აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. ვარდანიანის ცოლის ინფორმაციით, ის იმ მომენტში დააკავეს, როდესაც მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლას ცდილობდა. რუბენ ვარდანიანი არის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელიც საინვესტიციო კომპანიის „ტროიკა დიალოგის“ მფლობელია. ვარდანიანის დაკავების ფოტო აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქის რუბენ ვარდანიანის დაკავების შესახებ. შემდეგ პესკოვმა დაამატა, რომ მან ასევე არ იცის, აქვს თუ არა ბიზნესმენს ამ დრომდე რუსეთის პასპორტი.

მეტი...

„ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!“ – გიორგი კეპულაძე

საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას კიბერთაღლითების შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, მომხმარებელს კიბერთაღლითები ძირითადად უგზავნიან შეტყობინებას, რომ გათამაშების ქულები მოიგო. „კიბერთაღლითებმაც დრო იპოვეს და მომხმარებლების ანგარიშებს შეუტიეს. ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა! მომხმარებელს მობილურზე მისდის შეტყობინება, რომ მან გათამაშებაში მოიგო რაღაც ქულები, რის გასანაღდებლადაც საჭიროა ბმულზე გადასვლა. ბმულზე გადასვლის შემდეგ კი, შესაძლებელია, როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვება, ასევე მისი ანგარიშიდან თანხის მოპარვა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავზარალდეთ: არ ენდო გათამაშების ან მოგებული ქულების შესახებ sms-ით, WhatsApp-ით ან Viber-ით მიღებულ…

მეტი...

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში, ნანგრევებისგან ტერიტორიას ასუფთავებენ.

მეტი...

უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. ,,უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მკაცრად გმობს უეფას გადაწყვეტილებას რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო ტურნირებში დაბრუნების შესახებ. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია დაჟინებით მოითხოვს უეფასა და ფიფასგან წინა გადაწყვეტილებების დაცვას რუსეთის ყველა გუნდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რუსეთის გუნდების მონაწილეობით არცერთ ტურნირში და მივმართავთ უეფას სხვა წევრ ასოციაციებს, ბოიკოტი გამოუცხადონ შესაძლო მატჩებს რუსული გუნდების მონაწილეობით”, – ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიიღეს…

მეტი...

უკრაინაში დააკავეს რუსეთის აგენტები, რომლებმაც 21 სექტემბერს კიევზე თავდასხმა დაგეგმეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) რუსეთის ორი აგენტი დააკავა, რომლებიც 21 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას აორგანიზებდნენ. ,,დადგინდა, რომ დაკავებულებმა რუსებს კოორდინატები გაუგზავნეს ქალაქზე თავდასხმისთვის. მტრის თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო დედაქალაქის სასიცოცხლო ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული GRU-ს წარმომადგენელმა დისტანციურად გადაბირებულ აგენტებს კიევის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაავალა. ჯაშუშები სწავლობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების გადაადგილებას კიევში. მათ რუსებს უკრაინის სამხედროების ლოკაციები გადასცეს. გარდა ამისა, აგენტებმა რუს “კურატორს” ფოტოები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გეოლოკაციები გაუგზავნეს. არსებული ინფორმაციით, ყოველი დასრულებული დავალებისთვის…

მეტი...

აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ს ტერიტორიაზე გაჩერება უვიზოდ, 90 დღემდე შეეძლებათ. სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ისრაელსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კავშირების გაძლიერების ნიშანია. არსებული ინფორმაციით, სავიზო ბარიერები შეუმცირდებათ პალესტინელ-ამერიკელებსაც, რომლებიც ცხოვრობენ როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე შეერთებულ შტატებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის გავლით, ისრაელში უვიზოდ შევიდნენ.

მეტი...

სამეგრელოში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 34 წლის კაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი საკუთარ სახლში ელექტრო-გაყვანილობას აკეთებდა. ახლობლების ცნობით, გარდაცვლილი დარჩელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში სტიქაროსანი იყო. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი დოკუმენტი განიხილა. სარატიფიკაციო დოკუმენტი -„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“ გულისხმობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან პერსონალის გამოყოფას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო შესაბამის შემთხვევაში, ფინანსურ დახმარებას 10 000 000 ევროს ოდენობით რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად. პროექტებს შორისაა: პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში; მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში; ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში; ასევე, კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით. შეთანხმებით განსაზღვრულია გარკვეული საგადასახადო შეღავათები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ სარატიფიკაციო დოკუმენტს.

