ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა გლდანის ხევის პირველი კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა.

მაშველებმა კნუტი სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 8-10 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები