როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 9 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში 9 სექტემბერს, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს დღისით გამოდარებით. 9-10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ქუთაისში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი. ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაურში,…

მეტი...

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მეტი...

შატილის მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია

შატილის მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მეტი...

მეწყერი სოფელ ჭაქვინჯში

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში ერთ-ერთი ოჯახის საკარმიდამო დამეწყრა. ტერიტორიიდან ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც. ასევე, პრობლემებია ქალაქ ზუგდიდშიც. ქუჩები დაიტბორა და საკანალიზაციო ჭებიდან ფეკალური მასა გადმოვიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც.

მეტი...

ოზურგეთისა და ლანჩხუთის სოფლებიდან 122 ადამიანია ევაკუირებული

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს. გურიის რეგიონში ამ დროისათვის მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

მეტი...

ბალტიის ზღვაში ნატოს საზღვაო ძალების წვრთნები დაიწყო

ნატოს საზღვაო ძალები ბალტიის ზღვაში, ძირითადად ესტონეთისა და ლატვიის სანაპიროებზე ყოველწლიურ საზღვაო წვრთნებს – Northern Coasts ატარებენ. წვრთნები დღეს დაიწყო და 2 კვირას გაგრძელდება. მასში დაახლოებით 30 სამხედრო ხომალდი და 14 ქვეყნიდან, 3200 პერსონალი მონაწილეობს. რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნები გერმანიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით ტარდება და ფოკუსირებულია ნატოს მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვაზე. „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ რადიკალურად შეცვალა უსაფრთხოების ვითარება ბალტიის ზღვაში და ნატომ არსებითად გაზარდა თავისი თავდაცვისუნარიანობა რეგიონში ზღვაზე, ხმელეთზე და ჰაერში. მსგავსი წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ნატო მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი”, – განაცხადა ნატოს სპიკერის…

მეტი...

დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში რუსების სამხედრო ნაწილი იწვის

დროებით ოკუპირებულ ყირიმში,  სიმფეროპოლში, რუსების სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული გამოცემა UNIAN ტელეგრამ არხზე წერს, რომ ხანძრამდე  ცოტა ხნით ადრე აფეთქების ხმა გაისმა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

,,ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული კინოფირები გაანადგურა” – SOVLAB

ეროვნული არქივის კინოცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ისტორიული კინოფირებია განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი, რა პერიოდის და მოცულობის ზარალზეა საუბარი. ,,8 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული კინოფირები გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს არქივებზე წვდომას. წლების განმავლობაში, არქივებზე წვდომის ხელოვნური შეზღუდვების ზრდისა და მკვლევართათვის სისტემატიური ხელის შეშლის ფონზე, ძნელია ნდობით მოვეკიდოთ მტკიცებას იმის შესახებ,…

მეტი...

ციფრული ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები – ჩინეთში 2023 წლის ფორუმი გაიხსნა

ჩინეთი – ცენტრალური აზიის თანამშრომლობის ფორუმი არის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი, რომელიც დაარსდა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ და მიმართულია ეკონომიკური თანამშრომლობისკენ საერთო განვითარებისთვის. ეს არის ჩინეთის მიერ ინიცირებული ერთ-ერთი მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა. როგორც ფორუმზე აღნიშნეს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის მშენებლობის უწყვეტი პროგრესით, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის თანამშრომლობა განვითარების ე.წ. ოქროს პერიოდში შევიდა. ერთად ვნახოთ რა ხდება ქალაქ სიემენში. ეკა გულუა ჩინეთიდან მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)  

მეტი...

გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედარი გამორიყა

გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედარი გამორიყა. ცხედარი დიდი ხნისაა და მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ხულოში სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ბაკოში სახლი დაიწვა. სახლში რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფელ თხილვანაში ხულოს მერის რწმუნებულის, მამუკა ქამაშიძის თქმით, ოჯახი ქირით გაიყვანეს, ზარალის დათვლის შემდეგ კი, დაზარალებულ ოჯახს ხულოს მერია 20 ათას ლარს გადასცემს.

მეტი...

გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს. მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ,,გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას”, – წერს პრემიერი “ტვიტერზე”.

მეტი...

ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)

სიემენი ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. კუნძული გულანგიუ სწორედ ქალაქ სიემენში მდებარეობს. ერთ-ერთი მუზეუმი, რომელიც ამ კუნძულზეა განთავსებული, ხმის ჩანაწერების მუზეუმია. მუზეუმში დაცულია ყველაზე ძველი მუსიკალური ინსტრუმენტები, ფირები, მელოდიები, საოპერო შესრულება და ათასობით ჩანაწერი, რომელიც ჩინეთის ისტორიას წარმოადგენს. აქ ყველაფერი ციფრულია. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ეკრანზე ჩინეთის კულტურული ცხოვრება გადაიშლება. ერთად დავათვალიეროთ მუზეუმი და მოვუსმინოთ ჩანაწერებს. ეკა გულუა პეკინიდან კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მეტი...

