მნიშვნელოვანი ცვლილებებია უკრაინის მთავრობაში, თავადაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მთავრობის წევრის პოსტი უწყებაში კორუფციულ გარიგებებს შეეწირა, თუმცა თავად მინისტრი არასოდეს ყოფილი ბრალდებების ადრესატი. კაბინეტის გავლენიანი ფიგურის გადაყენების გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის, რითაც უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ საომარი მოქმედებების მიუხედავად უკრაინა ევროპული ტიპის ქვეყნის შენებას გეგმავს. უკვე ცნობილია რომ რეზნიკოვს პოსტზე რუსტემ უმეროვი ჩანააცვლებს.
მეტი...დღე: სექტემბერი 5, 2023
ახალი რეგულაციები რუსებისთვის
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ,,ევროოპტიმისტები” მმართველ უმრავლესობას მიმართავენ. პოლიტიკური ჯგუფი მოითხოვს, საკანონმდებლო ორგანომ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტები განიხილოს. საუბარია ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრირებული მოსახლეობისთვის შეზღუდვების დაწესებაზე. ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო ჯგუფი რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესის შეცვლას, საქართველოში ყოფნის ვადის შეზღუდვას და უძრავი ქონების შეძენაზე ახალი რეგულაციების დაწესებას აყენებს დღის წესრიგში. ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივის განსახილველად კი მმართველი გუნდი დროს ითხოვს.
მეტი...„რუსეთი არის არაჩვეულებრივი მომავლის ქვეყანა” – თინა კანდელაკი
კრემლის პროპაგანდისტი, „გაზპრომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი ნიჟნი-ნოვგოროდში ვიზიტით აღფრთოვანებულია და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ეს ადგილი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გვინახავს. აქ ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა თაობისა და არქიტექტურის შედევრები, აქ ხალხი სავსეა სიცოცხლისა და ურთიერთობის სურვილით. სწორედ ასეთ ადგილებში ხვდები, რომ რუსეთი არის უნიკალური წარსულისა და არაჩვეულებრივი მომავლის ქვეყანა. აუცილებლად ჩამოდით ნიჟნი-ნოვგოროდში, აქ არის რუსეთის მომავალი“, – წერს თინა კანდელაკი.
მეტი...,,საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი” – პიტერ სიიარტო
საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის…
მეტი...ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
„დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა. ეს კი, მილიონ-ნახევარი ადამიანის განადგურებაა და ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში“, – განაცხადა პუტინმა.
მეტი...პარლამენტმა დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.
მეტი...,,ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივა არ ჩანს” – ერდოღანი
,,ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივა არ ჩანს”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ,,უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ თურქეთის პოზიცია ნათელია. პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით მშვიდობას, დიალოგსა და დიპლომატიას. ბევრს ვმუშაობდით, რათა შემდგომი სისხლისღვრა აღგვეკვეთა. პრობლემაზე კონცენტრაციისა და ცეცხლში საწვავის დამატების ნაცვლად, ჩვენ ვეცადეთ, რომ ორივე მხარე საერთო პოზიციებზე შეთანხმებულიყო. სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ახლაც გრძელდება. ჰორიზონტზე მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივაც არ ჩანს. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევასრულოთ, ვინაიდან, დღეისთვის არც ომის გამარჯვებულია, არც მშვიდობით წაგებული”, – განაცხადა ერდოღანმა.
მეტი...ნინო ლომჯარიამ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა ,,საქართველოს ევროპული ორბიტა” შექმნა
ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა ,,საქართველოს ევროპული ორბიტა” შექმნა. ორგანიზაციის პირველი ღონისძიება 7 სექტემბერსაა დაგეგმილი და მისი მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იქნება. ,,ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის!”, – ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ღია დისკუსიის ფორმატში ჩატარდება.
მეტი...6 სექტემბერს ბლინკენი უკრაინაში ჩავა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინას ეწვევა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, ბლინკენი უკრაინაში პირველად ჩადის. ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო. თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ შეაფასა უკრაინული ჯარების პროგრესი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში ბლინკენი უკრაინას თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ.
