სანდრა რულოვსმა დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სანდრა რულოვსმა კლინიკა „ვივამედში“ დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“, – წერს სანდრა რულოვსი.

მეტი...

რუსებმა ხერსონის ოლქში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანდა ერთ-ერთი განყოფილების სახურავი, კვების ბლოკი, სამრეცხაო, საქვაბე ოთახი, ავტოფარეხი და სათავსოები.

მეტი...

თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა

თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კონსერვატორია ავრცელებს და წერს, რომ ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა. ,,საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება. ამავე…

მეტი...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, ეს ახალი შტატია. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს.

მეტი...

გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს!

29 სექტემბერს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება. ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. სიონის გადასახვევი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 29 სექტემბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას” – ჰერჩინსკი

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას”. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ,,საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მე შემიძლია მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვების გამეორება, რომ ეს იმპიჩმენტის პროცედურა სამწუხაროდ, არ დაეხმარება დეპოლარიზაციას, პირიქით, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვესწრებოდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში და თავად შევესწარი მის გულწრფელ თხოვნას ევროპარლამენტის წევრების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საკითხი, რომელზეც მე შემიძლია კომენტარის გაკეთება, მომავალში გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა მე შემიძლია ჯოზეფ ბორელის სიტყვების გამეორება, რომელმაც თქვა, რომ იმპიჩმენტის…

მეტი...

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა” – ჟოზეფ ბორელი

,,ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა”. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ,,უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის უკან ბევრი ქვეყანა დგას და ჩვენ რომ სამხედრო გზით არ დავეხმაროთ უკრაინას, ეს ქვეყანა თავის დაცვას ვერ შეძლებს”, – აღნიშნა ბორელმა. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინის მიმართ ,,უფრო დიდია, ვიდრე შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით”.

მეტი...

,,პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და შანტაჟი” – პაპუაშვილი

პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და შანტაჟი – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ,,არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის. ეს საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს. ამ არეული საკითხის დალაგება იმით შეუძლია, რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ერთადერთი შედეგი, თორემ ამას დომინოს ეფექტი აქვს – იქ, სადაც პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს, შემდეგ სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს მისცემენ. პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და…

მეტი...

,,გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობას არ გრძნობს” – ანალენა ბერბოკი

ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ,,ჩვენ ვართ დემოკრატია, ამიტომ ყველას აქვს საკუთარი შეხედულებები მსოფლიოში არსებულ საკითხებზე. მაგრამ თავიდანვე, გერმანელების, ევროპელების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმოდა, რომ ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით უკრაინელების ადგილას”, – აღნიშნა მან. ბერბოკმა აღიარა, რომ გერმანია, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, განიცდის მაღალ ინფლაციას და გერმანიის ეკონომიკა ასევე უკიდურესად იყო დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.

მეტი...

25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს – კვლევა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების უმეტესობა (58%) არ არის დასაქმებული, თითქმის ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (21%) კი, აქტიურად ეძებს სამსახურს. კვლევის თანახმად, ახალგაზრდების დანარჩენი ნაწილი ან სწავლობს, ან რაიმე სხვა მიზეზით არ არის დასაქმებული. ამასთან კვლევაში აღნიშნულია, რომ 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს. კვლევის ძირითადი მიგნებები: 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში. 14-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი…

მეტი...

საქართველომ ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან,  ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი იკრძალება. აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს. ​შესაბამისი განკარგულება 26 სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში.

მეტი...

,,მე ვარ ლაზარე,  შენ ხარ ლაზარე,  ყველანი ვართ ლაზარეები”- გვარამია პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს. ნიკა გვარამია ლიტუვიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ლაზარე გრიგორიადისი რეჟიმის პირადი ტყვეა. ,,ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის ნამდვილად პირადი ტყვე რეჟიმის. მას მიუსაჯეს წელიწადნახევარი სრული სისულელისთვის, რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმისთვის, რომელიც ეხება მასსა და მამამისს შორის შელაპარაკებას. მისაჯეს იმიტომ, რომ იმყოფება პატიმრობაში აბსურდული მოლოტოვის კოქტეილის საქმისთვის, რომელსაც ვერ უმტკიცებენ, ვერც მტკიცებულებები მოაქვთ და იმისთვის რომ მას გასდიოდა პატიმრობის ვადა და იძულებულნი იყვნენ, რომ გაეშვათ, სასწრაფოდ შეთხზეს ეს მეორე საქმე, უფრო სწორად, ვითომ დაამთავრეს და ამ მეორე…

მეტი...

,,დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები”- თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება…

მეტი...

,,როდესაც საუბარი უკრაინის პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ”- პაპუაშვილი

 „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს. მისივე თქმით, საქართველომ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი და უზრუნველყო მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება და განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა. „როდესაც საუბარი პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ. რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას; ამ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს. მათ შორის, სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში  გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის  ხელშეკრულება, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება –  71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა  – 26,9 მლნ აშშ დოლარი. განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმა კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია − წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ  გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის…

მეტი...

,,არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს”- ნათია თურნავა

არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. ,,გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ”, – განუცხადა თურნავამ “ფორმულას”. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.

