უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე და სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

18 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი გაათავისუფლა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს რეზნიკოვის ხუთი მოადგილე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით,  მაღალი რანგის წყაროები ამბობენ, რომ ყველა მათგანმა ნებაყოფლობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ წუთებშიც გრძელდება.

ცნობისთვის, უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი. რეზნიკოვის გათავისუფლების ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოვიდა.

მსგავსი თემები