სავაჭრო ცენტრი პეკინის ცენტრში და ფასები

ეს სავაჭრო ცენტრი პეკინის ცენტრში მდებარეობს. ის რამდენიმე სართულს მოიცავს და ერთ დროს ყველაზე მთავარი და დიდი სავაჭრო ცენტრი იყო. დღეს კი, რადგანაც აქ ყველაფერი გაციფრულებულია, ვაჭრობაც ინტერნეტმომსახურებაზე გადავიდა, რის გამოც სავაჭრო ცენტრში არავინ დადის. მთელი დღის განმავლობაში ასე სხედან და შესალოა ერთმა მყიდველმაც არ ჩამოიაროს. ამიტომ, ეს ცენტრიც იკეტება. როგორც თავად ამბობენ, არავის აინტერესებს მაღაზიები და არავინ დადის იმიტომ, რომ შეუძლიათ ყველაფერი ინტერნტით შეუკვეთონ და ადგილზე მიუტანენ. ეს სავაჭრო ცენტრი ვიზუალურად ლილოს ბაზრობას ჰგავს. რომ წარმოიდგინოთ დახურული ლილო. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები?…

მეტი...

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ“, – აცხადებს საგარეო. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა. რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

მეტი...

შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება

შოვში, სტიქიის ზონაში მომუშავე სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ ვერტმფრენს, რაჭიდან დაბრუნების შემდეგ ნაწილის შეცვლა სჭრდება, რომელიც 586 ათას 501 ლარი ჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნაწილის შესაძენად სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა. როგორც ირკვევა, სასაზღვრო პოლიციას კუდა ხრახნი მარაგში არ მოეპოვება. ,,თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელონ შესაბამისი პროცედურები კუდა ხრახნის 246-3904-000 სერია „01“ კომპლექტის, ლოპოტებით 246-3925-00 უმოკლეს ვადებში შესაძენად“, – აღნიშნულია სპეციალური დანიშნულების ავიაციის…

მეტი...

ვიეტნამში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 56 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 37 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, 9-სართულიან კორპუსში, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს, ხანძარი ღამით გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფებმა დაშავებულები ახლო მდებარე კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადამიანები ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრებიდან გადმოხტნენ. ცნობილია, რომ პოლიციამ შენობის მფლობელი შენობაში ხანძრისსაწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მ. ქ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მ. ქ.-მ სხვადასხვა დროს  60 000 ლარი გაიტანა. ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც,  სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის“…

მეტი...

,,აღნიშნული ექსპერტიზა ჩვენ არ ჩაგვიტარებია” – სამხარაულის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ილიაუნის C კორპუსის ავარიულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ,,სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია”, – წერს უწყება.

მეტი...

თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 100-ზე მეტი მოზარდი მომსახურების გარეშე რჩება. საუბარია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრზე, სადაც თბილისის მერიის ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას იღებს 82 ბენეფიციარი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა. იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები,…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განაახლა შეთავაზება პატრონიანი ცხოველებისათვის, რომლის მიხედვით, მეპატრონეებს 14 სექტემბრიდან შესაძლებლობა ეძლევათ, თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასოდ გაასტერილონ თავიანთი ცხოველები. ,,დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განაახლა შეთავაზება პატრონიანი ცხოველებისათვის, რომლის მიხედვით, მეპატრონეებს 14 სექტემბრიდან შესაძლებლობა ეძლევათ, თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასოდ გაასტერილონ თავიანთი ცხოველები. მეპატრონეებს, რომელთაც სურთ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა, წინასწარ უნდა მიმართონ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე –  032 2 421 171 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. იმისათვის,…

მეტი...

მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა

მოსკოვმა ბაქოს დემარში გამოუცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით – ამის შესახებ ყოველკვირეულ ტრადიციულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს იურიდიული ძალა ვერ ექნება. „ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდეს, როგორც პარტნიორები ელოდებიან ჩვენი მხრიდან, როდესაც საუბარი ეხება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ზახაროვამ.

მეტი...

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დანიაში არ შეუშვეს

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე მიდიოდა დანიაში არ შეუშვეს. ,,დანიის ხელისუფლებამ ურცხვად დაარღვია თავისი ვალდებულებები დანიაში მიმდინარე ღონისძიებაზე დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველსაყოფად ჯანმო-ს წევრი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის”, – განაცხადეს რუსეთის საელჩოში. საელჩო დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშს და ახსნა-განმარტებას მოითხოვს.  

მეტი...

პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია – ნიკა მელია

დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარტიაში დღეს მძიმე ვითარებაა. „ჩემი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ორმაგ ტყვეობაში იმყოფება. ყოველთვის ვცდილობ, მის გაკეთებულ კომენტარებზე შეფასებები არ გავაკეთო, რომელიც შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. მან ასევე ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, პარტია 5 თებერვლის შემდეგ უმძიმეს…

მეტი...

რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა გამარჯვებისა – სერგეი შოიგუ

რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა გამარჯვებისა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით, მტრის ტექნიკისა და პერსონალის განადგურებასახლა მათი მთავარი ამოცანაა. „ჯარები დაკავებულნი არიან აქტიური თავდაცვის შესანარჩუნებლად საჭირო მიმართულებებით. ზოგიერთ რაიონში უფრო რთულია, ზოგში უფრო მარტივი, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ბიჭები თავდაჯერებულად მოქმედებენ, მეთაურები თავდაჯერებული არიან. ჩვენ საიმედოდ დავიცვათ იმას, რისი დაცვაც დღეს გვჭირდება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

მეტი...

გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან – საგარეო უწყება

გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, ისეთ…

მეტი...

ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)

ერთ-ერთი სასარგებლო კოქტეილი, რომელსაც ჩინელები ამზადებენ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ბამბუკის წვენია. ეს იმიტომ, რომ ბამბუკი ჩინეთის მცენარეა და როგორც კულტურას საკმაოდ დიდ პატივს სცემენ. წვენიც სწორედ მცენარე ბამბუკისგან მზადდება. ის სასარგებლო პროდუქტად ითვლება და ლიმონთან და პიტნასთან ერთად იწურება. წვენი მწვანე შეფერილობისაა და საკმაოდ გემრიელი. ერთად ვნახოთ როგორ ამზადებენ ბამბუკისგან წვენს. ეკა გულუა პეკინიდან    

მეტი...

ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა

2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

მეტი...

რუსეთი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ უკრაინაში – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსული არმია და ხალხი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ, რასაც ის უკრაინის ომში დასავლეთის იმპერიალიზმს უწოდებს. „რუსული არმია და ხალხი აუცილებლად მოიგებს დიდ გამარჯვებას ბრძოლაში დიდი ბოროტების დასასჯელად, რომელიც ამტკიცებს ჰეგემონიას და კვებავს ექსპანსიონისტურ ილუზიას“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. „რუსეთი იცავს ამ შეზღუდვებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია, განვიხილავთ და ვფიქრობთ. არსებობს გარკვეული პერსპექტივა. რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა,…

მეტი...

არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ოდესმე შეიძლება გავნულდეთ – ნიკა მელია

არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ჩვენ ოდესმე შეიძლება გავნულდეთ – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მან  წარმატებები უსურვა ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს. ,,არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ჩვენ ოდესმე შეიძლება გავნულდეთ. მარტივი მიზეზი აქვს ამას, იმიტომ, რომ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ხალხის ინტერესთან ახლოს.  არ შეიძლება იყო ხალხის ინტერესის გამტარებელი და პოლიტიკაში ამ ამბიციით იყო და ოდესმე შეიძლება განულდე. მე არ ვფიქრობ, რომ  მიხეილ სააკაშვილმა მიგულისხმა მე. თუკი ვინმე…

მეტი...

,,ზაზას თავისი ღვიძლი შვილებისგან არც არასოდეს განუსხვავებია”- სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა

შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში ნაპოვნი 32-ე ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა და ალინა პოლიკოვსკას შვილია. ზაზა მესხის მეგობარი სტიქიის დროს დაღუპულ ბავშვზე წერს: „გუშინ გვაცნობეს, რომ სევას ცხედართან ერთად იპოვეს ლურჯი ფერის სამკლავური. დანამდვილებით ვიცით, რომ სევა ლურჯი ფერის სამკლავურს ტრავმის შემდეგ ატარებდა. “დნმ” ტესტირება ჩართულია და ამას უახლოეს მომავალში დაადასტურებს. სევა-ვსევოლოდი ალინასა და იაროსლავის ღვიძლი შვილი იყო, და ის ზაზას თავისი ღვიძლი შვილებისგან არც არასოდეს განუსხვავებია – ზაზასგან სულ მესმოდა: სევა, სევოჩკა…“,-წერს ზაზა მესხის მეგობარი. ,,ვიპოვეთ შენი სუნთქვაშეკრული სხეული და „ბედნიერები“ ვართ”- გარდაცვლილის მამა

მეტი...

,,ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში – ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის სრულყოფა ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსა და უსაფრთხოების ინტერესებშია. ,,მომავალი ნათელია. ჩვენ აქ ნათლად ვთქვით – უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვას მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ისტორია ახლა ჩვენ მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ ჩვენი გაერთიანების სრულყოფაზე სამყაროში, სადაც ზოგი ცდილობს ერთმანეთის მიყოლებით გაანადგუროს სახელმწიფოები, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება, უკან მოვიტოვოთ ჩვენი თანამოძმე ევროპელები. სამყაროში, სადაც ზომას და წონას…

მეტი...

ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ საზღვრებზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა

13 სექტემბერს, დილის 10 საათიდან ესტონეთმა აკრძალა რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით მანქანების შემსვლა ქვეყანაში, რითაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები. ამ გზით, ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსული ნომრით კერძო მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ,,დღეიდან, ესტონეთი აუკრძალავს შემოსვლას რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას. არ მივესალმებით მათი პრივილეგიებით სარგებლობას,  სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს,”- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მეტი...

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ევროკომისია მუდამ დაიცავს ამ პრინციპს – ლაიენი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ევროკომისია მუდამ დაიცავს ამ პრინციპს –  ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გაფართოების ყოველ ტალღას თან ახლდა პოლიტიკური კავშირების გაღრმავება და სჯერა, რომ შემდეგი გაფართოებაც უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი. „ეს პროცესი საჭიროებს მძიმე სამუშაოს და ლიდერობას, თუმცა უკვე ბევრ პროგრესს ვხედავთ. ჩვენ დავინახეთ დიდი წინსვლა, რომელსაც უკრაინამ მიაღწია მას შემდეგ, რაც ჩვენ მას კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და ვნახეთ სხვა კანდიდატი ქვეყნების შემართება რეფორმების განსახორციელებლად. ახლა დროა, გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა და ეს ნიშნავს ფიქრს იმაზე, თუ როგორ…

მეტი...

სააკაშვილს როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა მედიასთან, ჰგონია სხვა ხელისუფლებაც იმავეს გააკეთებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მედიასთან საუბრისას, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს მოქმედი ხელისუფლება გეგმავს რეპრესიებს მედიის მიმართ. კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, მოქმედი ხელისუფლება იმავეს იკადრებს, რასაც თავად სჩადიოდნენ. „ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც თავად არის. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, რისი გამკეთებელიც იყო, ახლაც იმავეს ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, რით იყო დაკავებული – რეპრესიებით, განსხვავებული აზრის დევნით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისა და მათ ოჯახებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობით. გვახსოვს, რამდენი ადამიანი იყო არაკანონიერად დაპატიმრებული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მედიასთან. სააკაშვილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების…

მეტი...

სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში – უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული

 გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში. „ჩვენ გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან არ მიგვიღია პასუხი. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ უნდა იყოს ჰუმანიტარული აქტი. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.

მეტი...

იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანშეწონილობით. „არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ვიპოვეთ შენი სუნთქვაშეკრული სხეული და „ბედნიერები“ ვართ”- გარდაცვლილის მამა

შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში ნაპოვნი 32-ე ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა და ალინა პოლიკოვსკას შვილია. მოზარდის მამა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო. ბოლოს და ბოლოს გიპოვეს. ჩვენ ვიპოვეთ შენი სუნთქვაშეკრული სხეული და „ბედნიერები“ ვართ. რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგასაფლაოთ. და ჩვენ გვექნება ადგილი, სადაც შეგვეძლება მოვიდეთ. საშინელმა ელემენტმა თქვენი სიცოცხლე შეიწირა. ძალიან მიყვარხარ, მიყვარხარ უსაზღვროდ… ჩემს სიცოცხლეზე მეტად. გთხოვ, მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი, დაცვაც ვერ მოვახერხე, მხარზე მომეხვიე… ასეთი შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, უყოყმანოდ გაგიცვლიდი ადგილს.…

მეტი...

ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული

ჩინური სამზარეულოს მრავალფეროვნება და ეგზოტოკური საკვები მსოფლიოში ცნობილია, თუმცა, ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე და დავაგემოვნე, სულ სხვაა. დიახ, აქ ნაგავში არაფერს ყრიან, ყველაფერს ამუშავებენ და დანიშნულებას აძლევენ. მაგალითად, მაღაზიებში შევნიშნე ტყლაპი. დავინტერესდი რისგან იყო ის დამზადებული. არც მეტი არც ნაკლები, აღმოჩნდა, რომ სწორედ ღორის ტყავისგან მზადდება ეს ტყლაპი, რომელიც საკვებად გამოიყენება. ჯინშენი, ეს არის ყველაზე ცნობილი, გრძელი და ტურისტული ქუჩა ქალაქ სიემენში. ეს არის ქუჩა, სადაც ღამის ცხოვრება გიზგიზებს. ეს არის ქუჩა, სადაც ყველაფერი იყიდება და არის წარმოდგენილი, რაც ჩინურ კულტურასთან და სამზარეულოსთან არის დაკავშირებული. შემდეგი პროდუქტი რომელმაც ჩემი…

მეტი...

შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოცნობილია 32 ცხედარი.   ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, ასევე ზაზა მესხის ოჯახიდან. „ბოლოს სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია. იდენტიფიცირება დნმ ანალიზით მოხდა, ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია“,-წერს ლაშა ბერულავა.

მეტი...

,,დედას სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა”- პოლიციამ გამოძალვის და მუქარის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ყ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის…

მეტი...

არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის ნატო-ს ქოლგა – ირაკლი კობახიძე

არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა. მისი თქმით, ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. „წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის? ეს ხომ არასერიოზულია. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში. ეს არის ნატო-ს წევრობა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. არავითარი ბაზა არ არის…

მეტი...

,,სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა”- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება – სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს. ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ. „აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა…

მეტი...

,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი”- სალომე ზურაბიშვილი

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა უკვე, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია  საქართველოს კონსტიტუცია. „რა გამოდის? თუ არ გადააყენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი. ტყუილი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი. ხვალ შეიძლება მათ იმის აღიარებაც მოუწიოთ. როცა ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და ა.შ. ესეც არის ცარიელი ტყუილი. იტყუებიან, მერე…

მეტი...

ბათუმში, მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა – მან პოლიციის მისამართით გაისროლა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო.  “ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა. მათივე ცნობით, მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა მაღაზია ისე დატოვა, რომ არაფერი წაუღია. “ბათუმელების” ინფორმაციით, რომ მან პოლიციელების მისამართით გაისროლა და დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი ისტორიული ნაბიჯი უნდა განხორციელდეს წელს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი ისტორიული ნაბიჯი უნდა განხორციელდეს წელს და უკრაინის ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იმუშაოს ამისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართა. „ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული მდგომარეობა და მოლოდინები უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ბრიგადების გაძლიერების შესახებ, იარაღისა და საბრძოლო მასალის საკუთარ წარმოებაზე უკრაინაში და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მარაგებზე. განვიხილეთ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია. ნათლად ვხედავთ, რისთვის ემზადებიან ოკუპანტები და რისთვის უნდა იყვნენ მზად ჩვენი მეომრები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

იერიში ოდესის რეგიონზე – დაშავდა 6 მოქალაქე

რუსეთმა 13 სექტემბრის ღამეს იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის სამხრეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით. ოდესის რეგიონის სახელლმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმა იზმაილის რეგიონზე განხორციელდა. დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე. იერიშის შედეგად დაზიანდა პორტის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

სევასტოპოლში, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – მედია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანექსირებულ სევასტოპოლზე ღამით თავდასხმა მოხდა ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უეკიპაჟო კატერებით. მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სევასტოპოლში სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე. სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოჟაევის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა. რაზვოჟაევის თქმით, 24 დაზარალებულიდან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „მე ვარ ხანძრის ადგილზე სევმორზავოდის სამხრეთ უბანზე. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს, ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს რაზვოჟაევი ტელეგრამის არხზე. სევასტოპოლიდან სოციალური მედიის მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

მეტი...