მეტი...

აშშ-მ 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

დასავლეთის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერმა განაცხადა. ,,ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ”, – განაცხადა პრიცკერმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინს.

მეტი...

უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა – გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, სხვადასხვა ადგილას მოქნილი და მობილური პოლიციის შემოწმებები დაიწყება.  

მეტი...

ემანუელ მაკრონის სიტყვები არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია – ზახაროვა

ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამზრახველია, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები. „ფანტაზიორი, რა უნდა ვთქვა. მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, – განაცხადა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა ხელფასი გაიზარდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად საჯარო თანამდებობის პირებს ხელფასი 5.5%-ით გაეზრდებათ. ხელფასი გაეზრდება თავად ვლადიმირ პუტინსაც, ასევე პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევს. ცნობისთვის, 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის ხელფასი 10.2 მილიონ რუბლს ($105 000) შეადგენს.

მეტი...

,,ბარხატნი სეზონია” და მოგზაურობს – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე

ბარხატნი სეზონია” და მოგზაურობს – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებს მისი თქმით, პრეზიდენტუ ვიზიტებს უბრალოდ ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის. ,,ბარხატნი სეზონია”, ასე ეძახიან. ეტყობა, ეს დრო დაუდგა თუ რაღაც და მოგზაურობს. სხვანაირად როგორ – სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს. მოგზაურობაა ეს, მეტი არაფერი. უბრალოდ, ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის. მას შეეძლო, ეს პირველ შემთხვევაში გაეკეთებინა, როცა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურად უარი მივიღეთ, მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში,…

მეტი...

,,მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს”- პრემიერი

მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლიდან  მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. „ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ მძიმე შედეგები იქონია ჩვენს ხალხზე. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ომის გამო არსებული არასტაბილური ვითარება გვახსენებს აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და კონფლიქტების −  მათ შორის…

მეტი...

ჯო ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა საიდუმლო სამსახურის აგენტი დაკბინა

თეთრ სახლში ჯო ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა საიდუმლო სამსახურის აგენტი დაკბინა. დაშავებული ოფიცერი თავს კარგად გრძნობს. ეს უკვე მეთერთმეტე შემთხვევაა, როდესაც ძაღლი თავს მცველს დაესხა. თეთრი სახლის პრესმდივანი მომხდარს თეთრ სახლში ცხოვრების სტრესულ გარემოს უკავშირებს.

მეტი...

,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს”- ღარიბაშვილი

დღეს ჩვენ ვიკრიბებით მნიშვნელოვანი თარიღის − საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლის იუბილის − აღსანიშნავად. ჩვენ ერთად ვიაზრებთ იმ გზას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად გავიარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით. ,,2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით, რომლის მიზანი იყო ზედამხედველობა გაეწია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის…

მეტი...

„დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩანს, მელია შექმნის ცალკე პარტიას”- ხათუნა სამნიძე

„დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩანს, მელია შექმნის ცალკე პარტიას”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს და ცალკე პარტიას შექმნის. „დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩანს, მელია შექმნის ცალკე პარტიას. ეს ჩანდა აქამდეც და უკვე დადასტურდა მისი მხრიდან. მაქვს მოლოდინი, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს. როცა ოპოზიციურ პარტიებში არის შიდა არეულობა და შიდა დაპირისპირება გარეთაც გამოდის, ეს ასუსტებს ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტიები ოპოზიციის მხარეს. გვჭირდება მეტი კოორდინაცია და ალტერნატივის შექმნა. ამას კი სჭირდება გამოკვეთილი პროფილები თითოეული პარტიიდან. პარტია, სადაც მუდმივად დაპირისპირებაა,…

მეტი...

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ”- ლევან იოსელიანი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ…

მეტი...

შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ უსაფრთხოების ძალებთან, სამართალდამცავებთან და სამხედროებთან ყოველდღიური საკონფერენციო საუბრის შემდეგ განაცხადა. ..მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ წინ მივდივართ დონეცკის მიმართულებით. არის სხვა გეგმები, რომლებიც ხორციელდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოხუმის დაცემის 30 წლისთავს ეხმაურება და  წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არც ერთი სიტყვა არ თქმულა სოხუმზე და ოკუპაციაზე. მისი თქმით, უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ,,არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია , განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა . მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა , მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა! ბოლო…

მეტი...

ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. აღნიშნული განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მომღერალს ჯილდო სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის” გადაეცა.

მეტი...

„დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”- ოთარ შამუგია

„დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. „დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთი. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების და თითოეული მოქალაქის ხსოვნას, ვინც ამ ომს შეეწირა. დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთობლივად, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა გარემოს…

მეტი...

27-29 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 29 სექტემბერს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია…

მეტი...

,,ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება”- იოზვიაკი

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. ,,ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება”, – წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. „გუშინ, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. მოხდა სწრაფი რეაგირება და უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. აღნიშნულ საკითხზე დღესვე მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე გზის აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის მობილიზება წუხელვე მოხდა. არის ვარაუდი, რომ…

მეტი...

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამით 8, 10 და 12- მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები შეივსება, ხოლო ამჟამად მომუშავე მძღოლები 18-მეტრიან ავტობუსებზე გადანაწილდებიან. „უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები“, –…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს თავად პრეზიდენტი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ავრცელებს. პრეზიდენტი გუშინ, ლატვიაში, პრეზიდენტ ედგარს რინკევჩის, ხოლო გუშინწინ ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა.

მეტი...

„მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო“- კახა კალაძე

„მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობას და აფხაზებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს. „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო. მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი…

მეტი...

,,ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა!”- ლევან ხაბეიშვილი

„ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა. თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული  ოჯახების სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული. ,,ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი.…

მეტი...

,,ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ”- გიორგი ვაშაძე

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ, ამ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სტრატეგია აღმაშენებელია“ გაერთიანებული და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი მოვიტანოთ საქართველოსთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. „დანარჩენ საკითხზე ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კარი ჩვენ არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყველა მედასავლეთე ადამიანისთვის ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.

მეტი...

ყარაბაღში საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

26 სექტემბერს ყარაბაღში,  სტეფანაკერტის მახლობლად საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. უცნობია 105 ადამიანის ადგილსამყოფელი აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა, რეგიონის დასატოვებლად, საწვავის მისაღებად რიგში იდგა. რამ გამოიწვია აფეთქება, ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

სადახლოზე სატვირთოს სამალავში 278 208 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოზე 278 208 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. უწყების ცნობით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 278 208 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურმა საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა.

მეტი...

შიჩანჰაი ყველაზე დიდი ისტორიული და კულტურული ნაკრძალი პეკინში

შიჩანჰაი არის ისტორიული და კულტურული ტურისტული ადგილი პეკინში. ის მდებარეობს პეკინის ისტორიულ და კულტურული დაცვის ზონაში. მას 336 000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. შიჩაჰაი 2000 წელს დამტკიცებული 25 ისტორიული და კულტურული ნაკრძალიდან ყველაზე დიდია. ამ ტურისტული ზონის შემოვლა შესაძლებელია სპეციალური ეკოლოგიური ტრანსპორტით – ველოსიპედზე შებმული 2 ადგილიანი ეტლით, რომელიც ტურისტებისთვის ადგილზე ქირავდება. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

,,არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ… თქვენ ხართ მატყუარა”- ადა მარშანია დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდა

გმირთა მემორიალთან ხმაური იყო. იმ დროს, როდესაც უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია მივიდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა. ,,არაფერს არ აკეთებთ თქვენ, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდეთ. პარლამენტი, იმ ქვეყნისა, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, არცერთხელ სხდომაზე არ იხილავს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხს. ეს ნორმალურია ხალხო? არ გაცლით ინტერვიუს ჩაწერას…არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ… თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკური ძალა!, არც თქვენ უნდა იყოთ ხელისუფლებაში და არც ”ნაციონალური მოძრაობა”,- უთხრა მარშანიან ხუნდაძეს.

მეტი...

ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს – პრემიერი

ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ისტორიული ვიზიტის დროს მას ჰქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები ეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან თანამშრომლობის ახალი გზების გამოსავლენად. „მეგობრებო, საქართველო – თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით – აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. ეს მეგობრობა და ეს კავშირი ცხადყოფს, რომ მსგავს ღირებულებებს ძალუძს გეოგრაფიული სივრცეების გადალახვა და ხალხის გაერთიანება კოლექტიურ ძალისხმევაში. ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრობას და ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას. ჩინეთს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, რომელმაც 31 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენთან დიპლომატიური კავშირები დაამყარა, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს გულებში. ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს…

მეტი...