მეტი...პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ფაშიზმზე გამარჯვების დღის“ თარიღის შეცვლას
პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და კანონპროექტს 20 ხმით, 4 -ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა. ცვლილების თანახმად, უქმე დღეთა ჩამონათვალში „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“, ნაცვლად 9 მაისისა, უნდა მითითებულიყო 8 მაისი. შესაბამისად, 8 მაისი გამოცხადდებოდა უქმე დღედ. მომხსენებლის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ცვლილების მიზანია საქართველოში „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ აღინიშნოს ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად 8 მაისს და არა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელიც აგრძელებს ომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და იტაცებს სუვერენიტეტს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტის მიზანია საზოგადოების გახლეჩა. „მე არ მგონია, რომ ეს…
მეტი...როგორ მოიპოვებენ ჩინელები ნატურალურ მარგალიტს? (ვიდეო)
ჩინეთის პროვინცია ფუნჯიანს ტაიფუნმა გადაურა
ჩინეთის პროვინცია ფუნჯიანს ტაიფუნმა გადაურა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ტაიფუნი წელიწადში ორ-სამჯერ ხდება. თვითმფრინავებს აეროპორტში დაჯდომა გაუჭირდათ. იმ თვითმფრინავში, რომელშიც ”მედიაცენტრ მთავარის” წარმომადგენელი იმყოფებოდა, რამდენიმე წრის გაკეთება მოუწია, რომ აეროპორტს მიეღო. რეისების გარკვეული რაოდენობა კი გადაიდო. ფუნჯიანის პროვინცია მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და 124 000 კვ. მეტრს მოიცავს, მოსახლეობა კი 41,88 მილიონია. ტაიფუნის შედეგად მოსახლეობა ძლიერად არ დაზარალებულა, რადგანაც ეპიცენტრი ტაილანდში იყო, საიდანაც ფუნჯიანის პროვინციაში გადმოინაცვლა. თუმცა, მაცხოვრებლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები და ზომებიც წინასწარ იყო მიღებული.
მეტი...სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოსა და ვალეში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ. ,,საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს. აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
მეტი...,,პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”- სალომე სამადაშვილი
„ლელო“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, სწორედ ამის გამო უცხადებს იმპიჩენტს ხელისუფლება პრეზიდენტს. ,,პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს არ დავკარგოთ ჩვენი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ხართ რუსული ხელისუფლება. ხალხის უმრავლესობა რომ იყოთ თქვენ აქ და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული პარლამენტის წევრებად, ამ საშემოდგომო სესიას გახსნიდით იმ პრემიერმინისტრის გადაყენების მოთხოვნით, რომელმაც შეუსრულებელი დატოვა ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა წაგვიყენა კანდიდატის სტატუსის მისაღებად”. – განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მეტი...ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გახსნეს. ახალი სათბური, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიითა აღჭურვილი და მისი საერთო ღირებულება 95 000 აშშ დოლარია. ჰიდროპონიკის სისტემა სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანას ითვალისწინებს. „საქართველოში ვიზიტით იმყოფება ისრაელის ქსენეთის სპიკერი, რომელსაც ვუმასპინძლეთ ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ისრაელთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, 1600-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე…
მეტი...,,ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია”- სააკაშვილი
ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. „მინდა, მივმართო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს! ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე. ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ…
მეტი...ოპოზიციას მინდა ვკითხო: რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა? – ირაკლი ზარქუა
„ოპოზიციას მინდა ვკითხო – რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ,,ამ მაგარმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, უმუშევრობის დონის შემცირებაში და მაშინ როდესაც თქვენ დროს 34% იყო, დღეს 15%-მდეა ჩამოსული, ამას სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. მათ შორის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე თქვენ დროს 2 ათას დოლარამდე იყო, ახლა წლის ბოლოს ველოდებით, რომ 8 ათას დოლარს გასცდება. ჩვენ ვუახლოვდებით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ ძნელბედობის ჯამს,…
მეტი...სოფელ ლეღვას რწმუნებულს ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...რუსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა
რუსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ. მისივე თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მეტი...ესპანეთში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს
ივლისიდან დღემდე ესპანეთში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს. ისინი ესპანეთის ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, ნაძარცვს კი სავარაუდოდ საქართველოში გზავნიდნენ. ქართველების ორგანიზებული დაჯგუფება მადირდში, სევილიასა და ლუგოს პროვინაციაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად გამოავლინეს. გასული ივლისიდან ეროვნულმა პოლიციამ შვიდი ოპერაცია ჩაატარა სახლების ძარცვაში სპეციალიზებული ქართული უჯრედების წინააღმდეგ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია.
