ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავიანთი სიცოცხლის ფასად აკეთებენ იმას, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს კენჭისყრით. ,,ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს. ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს”, – დასძინა ზელენსკიმ.

მეტი...

,,მე არ ვგეგმავ გადადგომას” – რობერტ სინგლეტერი

,,მე არ ვგეგმავ გადადგომას”. BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტერმა და აღნიშნა, რომ ესაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულ სამივე ვიცე-პრეზიდენტს და აცხადებს, რომ მათი წასვლა ამ ახალ პოლიტიკასთან მიმართებით მათი განსხვავებული მოსაზრებებით იყო განპირობებული. ,,მე არ ვგეგმავ გადადგომას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ. არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ…

მეტი...

,,ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას” – ფიშერი

,,ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას”. გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ,,ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს”, – წერს ფიშერი.

მეტი...

,,ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს” – გახარია

,,ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს”. ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს: ,,მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსი: ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს უბრძანა, დაემორჩილებინა აშშ-ის სანქციები ყოფილი მთავარი პროოკურორის წინააღმდეგ, რომელიც გახდა FSB-ს აგენტი. პარლამენტი მმართველი პარტიისა და ,,ნაციონალური მოძრაობის” კრივის რინგად იქცა. პროდასავლური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის მოლოდინშია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის არჩევნების წინ მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშაა. ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს. ის ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების ინტერესებს”, – წერს გახარია.

მეტი...

ყარაბაღში რამდენიმე საათია ცეცხლი შეწყვეტილია

ყარაბაღში რამდენიმე საათია ცეცხლი შეწყვეტილია. არსებული ინფორმაციით, რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბაქოს პირობები მიიღო და იარაღს დაყრის. საპასუხოდ კი ტერიტორიიდან გავლენ აზერბაიჯანული შენაერთებიც. ხვალიდან მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და ისე გააგრძელებენ ურთიერთობას.

მეტი...

,,ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აპირებს” – კრამონი

,,ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აპირებს”. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის თემაზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა. ,,ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია! საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აპირებს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. ახლა არ არის გზა უკან, რუსული ჭაობისკენ. შეზღუდულ თავისუფლებებსა და ავტოკრატიაში დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. საქართველოს ევროპული მომავლისკენ მხოლოდ ერთი გზაა. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი ხელისუფლებისგან. თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვისთვის ხმის მისაწვდენად ყველა ქუჩაში გამოვიდა. ევროპული იდენტობა წყლის ჭავლით ვერ ჩამოირეცხება, ევროკავშირის დროშის დაწვა ევროპას ქართველთა…

მეტი...

Top 10 reasons why you should use real estate Chatbots

Chatbots for real estate industry & use cases When it comes to chatbots in real estate, they have revolutionized the way we buy, sell or rent properties by turning long static forms into an interactive experience. But there’s another reason stores have employees to help people find what they need. It offers them a chance to steer that shopper to something else they want to sell them. Attract and engage with potential clients and support existing ones without scaling your team. Easy to install and use even for those with…

მეტი...

სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან. ,,საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – ნთქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურების დაწყების შესახებ განცხადება რატი ბრეგაძის უწყებამ 2 საათის წინ გამოაქვეყნა.

მეტი...

,,თქვენ ვერაფრით მოახერხეთ, რომ ოდნავ მაინც აგეთვისებინათ სხვისი გათვალისწინების კულტურა” – არმაზ ახვლედიანი თეა წულუკიანს

,,თქვენ ვერაფრით მოახერხეთ, რომ ოდნავ მაინც აგეთვისებინათ სხვისი გათვალისწინების კულტურა. თქვენთვის არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც თქვენ მოგიწონებენ თქვენს ნაბიჯებს, თქვენს პოლიტიკას, ყველა სხვა თქვენთვის მტერია“. ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში კულტურა ვერ იქნება ფეხზე დამდგარი, კულტურა ვერ იქნება ადამიანისთვის და ადამიანის სამსახურში, თუ მმართველობა არ არის სამართლიანი. „სხვა შემთხვევაში, კულტურა არის პარტიული დიქტატის ქვეშ. სამწუხაროდ, საქართველო ამ დღეშია უკვე მერამდენე ათწლეულია. კულტურა იყო და რჩება პოლიტიკური, პარტიული წნეხის ქვეშ. უნდა გითხრათ გულწრფელად,…

მეტი...

საერთაშორისო ცენტრი პეკინში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციები და ფორუმები იმართება (ვიდეო)

საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი პეკინის გარეუბანში მდებარეობს. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის და აქ პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს. ამ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. ჩინეთის ინდუსტრიული ფორუმი და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალიც სწორედ აქ იმართება (ნაწილი 2). ეკა გულუა პეკინიდან  ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო) დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)

მეტი...

,,ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი ამისთვის”- პრეზიდენტი ნათია თურნავაზე

ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი ამისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნდა გადადგეს. ,,პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონი ნათია თურნავა, მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს პირად გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამ ყველაფრისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილთან შეწყალებაზე საუბარს არ აქვს აზრი”- გიული ალასანია

,,სალომე ზურაბიშვილთან შეწყალებაზე საუბარს არ აქვს აზრი, მე ასე ვფიქრობ. შეწყალბაზე არ შევხვედრივარ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საბრძოლო განწყობილება აქვს. ,,მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, სხვა მხრივ, მორალურად იმედიანადა და საბრძოლო განწყობილება აქვს. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და ალბათ, ასეც იქნება”- თქვა ალასანიამ.

მეტი...

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა

გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის  ცოტა ხნის წინ დატოვეს  ორმა ვიცეპრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა.   ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს                  

მეტი...

ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. პრემიერი – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  გაეროს ტრიბუნიდან იმაზე მეტად იცავს საქართველოს, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ,,ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ ზელენსკის ამდენი ლანძღვისა და მასზე პიროვნული შეტევების მიუხედავად, ის გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“. ისევ მან ისაუბრა საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე. უკრაინაზე თითოეული თავდასხმა საქართველოზე, მის საზოგადოებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

მკვლელობა ეცერში – ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1 იანვარს, ბრალდებულმა რ.ა.-მ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ,,ასევე, აღნიშნული კონფლიქტის დროს, ინციდენტში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა გ.ც.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ორი პირის – გ.ა.-ს და ო.ა.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა.…

მეტი...

,,ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს, მივმართავ ახალგაზრდებს, შეცდომაში არ შეგიყვანონ”- ირაკლი ზარქუა

ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს, ამაში არ არის ტრაგედია. რამდენჯერაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველას ადეკვატურად გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  განაცხადა. ირაკლი ზარქუამ ახალგზარდებს მიმართა, შეცდომაში არავინ შეიყვანონ. „შესაბამისი სტრუქტურები ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოკვლევას აკეთებენ. დაველოდოთ დასკვნებს და ამის შემდეგ მოგვეცემა უფლება, შესაბამისი კომენტარი გავაკეთოთ. ეს ვუთხარით ოპოზიციას, მაგრამ ამ ხელმოცარულების ამოცანაა დაძაბულობის შექმნა. წარმოიდგინეთ, ადეიშვილისა და სააკაშვილის პარტიის წევრები მე მეძახიან რუსეთს. ვაშაძე თვითონ იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ფარცხალაძე თანამდებობის პირი ჰყავდათ გვერდით. ხელმოცარულებმა აქცია დააანონსეს. შეიკრიბებიან, ამაში არ არის ტრაგედია. ჩვენ გვაქვს…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა”- წულუკიანი

,,ჩვენ გვებრძვიან, ეს არის რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა,”-  ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ”საქართველოს წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ორი რამის გამო, რადგან მას აქვს ღირებულებები და იმის გამო, რომ სახელმწიფომ და არა ხელისუფლებამ ისწავალა ჭკუა, არ აყვა პროვოკაციებს და ეს ჭკუა ისწავალა სისხლის და ომების ფასად და არ გამართა აქაც ომი.” „თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ამათ თავიანთი ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, კივილით და ვერ ინელებენ ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები.…

მეტი...