მეტი...

,,მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის”- პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლატვიელ კოლეგასთან ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

ნიუ-იორკში მოკლული 43 წლის საქართველოს მოქალაქე მამუკა ყულოშვილია

ნიუ-იორკში მოკლული 43 წლის საქართველოს მოქალაქე, მამუკა ყულოშვილია.  საქართველოს მოქალაქეს ცივი იარაღით ჭრილობები  ასევე საქართველოს მოქალაქემ მიაყენა. მედიის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. 43 წლის კაცი, რომელსაც 15-მდე  ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში დაიღუპა.  თვითმხილველების ცნობით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, კაცის დაჭრის შემდეგ კი, ბრალდებული ადგილიდან გაიქცა. „შენ მხოლოდ ასეთი ლამაზი ღიმილები დაგვიტოვე მამუ, დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს ტელეფონში შენი ღიმილების და პოზიტივის კოლაჟი…რა მტკივნეულია შენი წარსულში მოხსენიება,“ – წერს გარდაცვლილის ნათესავი, მაია ყულოშვილი და გარდაცვლილის ფოტოებს ავრცელებს.  

მეტი...

კალიფორნიაში სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს სარგებლობას – ახალი კანონი

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის მეირ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად 2026 წლის პირველ ივლისამდე ყველა საჯარო და კერძო სკოლა დაწესებულება პირველიდან 12 კლასის ჩათვლით, აღჭურვილი უნდა იყოს სულ მცირე ერთი ისეთი საპირფარეშოთი, რომლითაც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მოსწავლე შეძლებს  სარგებლობას. არსებული კანონი მოითხოვს, რომ საკმარისი რაოდენობის საპირფარეშოები ღია იყოს სკოლის საათებში, როდესაც მოსწავლეები კლასებში იმყოფებიან. არსებული კანონი უფლებას აძლევს სკოლას დროებით დახუროს საპირფარეშო, თუ ეს აუცილებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის ან საჭიროებისამებრ, დაწესებულების შესაკეთებლად. გუბერნატორის პრესსამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, აღნიშნული კანონი გააძლიერებს მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერის შესაძლებლობას, მათ შორის, კალიფორნიაში მცხოვრები ლგბტქ+ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას.…

მეტი...

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ – შალვა კერესელიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით,  პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და შოვთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით,   კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის წევრებად არ იქნებიან წარმოდგენილი. შალვა კერესელიძე განმარტავს, რომ კომისიის საქმიანობაში სხვა საჭირო ფორმით მიიღებენ მონაწილეობას. „გვინდა, გაცნობოთ ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ პოზიცია შოვის საგამოძიები კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. პირველი დღიდანვე ჩვენი გუნდის პოზიცია გახლდათ, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასეც მოხდა. ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან დაიწყო შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა…

მეტი...

,,პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან შვიდ დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართეს პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად  და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს. პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა  „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ 2 დეპუტატი – ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაწევრიანდა. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია, რასაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.  

მეტი...

ნიუ-იორკში, საქართველოს მოქალაქეს მოკლეს

ნიუ-იორკში, საქართველოს მოქალაქეს მოკლეს. საქართველოს მოქალაქეს ცივი იარაღით ჭრილობები  ასევე საქართველოს მოქალაქემ მიაყენა. მედიის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. 43 წლის კაცი, რომელსაც 15-მდე  ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში დაიღუპა.  თვითმხილველების ცნობით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, კაცის დაჭრის შემდეგ კი, ბრალდებული ადგილიდან გაიქცა.

მეტი...

ჩაი, რომელიც 2 000 იუენი ღირს – რეპორტაჟი პეკინიდან

უძველესი ჩაის სახლი Lao She 1988 წელს დაარსდა. ეს არის პირველი ხალხური კულტურის ჩაის სახლი პეკინში. ის მდებარეობს პეკინის უძველესი კომერციული ქუჩის დაშილანის მიმდებარედ. Lao She ჩაის სახლს -ს უკავია 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ბიზნეს ფართობი. აქ თავმოყრილია პეკინის არომატული ჩაის კულტურა. მათ შორისაა არაერთი კულტურის კოლექცია და ე.წ. წიგნის ჩაის, სასადილო ჩაის, ველური ჩაი და სხვა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს ჩაის სადგომის წინ საკმაოდ დიდი რიგი იდგა და დღეში 3000 ფინჯანი ჩაი იყიდებოდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. დანარჩენი კი რეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

მთელი „სანაცეთი“ საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო – კახა კალაძე

სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტმა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელს, ილია წულაიას ერთ ლარად გადასცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძემ განმარტა, თუ რა გარემოებებში აიღო დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აღნიშნული პროექტის განხორციელების ვალდებულება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო. „მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი სიცრუის კამპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2019 წელს გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, სახელი არ მახსოვს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია,…

მეტი...