მეტი...თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?! – ნინო წილოსაბი ოპოზიციას
„სამწუხაროდ, ეს სეზონი რთული კლიმატური პირობებით ხასიათდება და ამჯერად ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კულტურები და დიდწილად ვენახები სერიოზულად დააზიანა. სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება 1 კგ 0.90 ლარად მოახდინოს და ამავდროულად, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს, რათა დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება“, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იმ ფერმერებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო აგრო დაზღვევის პროგრამაში მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ზარალი. „2023 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, 4,809 ბენეფიციარმა ისარგებლა ვაზის დაზღვევით, დაზღვეულია 8,391.40 ჰა. ჯამურად სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 7,187,530…
მეტი...„ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონი რომ არ ჰყოლოდა და ყოველკვირეული მითითებები არ მიეღო, ერთი დღე არ იყვნენ ქვეყნის მმართველები – მამუკა მდინარაძე
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონი რომ არ ჰყოლოდა და ყოველკვირეული მითითებები არ მიეღოთ, ერთი დღე არ იყვნენ ქვეყნის მმართველები, ამ ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ მათ ერთ მენეჯერი არ ჰყავდათ, იმიტომ რომ ელემენტარული არ იციან“, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იგი ჩოხატაურში სკვერის „გასხვისების“ საკითხს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა. „არსებობს სივრცითი დაგეგმარების კოდექსი, სადაც წერია, რომ სკვერში შეიძლება აშენებული იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა. ამით თემა არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის. ფიზიკურად, პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ სკვერის…
მეტი...პუტინმა კადიროვის ქალიშვილი სამშობლოსათვის დამსახურების ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრს აიშატ კადიროვას და რამზან კადიროვის ქალიშვილს სამშობლოსათვის დამსახურებისთვის II ხარისხის ორდენი გადასცა. განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა. როგორც ბრძანებულებიდან ირკვევა, ორდენი გაიცა „ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში“ დამსახურებისა და „მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის“. აიშატ კადიროვა რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილია, ის 24 წლისაა. ის ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი იყო 2021 წლის ოქტომბრიდან, ადრე კი, 2020 წლიდან, რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. 2022 წლის 23 ივნისს დაჯილდოვდა ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ორდენით.
მეტი...პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მეტი...კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხალხი ხელისუფლებაში აღარასდროს დაგაბრუნებთ! – ირაკლი კობახიძე
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ როგორ ატყუებდენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, მას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდით“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. „შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – „ნაცმოძრაობა“, „ლელო გახარიები“, „ჯაფარიძე გირჩი“ და სხვები, დღეს ოპოზიციის რიგებიდან…
მეტი...ხუთმა ახალგაზრდამ 20 წლის გოგო ჯგუფურად გააუპატიურა
კვიპროსის პოლიციამ ხუთი ტურისტი დააკავა ახალგაზრდა ბრიტანელი ქალის სავარაუდო ჯგუფურ გაუპატიურების ბრალდებით, პოპულარულ კურორტ აია ნაპაში. ხუთი 19-დან 20 წლამდე მამაკაცი, მას შემდეგ დააკავეს, რაც 20 წლის ბრიტანელმა ტურისტმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი ჯგუფურად გააუპატიურეს სასტუმროს ნომერში. ხუთივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მეტი...ზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა – მამუკა მდინარაძე
ზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „3 საათსა და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა ხდებოდა, ის იკითხონ. ისეთ რაღაცებზეა საუბარი, ეკრანის წინ საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში ახლა რასაც ვიტყვი – ფრაგმენტებად ამოჰყავდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, ხალხო! ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან…
მეტი...,,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. „საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს…
მეტი...,,ჩვენთვის იმპიჩმენტი აბსოლუტურად წაუგებელი თამაშია, სარჩელის მომზადებაში პირადადაც ვარ ჩართული”- კობახიძე
ჩვენთვის იმპიჩმენტი აბსოლუტურად წაუგებელი თამაშია. სარჩელის მომზადებაში პირადადაც ვარ ჩართული – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მთავარია მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადასტუროს. „მიზანი არის მარტივი და მკაფიო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმა არ არის პარლამენტში. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად საერთო დღის წესრიგით მოქმედებს, მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს მის მიერვე მოღალატედ გამოცხადებული პერსონის მიმართ, ეს გამორიცხულია. მათ აქვთ საერთო…
მეტი...რუსეთში ნავთობქიმიური ქარხანა იწვის
რუსეთში, ძერჟინსკში, ნავთობქიმიურ ქარხანაში „სიბურ“ ხანძარი გაჩნდა. “რია ნოვოსტი” საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ხანძრის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.