,,როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და თავისი ზოგიერთი მეგობარიც, ეს ძალიან ცუდია”- კობახიძე

,,როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და თავისი ზოგიერთი მეგობარიც, ეს ძალიან ცუდია, კარგი არ არის, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვის განმავლობაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ და ასეთი პროცესები წავიდეს,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების”  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაუარა და  უმრავლესობის წევრებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. „მუდმივად ქალ დეპუტატებს იფარებენ წინ. სამნიძეს დააწყებინეს პროვოკაცია, შემდეგ წითლიძეს გააგრძელებინეს და ე.წ. კაცები იმალებიან ხოლმე მათ უკან, რაც მათ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. არც კაცობა აქვთ, არც ქვეყნის სიყვარული, არაფერი აქვთ ამ ადამიანებს, არც ქალობა. მართლა ჯაშუშები და აგენტები არიან. ერთადერთი…

მეტი...

17:00 საათზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

დღეს 17:00 საათზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს. ამ ეტაოზე უცნობია, თუმცა თუ რა თემაზე ისაუბრებს პრეზიდენტი ბირიფნგზე. ბრიფინგი ათონელის რეზიდენციაში ჩაინიშნა

მეტი...

,,მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე”- ლევან ხაბეიშვილი

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა ყველა ერთად შევთანხმდეთ, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია. „ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ კარგად ნახა, მათ შორის ფარცხალაძეს „ფეესბეს“ აგენტის დამცველები. ეს ადამიანები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან ჯერ არ არიან მხილებული და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა, ვინც იცავს ფარცხალაძეს, ჩართული არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, ანუ საქართველოს ღალატში. დღეს ფაქტობრივად საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში. გზავნილებით,…

მეტი...

,,ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია”- ირაკლი კობახიძე

“ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია”,- ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტებმა მას პარლამენტში მისი და ანა წითლიძის დაპირისპირების შესახებ დაუსვეს კითხვა. ,,ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ ქალთან მგონი ჩემგან არ არის სწორი, რომ შევიდე მასთან რაღაცა პოლემიკაში და არ შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ”, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ანა წითლიძემ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებაში ხელი შეუშალა და “რუსეთის ჯაშუში” უწოდა.

მეტი...

,,პარლამენტში ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს”- თეა წულუკიანი

პარლამენტში მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. „მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის რომელიმე ჩვენგანის წინაღმდეგ წარმოებული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და იმ ღირებულებების დასამარცხებლად, გასანადგურებლად, რომელშიც ჩვეულებრივ ინსტრუმენტებად არიან გამოყენებულები იმ ქალების გუნდი, რომელიც გარშემო მეხვია. მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. პირველად ქართული აფროსნობის ფედერაციის ისტორიაში, სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა ხუთი ცალი…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმასავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მუხიანის მესამე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის სავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს. მაშველებმა კორპუსის სხვენიდან ჩაშვებული თოკებით კნუტები უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს. ,,სააგენტოს, მშობლების დახმარებით, არასრულწლოვანმა მიმართა, რომელმაც სამაშველო ღონისძიებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,წამო მე და შენ გავიდეთ და ამიხსენი”- დაპირისპირება მდინარაძესა და ელისაშვილს შორის

რა იცი ბიჭო (ოთარ ფარცხალაძე) აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება, – ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს მიმართა. ,,რა იცი ბიჭო აგენტი რომაა, რა იცი? დადე მტკიცებულება! იმათმა დადონ მტკიცებულება, ვინც დაასანქცირა. მომცენ მტკიცებულებები და გამოვიძიებო ეუბნებიან. მტკიცებულებები მომეციო ეხვეწებიან და არ აძლევენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ალეკო ელისაშვილმა კი მამუკა მდინარაძეს  კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლების მიცემა სთხოვა. ,,შენ მეუბნები, რომ არ არის, მე გეუბნები, რომ აგენტია. მიმიშვი კონტრდაზვერვაში და დაგიდებ მტკიცებულებას! „კაი“ კაცია? არაა აგენტი? ნუ მიყვირი მამუკა! „ნაციონალებში“ ნუ შეგეშლები, რა! მე არც „ნაციონალები“…

მეტი...

,,ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები”…,,ცოლს ელაპარაკე ასე”- დაპირისპირება ყაველაშვილს და ჩარკიანს შორის

საკანონდმებლო ორგანოს  დერაფანში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ  თაკო ჩარკვიანი და მიხეილ ყაველაშვილი. ,,ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს. თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილს კი შემდეგი სიტყვებით მიმართა: ,,ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავს რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მეტი...

