემსმა იპოვა. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, გელაშვილმა გარდაბანში მიწა იყიდა…

მეტი...

ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსული ეკლესიის არქიმანდრიტი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი ქვეყნიდან გააძევა. როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ამბობს, ,,დღეს რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმსახურები მიგრაციის სამსახურში გამოიძახეს, სადაც უთხრეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაუყონებლივ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა”. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი სახლში პირადი ნივთების შესაგლოვებლად მიაცილეს, შემდეგ ეკლესიაში მიიყვანეს და ბოლოს სერბეთის საზღვართან დაემშვიდობნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოხდა, რამაც რუსი დიპლომატი განსაკუთრებით აღაშფოთა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა. მანამდე კი, სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა შეხვდა. თურნავასთან შეხვედრამდე სავალუტო ფონდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეშფოთებული არიან სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით.

მეტი...

,,აშშ ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ის შეიძლება ისიც დაასანქცირონ” – ფადი ასლი

,,დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ის შეიძლება ასევე იქნას სანქცირებული იმისთვის, რომ ფარცხალაძეს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება”. ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ განაცხადა. ,,ვინც ფარცხალაძეს ასეთი რჩევა მისცა, აბსოლუტურად ვერ ერკვევა საკითხეში, იმიტომ რომ სანქციებს თავს ვერ აარიდებ საკუთარი ქონების ოჯახის წევრისთვის, ბიზნესპარტნიორისთვის ან რომელიმე ისეთ ადამიანზე გადაფორმებით, ვისაც შენთან რაიმე კავშირი აქვს. ამას მხოლოდ ის მოაქვს, რომ ასეთ ადამიანზე შეიძლება მეორადი სანქციები გავრცელდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ახლა ფარცხალაძის შვილის შესახებ აგროვებს ინფორმაციას…

მეტი...

თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ძმისშვილი დაჭრეს – დაშავდა საქართველოს მოქალაქეც

თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ნამიქ და გული სალიფოვების ძმისშვილი მაგომედ ყურბანოვი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე, ბეილიქდუზუ კავაკლის რაიონში მოხდა. უცნობმა პირებმა თეთრი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.  ავტომობილი შუა გზაზე მდებარე საგზაო ნიშნის ბლოკს შეეჯახა და გაჩერდა. ავტომობილს 19 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში  საქართველოს მოქალაქე ისრაფილ ორუჯოვიც იმყოფებოდა, რომელიც დაშავებულია. ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან თავიანთი მანქანებით გაიქცნენ და გაუჩინარდნენ.

მეტი...

უკრაინის ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს – მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო აეროდრომის, „საკის“ წინააღმდეგ უკრაინელებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმში აფეთქებები ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად მოხდება და ოკუპანტები ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. „2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მეტი...

,,შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას?”- შარლ მიშელი გაერო-ს უშიშროების საბჭოში

შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? – ამ კითხვით გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართული დებატების დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დამსწრეებს მიმართა. მან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე ისაუბრა და აღნისნა, რომ ეს სინამდვილეში  ბავშვების დეპორტაციაა. ,,გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია”- მამუკა მდინარაძე

სააკაშვილმაც მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი. ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ამ გზით გადაბარება, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი დღის წინ რის შესახებაც ილაპარაკა, უმალვე დაადასტურა რამდენიმე ადამიანმა ოპოზიციიდან. უნდა აღინიშნოს, რომ კუბილიუსმა თავისი განცხადებით წინასწარი დასტური მოახდინა, შემდეგ ეს განაგრძო მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე და მსჯავრდებულია დანაშაულებში, აანონსებს რაღაც საკითხების თავისებურად დალაგებას. ეს არის 100%-იანი დასტური, როდესაც მისი განცხადება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა იმას, რის შესახებაც სუს-ი ლაპარაკობდა. ამისგან…

მეტი...

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.  საკითხზე მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვისას გამოთქმული წინადადებები.  „თავდაცვის კოდექსი“…

მეტი...

რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვე, საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.

მეტი...

,,სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს”- ფაშინიანი

სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. „ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის, გადის გარე და შიდა შოკებში და ეს გზა უნდა…

მეტი...

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად  ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების არჩევას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების არჩევას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა ნანა ყეინიშვილს 84 ხმით, თეიმურაზ ხომერიკს კი 82 ხმით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა განხილვისა და მოსმენის გარეშე გაიმართა.  

მეტი...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1961 წელს დაბადებული გ.ლ.; 1992 წელს დაბადებული გ.ხ.; 1982 წელს დაბადებული ვ.ჩ. (მეტსახელად „ფამფალა“); 1992 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ტონი“) და 1991 წელს დაბადებული რ.ო (მეტსახელად „როკო“). ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე კი დაკავებულია…

მეტი...

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა. ოთარ გელაშვილი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტი...

,,კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა”- მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება. „სამინისტროში ორშაბათიდანვე დავიწყეთ აქიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. ​კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას“, – აღნიშნა…

მეტი...

,,სააკაშვილის მოწოდება მორიგი დასტურია, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა”- ირაკლი კობახიძე

რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით, ისინი სისუსტის ფონზე არიან სწორედ ყველაფერზე წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან, – ამის შესახებ პარტია „ქარული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით“. „რაც შეეხება აქციებს, გუშინ ბევრი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, ატყუებდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვერ გადაიხდიდნენ, ათასი სისულელე უთხრეს, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუცაში. მათ ხომ შეუძლიათ, საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ, საკუთარ მხარდაჭერებსაც…

მეტი...

