ბაიდენი ზელენსკის შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ შეერთებული შტატები შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას მიაწვდის. „ენ-ბი-სი“ინფორმაციით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. უცნობია, როდის მიიღებს უკრაინა ამ შეიარაღებას. თვეების განმავლობაში, უკრაინა ითხოვდა არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც ATACMS, რომელიც კიევს მისცემს შესაძლებლობას დაესხას სამიზნეებს დაახლოებით 180 მილის მანძილზე.

მეტი...

,,ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე”- ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე. ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტი, მყიფეა და ადრე თუ გვიან დაიღლებიან. „ჩვენ ბალახისმჭამელები ვართ მტაცებლების სამყაროში. ეს არის ძალაუფლების პოლიტიკის სამყარო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მხედველობაში, რომ ვაჭრობითა და კანონის უზენაესობის ქადაგებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიქადაგოთ კანონის უზენაესობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც სხვაგვარად უნდა მოვეპყროთ“, – განაცხადა…

მეტი...

გლდანში ნიკა მელია დააკავეს

გლდანში, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხელჩართული ჩხუბი იყო. დაკავებულია ”ნაციონალური მოძრაობის”  ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბაჩო დოლიძეც. რა მუხლით არის დაკავებული ნიკა მელია ამ ეტაპზე უცნობია. ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და პრეზიდენტის მონაწილეობით. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31 1 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 31 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი”, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.  

მეტი...

,,ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ, შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით”- კობახიძე ოპოზიციას

„მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი თქვენგანი არ იყო შოვში არა თუ პირველ და მეორე დღეს, არამედ საერთოდ არ ჩასულხართ. ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ. შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით და ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში რაჭველი დეპუტატებიც არიან და არც ისინი ჩასულან რაჭაში. „არც სამშობლო, არც კუთხე, არაფერი წმინდა არ აქვთ ამ ადამიანებს. მათი გუნდის წევრი, გუბერნატორი იყო, გამოდის…

მეტი...

ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ. მისი თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს პროვოკაცია მოუწყო გლდანის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა. „საკრებულოში სიტყვით გამოსვლის შემდებ, ირაკლი ეძგვერაძე მობრუნდა სახლში გლდანში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი, კანონიერი ქურდი შუკაკიძის ძმა, ვიღაც ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს, მთელი „ქართული ოცნების“ შპანა. უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, ეს ყველაფერი გააკეთა არა ქურდმა შუკაკიძემ, ლაჩარმა ვითომ კანონიერმა, რომელმაც 2020 წელს რაც იკარდა კობიაშვილ-კალაძესთან ერთად, კარგად გახსოვთ, იარაღით რომ დარბოდნენ გლდანში და მიუხედავად ამისა, გლდანის რაიონი…

მეტი...

,,ბე­რა­ია არც გა­ბე­დო, ხმა ჩა­ი­წყვი­ტე, შე რეგ­ვე­ნო! შენი ტოლი და სწო­რი ნახე”- ხერხეულიძე ბერაიას

ბე­რა­ია არც გა­ბე­დო, ხმა ჩა­ი­წყვი­ტე, შე რეგ­ვე­ნო! შენი ტოლი და სწო­რი ნახე და იქ იყ­მუვ­ლე, შე, რეგ­ვე­ნო, შენ! – ამ სიტყვებით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრს, ირაკ­ლი (დაჩი) ბე­რა­ი­ას მიმართა. დე­პუ­ტა­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას მოყ­ვა. ,,კო­ლე­გე­ბო, რომ­ლე­ბიც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ბრძან­დე­ბით, ეს არის მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თი ამ­ბა­ვი. ოდეს­ღაც ჩვენ ვის­ხე­დით მაგ მხა­რეს და აქეთ იყო ოპო­ზი­ცია. თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბით. ბე­რა­ია არც გა­ბე­დო, ხმა ჩა­ი­წყვი­ტე, შე, რეგ­ვე­ნო! შენი ტოლი და სწო­რი ნახე და იქ იყ­მუვ­ლე, შე, რეგ­ვე­ნო, შენ! ყო­ველ­თვის იცო­დეთ, რომ ეს არის ძა­ლი­ან მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს არ არის კა­ცის…

მეტი...

„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ“ – ხვიჩია გომელაურს

„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ რამეს დააკლებდით ამ სიტუაციაში, რადგან ადამიანურად მესმის ვისზე როგორ იმოქმედებდა, ნებისმიერ ჩვენთაგანზე ასეთი ტიპის ტრაგედია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენისას.  „თბილისში ერთი დიდი საგანგებო სამსახურის არსებობა და ყველაფერზე მისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე ერთი დიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობა, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი დაწყებული დამნაშავის დაკავებიდან, სტიქიურ ზონებში ეფექტურად მოქმედებამდე გაგრძელებული, არასწორია. ეს მოწყობაა არასწორი და ჩემი აზრით, თქვენც ამ არასწორი მოწყობის მსხვერპლი ხართ, ბატონო მინისტრო“, –…

მეტი...

