ყაჩაღობა წალენჯიხაში – შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში წუხელ, გვიან ღამით, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარი.

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. ნახევარი საათის განმავლობაში მათ ემუქრებოდნენ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავტომატის კონდახით თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.

დაშავებული პოლიციას ექსპერტიზაზე ჰყავს გადაყვანილი.

მსგავსი თემები