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა ბიჭს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისში, მე-5 რაიონული სამსახურის ბრიგადამ მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. სასწრაფოს ექიმებმა ბიჭს გაჩერებული გული აუმუშავეს. ,,ქ. თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის ბრიგადამ მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. სტადიონზე ვარჯიშისას ახალგაზრდა ბიჭმა გონება დაკარგა. ადგილზე მისვლისას ბრიგადას მოზარდი გულის გაჩერებით დახვდათ. უფროსი ექიმი ნანა წულაძე იხსენებს, მოზარდი არ სუნთქავდა და გული ჰქონდა გაჩერებული. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გფრ-ს ბიჭს მისი მეგობრები უტარებდნენ და როგორც ნანა ექიმი აღნიშნავს, მის გადარჩენაში უდიდესი წვლილი ამ ბიჭების მიერ სწორად ჩატარებულმა გადაუდებელმა დახმარებამ ითამაშა. ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, რითმი აღდგა, თუმცა კლინიკაში…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება”- კალაძე

„სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ისაუბრა. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურას, რაზეც ქვეყნის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, კახა კალაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. „მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს…

მეტი...

ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 290-მდე დაშავდა.  დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იმყოფებოდა. შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, 13 კი ადგილზევე დაიღუპა. რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და 15 წლის შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ამ დროისთვის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

კოლუმბიაში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი წაგების გამო მოკლეს

კოლუმბიაში საფეხბურთო კლუბ “ტიგრესის” პრეზიდენტი მატჩის წაგების გამო მოკლეს. 63 წლის ედგარ პაესი თამაშის შემდეგ სახლში ქალიშვილთან ერთად მანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც ცეცხლი მოტოციკლზე მყოფმა ორმა მამაკაცმა გაუხსნა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც “ტიგრესმა” “ატლეტიკოსთან” 3-2 წააგო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

28 სექტემბერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 4 მისამართზე ჩაატარებს

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 4 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ. სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთი საათის განმავლობაში მოემსახურება. 10:00-11:00 სთ. – ვარკეთილის ხევის პარკი, ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან 12:00-13:00 სთ. – რუსთაველის მეტროს გვერდით, შოთა რუსთაველის ძეგლთან 14:00-15:00 სთ. – ბუკიას ბაღი 16:00-17:00 სთ. – კიკვიძის ბაღი, ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის…

მეტი...

ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2023 წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. სამ დღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება. კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ვილიამ კოვაჩიჩი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი გლობალური კონკურენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში, კონკურენციის კანონმდებლობის ცენტრის დირექტორი, აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი; ტერესა მორეირა, UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი. დაგეგმილია – ხუთი მარეგულირებელი…

მეტი...

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ მეტი შეძლოს თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – ზელენსკი

,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ მეტი შეძლოს თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, სამაგიეროს გადაუხდიან რუსეთს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების, ყოველი უკრაინული დასახლების წინააღმდეგ ყოველი დარტყმისთვის. ,,ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა სახის შეიარაღება, ეს მოიცავს F-16-ებს. ვამზადებთ პილოტებს და ინფრასტრუქტურას. ეს ასევე მოიცავს შორი მოქმედების იარაღს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ მეტი შეძლოს თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. იგივე ეხება საჰაერო თავდაცვას. ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის დასაფარად, ჩვენ გვჭირდება მეტი სისტემა. ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით რუსეთს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, ყოველი უკრაინული…

მეტი...

27 წლის ქართველი ქალი მეუღლისა და შვილების თვალწინ გააუპატიურეს

გერმანიაში, ქართველი ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს. 27 წლის ქართველი, ჯგუფურად, მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გააუპატიურეს. ნაცემის ქალის მეუღლეც. პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენეს. ისინი სომალიდან და გვინეიდან არიან. დაკავებულები წარსულში ნასამართლევი არიან, თავდასხმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. მოწმეების თქმით, სამმა კაცმა ქმარი ჯოხებითა და მუშტებით სცემა, სცემეს ქალიც და შემდეგ კი გააუპატიურეს. მოგვიანებით ქალმა გაქცევა მოახერხა. შემთხვევა ივნისში ერთ-ერთ სკვერში მოხდა.

მეტი...

საბერძნეთში ცხვრები სათბურში შეიპარნენ და 100 კგ. კანაფი შეჭამეს

საბერძნეთში ცხვრები სათბურში შეიპარნენ და 100 კგ. კანაფი შეჭამეს. Greek Reporter-ის ინფორმაციით, ცხვრები ნაწილობრივ დატბორილ ტერიტორიაზე, ქალაქ ალმორისთან ახლოს სათბურში შევიდნენ, სადაც სამედიცინო კანაფი მოჰყავდათ. როდესაც მწყემსი ფარას დაეწია, ცხვრები “უცნაურად იქცეოდნენ”. როგორც გაირკვა, მათ დაახლოებით 100 კგ. კანაფი ჰქონდათ შეჭმული.

მეტი...

,,საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე”- ესტონეთის პრეზიდენტი

,,საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით, საქმით” – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს. ალან კარისის განცხადებით, მომავალი კვირები მნიშვნელოვანია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებისთვის. ,,ესტონეთს სურს საქართველოს წარმატება ევროკავშირის რეფორმების გზაზე და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილებით მხარი დავუჭიროთ. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე და ევროკომისიის კრიტეტიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით – საქმით”, – წერს კარისი.

მეტი...