,,ეროვნული ბანკი გასუფთავდა”- ირაკლი კობახიძე

ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველფრით საკუთარი თავი დაისაჯეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი გასუფთავდა. „ოპოზიციამ გუშინ არაფრიდან ჭიქაში ქარიშხალი შექმნა. საბოლოო ჯამში რა შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან ეს სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისევე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში”- კალაძე ფარცხალაძეზე

დედაქალაქის მერმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის, ფინანსურ და ქონებრივ, ასევე სანქცირების საკითხებს შესაბამისი უწყებები წყვეტენ. „განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ. ქალბატონმა ნათია თურნავამ რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები მას არ ზღუდავს ამ საკითხში. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს“,…

მეტი...

,,უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს”- გიორგი ვაშაძე

გვაქვს ორი მთავარი საკითხი – უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს „ოცნებამ“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფება. მისივე თქმით, მთავარია, ”ქართულმა ოცნებამ” “ საზოგადოებას პასუხი გასცეს,  რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაკავება. „მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას- რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული? გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის ის, რომ…

მეტი...

,,გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობას, ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა”- ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, განსაკუთრებით სურს, დალოცოს მოზარდები, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვიან, რადგან სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. „ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა. შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია,…

მეტი...

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით – კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მოსთხოვეს კანდიდატურაზე უარი ეთქვათ. მისი თქმით, ერთ-ერთმა კანდიდატმა მოყვა აღნიშნული ისტორია, რაზეც მას ინფორმაცია მიაწოდეს. ,,კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ ამ კანდიდატებს და მოსთხოვეს, ჩარევაზე ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილის, ჩემი ინფორმაციით, გუშინ დაიბარეს ეს კანდიდატები, პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ამაზე მეტი ზეწოლა რა შეიძლება იყოს, ეს არის სწორედ უღირსი საქციელი. ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე…

მეტი...

ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის – სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. მედია ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ადგილობრივი დროით 11:37 საათზე დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით,  ქალაქის გარეუბანში საარტილერიო ჭურვები აფეთქდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

„მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით“- კახა კალაძე ოპოზიციას

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა, არავის მიეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა. მისივე თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა და რადიკალური დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. „თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია…

მეტი...

,,მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნაცვლად იმისა, ქვეყნის კონსტიტუციას იცავდეს, პატივს არ სცემს კანონს. ამის შესახებ მან მედიასთან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება, რომ ის უკან გაიწვევს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს, სანამ ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე. „ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს,…

მეტი...

ხმაური პარლამენტში – მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა

ხმაური საქართველოს პარლამენტში –  პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის. მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გაუთიშა და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვან.  

მეტი...

,,აბრეშუმის გზა“ ციფრული ხიდი – 2023 წლის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი პეკინში (ვიდეო)

პეკინში „სარტყლისა და გზის“ პროექტის ფარგლებში მე-3 მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას ახალი პლატფორმა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ასევე, ახალი იმპულსი მისცეს მონაწილე ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. წლევანდელი ფორუმი მთლიანად სოფლის მეურნეობის სექტორს ეხება და როგორც ყველა მაღალი დონის სტუმარი, რომელიც ფორუმს ესწრება, აღნიშნავს, მომავალი, გადარჩენა და ახალი საუკუნე სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაშია. უფრო მეტიც, აქ არიან ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნეობის ბანკების პრეზიდენტები რომელებიც იმ ინვესტიციებზე საუბრობენ, რომლებიც დაბანდებულია აღნიშნული მიმართულებით. ფორუმს ესწრება ადგილობრივი მთავრობა, ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის პრეზიდენტი,…

მეტი...

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ახალი რეგულაციების თანახმად, ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. NCDC-ს ინფორმაციით, 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის…

მეტი...

თავდასხმა ხერსონზე – არის მსხვერპლი

21 სექტემბერს დილით, რუსებმა მეორე იერიში მიიტანეს ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმის შედეგად,  81 წლის ქალიდაიღუპა, რომელიც შემთხვევის დროს ბინაში იმყოფებოდა. ამასთან, ღამით, რუსეთის მიერ ჰოსტელზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ”- სახელმწიფო დეპარტამენტი

“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც სანქცირებულ პირებთან ტრანზაქციებს ახორციელებდნენ, სანქციების დაკისრების რისკის ქვეშ იმყოფება. ,,ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

მეტი...

,,სანამ არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის  ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა”- მსხილაძე

,,სანამ არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი სიტუაცია არ გაირკვევა. ,,ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი, ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს, თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი. აღნიშნულ ვითარებაში, სანამ…

მეტი...

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი წყლის საერთაშორისო ასოციაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) ასამბლეაზე სიტყვით წარდგა. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და ამ კუთხით, სემეკის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი ფანგანმა ისაუბრა სატარიფო მეთოდოლოგიის სამიზნე მაჩვენებლებზე, რომელიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სექტორის მოკლევადიან და ეფექტიან განვითარებას. WAREG წარმოადგენს უმსხვილეს წყლის ასოციაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის. სემეკი ასოციაციის წევრი და დამფუძნებელია. სემეკთან…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. „საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად…

მეტი...