ლიეტუვამ უკრაინას მილიონნახევარი ვაზნა გაუგზავნა

ლიეტუვა უკრაინის უწყვეტ სამხედრო მხარდაჭერას და დახმარებას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომში მყოფ ქვეყანას მილიონნახევარი ვაზნა გაეგზავნა. ცნობისთვის, ლიეტუვამ უკრაინას გადასცა: Mi-8 შვეულმფრენები, L-70 საზენიტო ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, M113 ჯავშანტრანსპორტიორი, მილიონობით ვაზნა, საბრძოლო მასალა ყუმბარმტყორცნისთვის. ასევე, მალე გაიგზავნება უკრაინაში NASAMS-ის სარაკეტო სისტემები. 2024-2026 წლებში კი მოსალოდნელია 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემა.

მეტი...

ზუგდიდში, ძლიერი წვიმის შედეგად სახლები, ეზოები და ქუჩები დაიტბორა

ზუგდიდში, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები. ქალაქში სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან. არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების ქუჩებზე. რამდენიმე უბანში სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

გურიაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. თემურ მღებრიშვილის თქმით, მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე. სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ,,მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება მზად ყოფნაში ვართ”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მეტი...

ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში, მამამ შვილი მოკლა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე  და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

მეტი...

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გურიაში მომხდარი სტიქიის გამო, საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ავტოტრანსპორტი სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზით გადაადგილდებოდა.

მეტი...

უკრაინის დაზვერვამ რუსეთის სტრატეგიული ობიექტების სია დაადგინა, რომლებიც განადგურებას ექვემდებარება გამოქვეყნდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ობიექტების სია დაადგინა, რომლებიც განადგურებას ექვემდებარება. ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა. „ჩვენ ვმუშაობთ მეთოდურად, ვადგენთ ყველაზე კრიტიკულ სამიზნეებს და ობიექტებს თავად რუსეთის ფედერაციისთვის. სამხედრო ობიექტებს, თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსებს, რომლებიც უზრუნველყოფს რაკეტების, თვითმფრინავების წარმოებას, რაც ეხება ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული სამხედრო ჯგუფების ლოჯისტიკის უზრუნველყოფას. ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი სამიზნე, ისინი ყველა დანომრილია, იერარქიულად არის განსაზღვრული, მათი მნიშვნელობა განისაზღვრება და მიზანმიმართულად ვანადგურებთ პოტენციალის შესამცირებლად, დომინოს ეფექტის მისაღწევად, როდესაც ერთი საწარმოს განადგურება გამოიწვევს მასზე დამოკიდებულის სამხედრო პროდუქციის წარმოების შეწყვეტას“, – განაცხადა მან. მისივე თქმით,…

მეტი...

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა. დაშავებულია 329 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. განახლებულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქალაქ მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

მეტი...

მოსკოვის აეროპორტებში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა

9 სექტემბრის ღამეს მოსკოვის აეროპორტებში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა. ,,სულ მცირე 13 ფრენა გადაიდო და ოთხი გაუქმდა მოსკოვის სამ აეროპორტში – ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტევოში,” – წერს “რია ნოვოსტი” Telegram-ზე, თუმცა, მიზეზებზე არ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რუსეთის აეროპორტებმა, სავარაუდოდ, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, არაერთხელ გადადო და გააუქმა ფრენები.

მეტი...

წყლის შესაძლო დაგუბება მდინარე მაგანას ხეობაში – წალენჯიხის მერიამ ადგილობრივებს სახლების დატოვება ურჩია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს. ,,ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან”, – აცხადებს წალენჯიხის მერია. ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრებლები საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.

მეტი...

112 მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით აფრთხილებს: ,,9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – ნათქვამია 112-ის დაგზავნილ შეტყობინებებში. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში უამინდობა ნარჩუნდება.

მეტი...

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 268 140 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 9 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 600 სამხედრო, 15 ტანკი და 36 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 268 140; ​ტანკი – 4 544; ჯავშანტექნიკა – 8 739; საარტილერიო სისტემა – 5 789; სარაკეტო სისტემა – 757; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 508; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 588; საკრუიზო რაკეტები – 1…

მეტი...

უკრაინაში სამი ქვეყნიდან Leopard 1-ის ტანკები ჩავიდა

უკრაინაში დანიის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ გაგზავნილი პირველი Leopard 1 ტიპის ტანკები ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ,,პირველი 10 ტანკი უკვე გაიგზავნა უკრაინაში და კიდევ უფრო მეტი გზაშია”, – ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. შწგახსენებთ, რომ დანიამ, გერმანიამ და ნიდერლანდებმა თებერვალში განაცხადეს, რომ უკრაინას 100 ერთეულ Leopard 1-ის ტიპის ტანკებს გადასცემდნენ.

მეტი...

რუმინეთი, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვის გამო, სასაზღვრო ტერიტორიებზე დაცვას აძლიერებს

რუმინეთი, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვის გამო, სასაზღვრო ტერიტორიებზე დაცვას აძლიერებს. რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომიტეტმა, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, რომ დუნაის ნაპირზე განსაზღვროს ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია ზომების მიღება. ,,უკრაინის პორტების რენისა და იზმაილის ბოლო და განმეორებითი დაბომბვის გათვალისწინებით, კომიტეტმა უფლება მისცა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიიღოს სპეციალური ზომები მოსახლეობის დასაცავად”, – წერია უწყების განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, რეგიონული გადაუდებელი ინსპექცია დაიწყებს ადგილობრივების ინფორმირებას, როგორ უნდა მოიქცნენ პოტენციურად საშიშ სიტუაციებში. რამდენიმე დასახლებაში აშენდება თავშესაფრებიც.

მეტი...

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა. არსებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...