ამხელა შს მინისტრი რომ ოროსანი დაჩი ბერაიას დასაცავი ხართ, თქვენს ადგილას შემრცხვებოდა – წითლიძე გომელაურს

,,ამხელა შს მინისტრი რომ ხართ კაცი, აი ამხელა სამინისტრო გაბარიათ და ოროსანი დაჩი ბერაიას, ირაკლი ზარქუას და ალუდა ღუდუშაურის დასაცავი, რომ ხართ, თქვენს ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა, არ გრცხვენიათ,”- ამ სიტყვებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ ვახტანგ გომელაურს მიმართა. ,,შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ აქ რომ პასუხებით არ მოხვიდოდით, ეს ძალიან კარგად ვიცით. პირველივე დღეებში თქვენ გააკეთეთ ასეთი განცხადება, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არისო და  ამით ფაქტობრივად  პასუხი გაეცით კითხვებს. თქვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა თქვენ კიდევ ბევრ რამეში ხართ…

მეტი...

“ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“ –  დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა ხმაურით მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ვახტანგ გომელაურს რაჭის სტიქიაზე ჰკითხა და პასუხი მოითხოვა, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერ სტიქიის ზონაში პირველივე დღეს. “შენ ხარ ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“, „ვინ გაგზარდა!“, – ამ შეძახილებით შეხვედნენ ვაშაძის გამოსვლას საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენლები სხდომათა დრბაზში. ვაშაძემ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა რომ ის არ იყო ოპერატიული. მას „პოპულისტი,“  „ომის პარტიის“ წერი და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც უწოდეს.  

მეტი...

მოგზაურობა კლდეებში მოქცეულ ლუნცინის ხეობაში (ვიდეო)

      მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან  

მეტი...

მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან

ლუნცინის ხეობა პეკინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს. მას “პატარა სამ ხეობას” უწოდებენ. ეს არის კლდეებს შორის გაშენებული სამოთხე. ტერიტორიის გარე სივრცემდე მიდიხარ ტრანსპორტით, ტერიტორიაზე გხვდება გადახსნილი, ტურისტული ავტობუსი, რომლითაც მიგიყვანენ იმ ზონამდე, საიდანაც იწყებ ფეხით მოგზაურობას. პირველი წერტილი არის გველეშაპის გამოქვაბული. შედიხარ ღია გველეშაპის პირში, რომელშიც მოწყობილია სპეციალური ესკალატორი, როგორც მეტროში, რომელსაც აყავხარ კლდეების ძირში, იქ, სადაც ტურისტებს კლდეებს შორის მოქცეული სამოთხე ელოდებათ. კერძოდ, მდინარე, სადაც სპეციალური კატერებით შედიხარ ხეობაში და იწყებ მოგზაურობს. კატერს მიყავხარ სწორედ იმ წერტილამდე, სადაც მოძრაობს საბაგირო და მხოლოდ საფეხმავლო სივრცეა. ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთი 140…

მეტი...

როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო – გომელაური

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ვერტმფრენი ,,მი–8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების  და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ…

მეტი...

,,მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია”- ვახტანგ გომელაური

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ  ვერტმფრენები და სითბური დრონები,  თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია, იმისთვის რომ ადამიანი მიხვდეს  – ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა  შესაძლებელია  მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ  ვერტმფრენები და სითბური დრონები,  თუმცა ელემენტარული ანალიზიც…

მეტი...

,,თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”- გომალაური

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმ საკითხს, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მის თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, 15 საათსა და 12 წუთზე  გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. „რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი…

მეტი...

,,სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შეტყობინების პირველივე წუთებიდან მომხდარ რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოვისმინეთ. „მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ, ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ  არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა,   ამიტომ ყოველთვის მზად ვართ,…

მეტი...

ლონდონში, პოლიცია დედას და ორ შვილს ეძებს

ლონდონში, პოლიცია სასწრაფოდ  დედას და მის ორ შვილს ეძებს. მათი გატაცებისთვის 50 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავეს. 31 წლის ჯეიმი-ლი კელიმ სამშაბათს საღამოს დატოვა ოჯახის შეფასების ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში სამი წლის ქალიშვილთან და ახალშობილ ბიჭთან ერთად პერსონალის სურვილის საწინააღმდეგოდ. ოთხშაბათს გამოძიებასთან დაკავშირებით 50-წლამდე მამაკაცი დააკავეს, ის რჩება პატიმრობაში. პოლიცია ახლა მოსახლეობას დახმარებას სთხოვს ოჯახის პოვნაში. „ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ჯეიმი-ლისა და მისი შვილების კეთილდღეობით, რომელთაგან ერთი თვეზე ნაკლებია“,- განაცხადა დეტექტივმა.

მეტი...

პარლამენტის უკან აქციას, ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, რომლის ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“ ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს. „პარლამენტის უკან აქცია იმართება, რომლის მთავარი ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“. აქციას ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

მეტი...

კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის უთანხმოება გაიზრდება – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის უთანხმოება გაიზრდება. მისი თქმით,  ეს გარდაუვალია. „ჩვენ ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის არის გარკვეული უთანხმოება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს დაძაბულობა ვარშავასა და კიევს შორის გაიზრდება. გვესმის, რომ უთანხმოება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორის დროთა განმავლობაში ასევე გაიზრდება. ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მეტი...

„ამიტომ არ გინდათ ევროკავშირი, ევროკავშირი არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობა”- გიორგი ვაშაძე

„რეფორმების ჯგუფის“ წევრმა  გიორგი ვაშაძემ, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსმენის დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა: „ამიტომ არ გინდათ ევროკავშირი. ევროკავშირი არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და სამართლიანი სასამართლო. კორუმპირებულების და ოლიგარქების  მმართველობა კი არ არის ევროკავშირი, ხალხის მმართველობაა და ამიტომ ეწინააღმდეგებით დღენიადაგ ევროკავშირს, რომ არ გინდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ლაზიკა – ანაკლიაზე რომ ვსაუბრობთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ,  ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ვუგზავნით გზავნილს, რომ რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც არის სიკვდილის ტოლფასი დღეს   მთელ მსოფლიოში და თვითონ რუსეთში, ექნებათ ქართულ – ევროპული პასპორტი. ამაზე დიდი საქმე…

მეტი...

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას რაკეტა დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორმა ავრცელებს. Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ ფრაგმენტი ჩამოვარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დედაქალაქ ლუნაჩარსკის თეატრთან. “მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ფლოტის შტაბზე. ფრაგმენტები ჩამოცვივდა ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – წერს ე.წ გუბერნატორი. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და დაზუსტებულია ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ.

მეტი...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა. მისი თქმით,  ფარცხალაძე მოკვლევის დაწყების დღესვე გამოიკითხა. ,,სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არცერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამადასტურებლად. აშშ-მა და მისმა სახდეპმა რომ ეს არის აგენტი, ამას უნდა მოაყოლონ სუს-ში მაინც ერთი მტკიცებულება, რომ ეს არის აგენტი”, – განაცხადა მდინარაძემ.   წყარო: ტვ პირველი

მეტი...

ნეაპოლში ქართველი მძღოლი ცენტრალურ გზაზე უკუსვლით გადაადგილდებოდა – სალერნოს სასამართლომ 43 წლის ქართველს სანქცია დაუწესა

ნეაპოლის პოლიციამ ქართველი მძღოლი, რომელიც ცენტრალურ გზაზე უკუსვლით გადაადგილდებოდა გააჩერა. როგორც ირკვევა, „კაპოდიმონტეს“ გვირაბამდე მისულმა მძღოლმა დროებით შეაჩერა ავტომობილის მოძრაობა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, საგზაო მოძრაობის ოპერატორების ერთეული მივიდა მძღოლს დასახმარებლად, თუმცა მძღოლი ადგილიდან წასული იყო. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ საგზაო მოძრაობის დარღვევაში ეჭვმიტანილი  საქართველოს 43 წლის მოქალაქე იყო. მისი თქმით, უკუსვლით მოძრაობის მიზეზი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების უკმარისობა იყო, რომელიც ასეთ ვითარებაში მხოლოდ ამ რეჟიმის მიმოქცევის საშუალებას იძლევა. მამაკაცს მოძრაობის შეფერხებისთვის, ასევე მართვის მოწმობის დროებით ხელმისაწვდომობის გამო დაეკისრა ჯარიმა 944 ევროს ოდენობით.

მეტი...

„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული, რომ…”- დავით ოქიტაშვილი გარდაცვლილი ლექტორზე

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. 65 წლის ლექტორმი მწყემსებმა გარდაბნის ტყეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. „ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული რომ თურქეთმა, გერმანიამ და სხვა კლინიკებმა სადაც გადაგზავნილი იყო ანამნეზი, უარი თქვეს მიღებაზე“,- განაცხადა დავით ოქიტაშვილი „მთავარ არხთან“.

მეტი...

,,პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე მიმართვას ელოდებოდა, თუმცა ორი დღეა, ხელს არ აწერს”- მდინარაძე

პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს, თუმცა უკვე ორი დღეა გასული და ხელს არ აწერს, რაც გამაოგნებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.   მისი თქმით, პრეზიდენტი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით ოპოზიციას დაბალ ტემპერატურას  ანარჩუნებინებს. „ზუსტად არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს, მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან მითითებას ელოდება და ამას ვერ წყვეტს, როგორც სხვა საკითხებს. რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერ მიაღწიეს, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ. პრეზიდენტს სტატუსის…

მეტი...

პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ესაუბროს, როგორც „მეგობარს“ უკრაინის მარცვლეულის დავის მოსაგვარებლად

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზადაა ესაუბროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც “მეგობარს” უკრაინის მარცვლეულის დავის მოსაგვარებლად. კითხვაზე, გაანაწყენა თუ არა ზელენსკის კომენტარებმა, რომელიც მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა, დუდამ უპასუხა: „შეიძლება ნაწყენი ძალიან ძლიერი სიტყვაა“. „გამწარებული ვიყავი, მირჩევნია ასე განვაცხადო. მე ამას ვიტყვი, მშვიდად ვიყოთ, გთხოვთ, ტემპერატურას ნუ გავზრდით, რადგან ეს არის დავა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მცირე ნაწილს ეხება. ნუ დავუშვებთ, რომ გავლენა მოახდინოს მთლიანობაში, რადგან ამას არანაირი გამართლება არ აქვს და ამით მხოლოდ სხვები ისარგებლებენ“, – განაცხადა დუდამ.

მეტი...

,,ამდენი ხანი კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი”- სალომე სამადაშვილი

,,იმდენჯერ მოვისმინეთ რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მგონი ამდენი ხანი კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი,”- ამ სიტყვებით „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორად ჩინურ კონსორციუმი აღმოჩნდება. ,,იმდენჯერ მოვისმინეთ რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მგონი ამდენი ხანი კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი.. გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება სწორედ ჩინური შესაბამისი განმცხადებელი. თეორიული ხარჯი 50 მილიონი იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ ასობით მილიონს აპირებთ, რომ დახარჯოთ ამ პროექტში ხალხის ჯიბიდან ამოღებული. მე მაინტერესებს 50 მილიონიანი გარანტიისთვის თუ ძალიან სარისკო იყო ეს პროექტი, დღეს ასობით…

მეტი...

,,დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის”- კრამონი

დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი. „ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია. საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ იღებს. უკან, რუსული ჭაობისკენ გზა არ არსებობს, არ არსებობს გზა შეზღუდული თავისუფლებებისკენ და ავტოკრატიისკენ დასაბრუნებლად. არის მხოლოდ წინსვლის ერთი გზა – საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ქართველი ხალხი ძალიან…

მეტი...

ანაკლიის ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე ორი კომპანიაა გადასული – შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. მისივე თქმით, კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. „საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პურობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების…

მეტი...

ბაბუშერას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, უწყების წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 30 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო…

მეტი...

,,ჩვენი პირველი გეგმა – არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან”- ნიკოლ ფაშინიანი

მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჩვენი თანამემამულეების მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე. „სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევაში, მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი. საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვასა და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან. ჩვენი პირველი გეგმა – არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქმედებებში, რათა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, –…

მეტი...

,,გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია”- ზბიგნევ რაუ

ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთისა და რუსეთის შედარება, რომელიც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში ისმის, უკიდურესად შეურაცხმყოფელია პოლონელი საზოგადოებისთვის. „მიგვაჩნია, უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მხოლოდ მავნე, მტკივნეული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელია. პოლონეთს სჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთთან ურთიერთობა პოლონეთისა და უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ინტერესის მიხედვით განვითარდეს. საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობის მიმართ“, – განაცხადა რაუმ. რაუმ აღნიშნა, რომ იმავე სახლებში,…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 22-24 სექტემბერს – მოსალოდნელი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დედაქალაქში – თბილისში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ…

მეტი...

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ერევანში 22 სექტემბერს დილიდან დაიწყო საპროტესტო აქციები. მოქალაქეები ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მთავრობამ არცახი მიატოვა. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. ბლოკ “დედა სომხეთის” ხელმძღვანელმა ანდრანიკ ტევანიანის განცხადებით, ხვალიდან საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.

მეტი...

,,რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა”- პრემიერი

რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს.  რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

,,დააკავეთ რუსეთის აგენტი ფარცხალაძე” – აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან ამ წუთებში  საპროტესტი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს წარწერით ”დააკავეთ რუსეთის აგენტი ფარცხალაძე”. დღეს პარლამენტში ორ მინიტრს,  შინაგან საქმეთა მინისტრ,ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ელოდებიან.

მეტი...