პრეზიდენტი არ არის “კავკასიის ტყვე ქალი”, ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტი არ არის “კავკასიის ტყვე ქალი”, ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლს” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის წინააღმეგ დაწყებული იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული კურსის დივერსიაა.

,,მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყება არის დივერსია ჩვენი ევროპული კურსის. ამას აკეთებს ორი მიზეზით, ერთი, რომ ევროპელ პარტნიორებს უთხრან, რომ ეს არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და ჩვენ სხვაგან ვართ და იქნებ შეძლონ, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და მეორე საკითხია, შიდა პოლიტიკური სივრცის პრობლემების გადაფარვა. პრეზიდენტი არ არის კავკასიის ტყვე ქალი ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები