,,საქართველოს მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს” – არახამია

უკრაინის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება. როგორც არახამია წერს, „ქართული ოცნება“ ღიად ვერ ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირმა უარი უთხრას სტატუსის მინიჭებაზე. „საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე.…

მეტი...

დღეიდან ,,C” და ,,D” კატეგორიების და ,,C1″ და ,,D1″ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ,,C” და ,,D” კატეგორიების და ,,C1″ და ,,D1″ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ასევე, „B“, „BE“, „C” და „D” კატეგორიების და „C1″ და „D1″ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა. აღნიშნული ცვლილებები არ შეეხებათ მძღოლობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარეს თეორიული გამოცდა.

მეტი...

ისრაელის საზღვართან გარდაცვლილ გიორგი გიორგობიანს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

რამდენიმე დღის წინ, ისრაელის საზღვართან გარდაცვლილ გიორგი გიორგობიანს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ. ,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდა კაცი, მოულოდნელად გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი ქუთაისი, (უბანი გორა) გარდაიცვალა გიორგი გიორგობიანი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები… ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს… ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე…”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

ათენში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა

ათენში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დაიკარგა ემიგრანტი, ათენში, ნონა ბაბუნაშვილი, რომელიც სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ არ გამოდის კონტაკტზე და გაუჩინარდა. გადაადგილდებოდა არგირუპოლის მეტროს ტერიტორიაზე, ომონიის მიმართულებით. გთხოვთ, გააზიაროთ და ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე – 6942218907“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

კადიროვი დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

„თქვენ რა ხალხი ხართ, დონ?! სასწრაფოდ მოუხსენით, დონ! სწრაფად, დონ!“, – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზარ კადიროვი და დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. ჩეჩნეთის პრორუსი ლიდერი თავად ემუქრება დასავლეთს სანქციების დაწესებით. „ევროპის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკელი დიპლომატები ვერ იმოგზაურებენ… ჩვენც დავაწესებთ სანქციებს და მათ დავაკავებთ. ასე, რომ არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით“, – ამბობს კადიროვი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის ამ ქმედებას „უპასუხოდ არ დატოვებს“. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 24 აგვისტოს დააწესა. სანქციები ასევე ჩეჩნეთის სამ თანამდებობის პირს შეეხო.

მეტი...

წყალი 12 საათით შეწყდება – GWP განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. „1-ელ სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან 2 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში – ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N14-44, ლვოვის ქუჩა N81-97, ვაზისუბნის…

მეტი...

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. არსებული ინფორმაციით, 2-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. მათ შორის არიან მშობლის მზრუნველობასმოკლებული ექვსი ბავშვი, ხუთს კი ოჯახი ჰყავს. ,,კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ”, – ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მეტი...

ჩინური ტრადიციული მედიცინა, ჩინური ნემსები და ცეკვის თერაპია – რეპორტაჟი პეკინიდან

ნემსების ისე მეშინოდა, შორიდან რომ მენახა ცუდად ვხდებოდი. დღეს კი ის მოხდა, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი. ჩინური ნემსები საკუთარი სურვილით და საკუთარი ხელითაც კი „ჩავირჭვე“. დღეს ჩინეთის ტრადიციული მედიცინის ცენტრმა გვიმასპინძლა, სადაც მკურნალობის ჩინური ტრადიციული მეთოდები გაგვაცნეს და პრაქტიკაც ჩაგვიტარეს. ცენტრში მხოლოდ  ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ. როგორიცაა ე.წ. ცნობილი ჩინური ნემსები,  რომელიც სხეულის სხვადასხვა ადგილებში წერტილოვნად მაგრდება. გააჩნია რა პრობლემა გაწუხებს, ნემსებიც მის შესაფერისად თავსდება კანქვეშ. ასევე, სპეციალური წერტილოვანი და უამრავი სახის მასაჟი, ადგილობრივი ბალახებით თერაპია,  ცეკვის სპეციალური ილეთები, რომელიც სხვადასხვა პრობლემას კურნავს და სხვა.  დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.   ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

,,მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე”- შარლ მიშელი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” ეხმაურება. მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს. ,,მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა.  ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა. საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება,” – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

ხმაური დელისის მეტროსთან – დაკავებულია 5 ადამიანი

თბილისში, დელისის მეტროსთან ხმაური იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. რამდენიმე ადამიანი პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ”ფორმულას” ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მათი ნაწილი მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას ცდილობდა, ნაწილი კი გარეთ ელოდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ქურდობაში შეამჩნიეს. ”ფორმულას” ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.    

მეტი...

ვმოქმედებთ რუსეთის ტერიტორიიდან – უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 30 აგვისტოს ღამით ფსკოვში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76 თვითმფრინავის თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა. “სამიზნე საწვავის ავზები და IL-76-ის ზედა ნაწილში განლაგებული ფრთების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ორი განადგურდა, ორი კი სერიოზულად დაზიანდა”, – განაცხადა ბუდანოვმა. მას არ დაუკონკრეტებია რა ტიპის და რამდენი დრონი იქნა გამოყენებული შეტევისას. თვითმფრინავის საბრძოლო დაზიანების შეფასებისას ბუდანოვმა განაცხადა, რომ „ორი განადგურდა, ორი კი სერიოზულად დაზიანდა“.

მეტი...

,,შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”- მიხეილ სააკაშვილი

,,შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ,,ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.  მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება. თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით…

მეტი...

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. გაცრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში 4 სექტემბერს გაიმართება – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში 4 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს. „მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, სოჭში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ერდოღანის სოჭში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციამ დაადასტურა, თუმცა ანკარა თარიღს ჯერ არ ადასტურებს.  

მეტი...

,,პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.…

მეტი...

,,შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. ,,შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების”,- წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გუშინ ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა. დღეს კი…

მეტი...

,,მოუხსენით სანქციები დედაჩემს, სწრაფად, თორემ ამას არ გაპატიებთ”- კადიროვი

,,არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით. აღარ გავიმეორებ. მიდით, მოუხსენით სანქციები დედაჩემს, სწრაფად, თორემ ამას არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ” – ამ სიტყვებით  ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აშშ-ს მიმართავს. კადიროვი  აშშ-ს ემუქრება. ,,მე უკვე აღარ მიკვირდა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის გადაწყვეტილებები ალოგიკურ სანქციებზე და უცებ ისევ – ახლა ჩემი ძვირფასი დედაა სიაში. ის, რომ ის მარტო საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, მთელმა მსოფლიომ იცის. პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანია, საქართველო, უკრაინა – ეს ყველაფერი აშშ-ს პროექტებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს კადიროვი.

მეტი...

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას”- პაპუაშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. „აქ საუბარია ნებისმიერი სახელმწიფოს უმარტივეს, საბაზისო პრინციპებზე. ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ ჩვენ საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი. წინასწარ განსაზღვრული იყო თუ არა ეს დარღვევა და უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას. ამიტომ ეს არათუ…

მეტი...

,,ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამუშაოები დარღვევით იყო ჩატარებული”- თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში მშენებლობის ნებართის ვადის გაგრძელებაზე დამკვეთს უარი ეთქვა. მერიის ცნობით, პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. ,,მთაწმინდის რაიონში, ლაღიძის N12-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შენობის ფასადური კედელი. ფოტომასალით დასტურდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო შეთანხმებული პროექტის დარღვევით, დამკვეთს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა. დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს,…

მეტი...

ათენში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა

ათენში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა.  ამისშესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დაიკარგა ემიგრანტი, ათენში, ნონა ბაბუნაშვილი, რომელიც სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ არ გამოდის კონტაკტზე და გაუჩინარდა. გადაადგილდებოდა არგირუპოლის მეტროს ტერიტორიაზე, ომონიის მიმართულებით. გთხოვთ, გააზიაროთ და ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირეთ მითითებულ ნომერზე – 6942218907“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ჯორჯია მელონი „პლაცებოს“ სოლისტს უჩივის, რადგან ფაშისტი და რასისტი უწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ჯგუფ „პლაცებოს“ სოლისტს, ბრაიან მელკოს უჩივის იმის გამო, კონცერტის დროს მას ფაშისტი და რასისტი უწოდა. მედიის ცნობით, ტურინის პროკურატურამ „პლაცებოს“ სოლისტის წინააღმდეგ გამოძიება „ხელისუფლების ინსტიტუტების უპატივცემულობის“ ბრალდებით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუსიკოსს 5 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

მეტი...

ოთარ შამუგიამ სამეგრელოში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმოში „ჯეონათსი“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. „სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს თხილის მოსავლის დაბინავება სამეგრელოს რეგიონში, როგორი მოსავალია წელს. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა. მათ წინა წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ფერმერს აუცილებლად მოუარონ ბაღებს, განახორციელონ ის ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაწერილია…

მეტი...

,,ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას, ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა”- ზაზა მესხის ახლობელი

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიას ემსხვერპლა ზაზა მესხი და მისი ოჯახი, რომლის შესახებაც ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩვენო ზაზა, გრძელდება ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა. ზოგჯერ ვიცინით, ვხუმრობთ, გვიხარია ცხოვრების პატარა თუ დიდი სიხარულები, მაგრამ ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს, ასე უაზროდ და ტრაგიკულად წართმეულ სიცოცხლეებზე ფიქრი და დარდი, თქვენზე, ყველაზე ერთად, იმ საშინელ დღეს. ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას. ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა. გვახსოვხარ, ზაზა ან კი როგორ უნდა დაგივიწყოთ?! ისევ…

მეტი...

„ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, თუ მიშას არ გამოუშვებს, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ”- რაქვიაშვილი

„ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, თუ მიშას არ გამოუშვებს, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ბუა სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო.…

მეტი...

„ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და ხარისხიც ნორმალურია“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერ შალვა ჩხენკელის თხილის ბაღში თხილის კრეფის პროცესს გაეცნო. სოფელ ანაკლიაში, მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად შეხვდა იმ მეთხილე ფერმერებს, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან. „სამეგრელოს რეგიონში შევხვდით ფერმერებს და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და პირველ რიგში, მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია წლევანდელ მოსავალთან, არსებულ გამოწვევებთან და მოსავლის დაბინავების პროცესთან დაკავშირებით. როგორც ფერმერებმა თქვეს, ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია, საშუალოდ ჰექტარზე დაახლოებით ტონა ნახევარი-სამი ტონის ფარგლებში და ხარისხიც ნორმალურია”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.…

მეტი...

პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  სამწუხარო რეალობაა, რომელშიც თავიდან ბოლომდე დამნაშავე თავად პრეზიდენტია. „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოიპოვა წასვლა ევროპული ვიზიტების მიზეზებით. იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა. ამას დიდი სიხარულით არ ვამბობთ. მას ჰქონდა შემთხვევები, როცა კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ბოლო იმდენად აშკარა იყო, რომ პრაქტიკულად, საქართველოს საზოგადოებას თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე რეაგირების არქონა შეურაცხყოფა იქნებოდა თავად კონსტიტუციისთვის. ეს სამწუხარო რეალობაა, რაშიც თავიდან ბოლომდე დამნაშავე თავად პრეზიდენტია. ბევრი…

მეტი...

20 წლის გოგო, რომელიც მოთხე სართულიდან გადავარდა, დაიღუპა

20 წლის გოგო, რომელიც მოთხე სართულიდან გადავარდა, დაიღუპა.  მისი მდგომარეობა მძიმე იყო და  ამ დრომდე საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს დამატებითი მტკიცებულებაა – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მტკიცეულებაა, რომ ზურაბიშვილი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას. „სავარაუდოდ ის თავის ხარჯებით წავიდა. თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა. არაფერი მტკიცებულებ არ სჭირდება, მაგრამ მტკიცეულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას, შემთხვევით კი არ მოუვიდა, არამედ შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას. არ ვიცი, ალბათ ეს ინფორმაციაც გავრცელდება, რა ხარჯებით არის წასული“, – განაცხადა კობახიძემ. ,,მივიღეთ გადაწყვტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა”- ირაკლი კობახიძე  …

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ო. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად რევოლვერი ამოიღო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული…

მეტი...

პოლიციელს, რომელმაც სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, შინაპატიმრობა შეეფარდა

დნიპროში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა  ჯუმბერ სილაგავა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს დნიპროში პატრულის ორმა თანამშრომელმა გააჩერა ავტომობილი „იაგუარი“, რომელშიც 38 წლის ჯუმბერი სილოგავა, ქალი და ორი შვილი იმყოფებოდა. სამართალდამცავებსა და მამაკაცს შორის მოხდა დაპირისპირება,რის შედეგადაც პოლიციელმა იარაღმა გამოიყენა: სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, სილაგავა მართავდა ავტომობილს და არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს, ხოლო როდესაც მისი მანქანა გააჩერეს, ის აგრესიულად მოიქცა. გარდა ამისა, მან და მანქანის მგზავრებმა უგულებელყვეს პოლიციის მოთხოვნა. სოციალურ ქსელში პატრულისა და სილაგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც…

მეტი...

,,კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია”- კობახიძე

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კენჭისყრაზე გამოჩნდება კოორდინაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის არსებობს. „პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია რომ მიმართულია ჩვენი…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, თბილისსა და აჭარაში, ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს,  სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან  6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ.  რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების…

მეტი...

კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და ზურაბიშვილს სურს, მოვლენების ამგვარი განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს – კობახიძე

დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. „სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს…

მეტი...

,,მივიღეთ გადაწყვტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. ,,საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის…

მეტი...

76% ინტერნეტზეა გადასული, წიგნებს, კითხვას და ტელევიზიას აუდიტორია არ ჰყავს

თანამედროვე რეალობაში, ჩინეთის მოსახლეობას ერთ-ერთი უდიდესი ადგილი უკავია, სადაც ყველაფერი გაციფრულებულია. აქ მოსახლეობის 76% ინტერნეტმოხმარებაზეა გადასული. როგორც ჩინეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაო ჰანგ ჰაუმ ლექცაზე აგვიხსნა, ამ ეპოქაში ყველაზე მეტად მოხუცებს უჭირთ. „ჩინეთში მისახლეობის 76% ინტერნეტის მომხმარებელია. წიგნებს და გაზეთებს არავინ კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებენ. კითხვას და ვიზუალს აუდიტორია არ ჰყავს. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, გარდა ამისა, ყველაფერი ინტერნეტზეა გადასული, ვაჭრობიდან დაწყებული, ნებისიერი სერვისით დამთავრებული. მაღაზიებში არავინ დადის. ძალიან უჭირთ მოხუცებს, რადგანაც ისინი თანამედროვე რეალობას ვერ ეწყობიან, მათთვის ინტერნეტი და მისი მოხმარება ხელმიუწვდომელია“ – გვითხრა პროფესორმა. ამიტომ, ჟურნალისტებიც ძირითადად ბლოგერობას და…

მეტი...