მეტი...სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. სემეკ-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას. ,,ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ…
მეტი...„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ”- ირაკლი კობახიძე
„ევროკავშირის ერთ-ერთი რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამეწნტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს არამედ, მაშველებსაც კი. „რა თქმა უნდა ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...დეპუტატებმა შოვში დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი
მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მოხდა უდიდესი სტიქია, რომელმაც ჩვნი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის ბავშვების და ქალების. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, აქ სიტყვები ალბათ ზედმეტია,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მეტი...,,რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა, არასანდო, ორპირი”- მიხეილ სააკაშვილი
პუტინი მართლაც საშიში და უსიამოვნო ფიგურაა, მისი პერსონის პრობლემა არაფერია იმ საფრთხეებთან შედარებით, რომელსაც პუტინიზმი უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც კონფერენციაზე სახელწოდებით, “პუტინიზმის დამარცხება” წაიკითხეს. როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, ცდილობდა, რომ პუტინთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები დაემყარებინა, თუმცა მისივე თქმით, ამისთვის არასდროს გაუწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესები. ,,ეს კონფერენცია ცოტათი დაგვიანებით ტარდება. ის უნდა ჩატარებულიყო 2007 წელს ან 2013 წელს მაინც და მას უნდა რქმეოდა „როგორ შევაჩეროთ პუტინი“. სამწუხაროდ ადამიანები ყველაფერს ნელა ვსწავლობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს განვიხილავთ, როგორ დავამარცხოთ პუტინი. თუმცა, მართალია, პუტინი…
მეტი...,,ჩვენ გავაჭიანურეთ პუტინისა და პუტინიზმის საფრთხეების აღიარება”- ფრიდი
ჩვენ გავაჭიანურეთ პუტინისა და პუტინიზმის საფრთხეების აღიარება – ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, დენიელ ფრიდმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეულწილად იცოდნენ, რომ პუტინი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ,,ჩვენ გარკვეულწილად ვიცოდით, რომ რომ ომი დაიწყებოდა, რომ პუტინი ბრძოლისთვის ემზადებოდა, მაგრამ შეერთებულ შტატებში ანალიტიკური საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯეროდა ამის. როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ კარგად ვუპასუხეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ერაყიდან თბილისში ჯარისკაცების დაბრუნება. მაგრამ როგორც ქვეყანამ, ჩვენ დასკვნები ბოლომდე ვერ გამოვიტანეთ. ჩვენ შევეცადეთ ხმა მიგვეწვდინა პუტინისთვის და წარუმატებლობა განვიცადეთ იმის გამო, რომ პუტინის პირობა იყო ისეთი, რომელსაც შეერთებული…
მეტი...,,ის, რაც რაჭაში მოხდა, ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა, რომ ვიხსენებ, სულ ვტირი”- ნანი ბრეგვაძე
მომღერალი ნანი ბრეგვაძე შოვში დატრიალებულ სტიქიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის, რაც რაჭაში მოხდა, მისთვის უდიდესი ტრაგედიაა. „დიახ, რაჭველი ვარ! ჩემი ბაბუის მიწაც გვაქვს რაჭაში, მაგრამ ვერ წავედი, რომ მივხედო… საქართველოს ყველა კუთხე საამაყოა და მე ძალიანაც ვამაყობ, რომ რაჭველი გახლავართ! ვგიჟდები ჩემს საქართველოზე, ყველა კუთხეზე… ის, რაც რაჭაში მოხდა, ჩემთვის უდიდესი ტრაგედიაა. რომ ვიხსენებ, სულ ვტირი, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ რაჭველი ვარ, ეს ჩვენი საქართველოა, ჩვენი კუთხე, ყველას გვეხება… შოვი აღარ არსებობს. ომები, მიწისძვრები ხდება, მაგრამ ამხელა სტიქიური მოვლენა ძალიან შემზარავია. ამდენი ხალხის დაღუპვა მოუშუშებელ ტკივილად დაგვრჩება. სახელმწიფომ…
მეტი...