სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მასთან ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნა არ შესულა

პრეზიდენტის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთევის  საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოთხოვნა არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ-ფარცხალაძე სანქციების ქვეშ მოაქცია.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია შესაბამისად, მას საქართველოსგან მტკიცებულებები არ მოუთხოვია. ზუორაბიშვილის შეფასებით, ახლა გამოძიება საქართველოშია ჩასატარებელი.

„იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი.  არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ.  ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქს უწოდებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი აგენტი ყოფილა“ – სალომე ზურაბიშვილი  

მსგავსი თემები