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ტრიბუნასთან ბანერი გაშალეს

პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ტრიბუნასთან ბანერი გაშალეს წარწერით – Русский военный корабль, иди на хуй. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. ხელჩართული ჩხუბი, გინება, დაპირისპირება პარლამენტში

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება და წიხლებით ჩხუბს დეპუტატებს შორის

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრიბუნასთან მდგომ კობახიძეს  ოპოზიციამ ბრიფინგი შეაწყვეტინა. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებასა და წიხლებით ჩხუბს დეპუტატებს შორის. მანდატურის სამსახურმა მათი გაშველება ვერ მოახერხა. ხელჩართული ჩხუბი, გინება, დაპირისპირება პარლამენტში

მეტი...

ხელჩართული ჩხუბი, გინება, დაპირისპირება პარლამენტში

ხელჩართული ჩხუბი, გინება, დაპირისპირება პარლამენტში – სდომათა დარბაზის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პარლამენტში ვითარება ფაქტობრივად უკონტროლოა. ”რუსო” სწორედ  ამ შეძახილებით შეაწყვეტინა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგი ოპოზიციამ. ,,შე რუსო, გამოდი აბა დამელაპარაკე, შე რუსო შენ, ხელი გაწიე. შე რუსო, აი ესე რომ ჰყავხართ გარშემორტყმული, იმის ეშინიათ, რომ ახლოს მივიდე უბრალოდ. კობახიძე შე რუსო, რიმა ბერაძე იცავს კობახიძეს შეგიძლიათ ნახოთ, ჩემგან იცავს, შე რუსო” – მიმართა ანა წითლიძემ კობახიძეს.

მეტი...

,,ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს”- მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება. ,,მივესალმები სრულიად საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს, რადგან ის ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

,,შენ იცავ რუს ჯაშუშებს”- ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – პარლამენტის  თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ისმოდა  შეძახილები “რუსებო და მოღალატეებო”. ,,გავდივარ მეთვითონ ნუ მეჭიდავები…შენ იცავ რუს ჯაშუშებს, ირაკლი კობახიძე რატო აქვს მოქალაქეობა ფარცხალაძეს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომას ესწრება დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ასევე “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესახებ.

მეტი...

,,კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს”- ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას განცხადებით, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. ნათია თურნავა ”თიბისი” ბანკისა და საქართველოს ბანკის განცხადებებს გამოეხმაურა. ,,კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ, მინდა განვმარტო, რომ ჩემი ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით, იგივე ინფორმაციით, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას… არის გარკვეული ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უგულებელყოფილი, აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო…

მეტი...

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პაპუნა ლეჟავა „ფეისბუქის“ გვერდზე  ავრცელებს მან 21 ნოემბრიდან საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა. პაპუნა ლეჟავა ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

მეტი...

,,ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს”- ნათია თურნავა

,,ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, თავიდანვე მინდა ვთქვა, ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაუშვად დაცვას, ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სანქციათა რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ მაშინ, თუ სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ,,მივიღეთ გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს და ეს, ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია და ვრცელდება და ამიერიდან გავრცელდება…

მეტი...

„თბილისობა“ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ- გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ. „ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, – აღნიშნა კახა…

მეტი...

335 სანტიმეტრი სიგრძის პითონი  61 წლის კაცს თავს დაესხა

ბრიტანეთში 335 სანტიმეტრი სიგრძის პითონი  61 წლის რობ ბირნს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პითონმა შენობაში ფანჯრიდან შეაღწია. ,,ცდილობდა ჩემს დაკბენას და ჩემს გარშემო მოხვევას. კბილები მკლავში ჩამასო და კბილების ჩაძირვას ცდილობდა სისხლს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ სახლში უზარმაზარი პითონი თავს დამესხმებოდა,”- განაცხადა რობ ბირნმა.    

მეტი...

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „როიალ ტაბ გრუპპ-ის წარმომადგენლობას“ შორის,   ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე 523 500 ლარის  ხელშეკრულება გაფორმდა. ,,ხელშეკრულების შესრულების პროცესში, „როიალ ტაბ გრუპ-ის წარმომადგენლობის“ დირექტორმა და იურისტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, კომპანიის იურისტმა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სახელით შედგენილი ყალბი  განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას…

მეტი...