12 სკოლაში სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო პროცესში განათლების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და სხვა დამხმარე მექანიზმები. „გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ვადაგადაცილების აღმოფხვრა. ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია. მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს…

მეტი...

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოს პარლამენტის ფინეთთან მეგობრობის ჯგუფის ჰელსინკში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა…

მეტი...

რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს – არიან დაშავებულები

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსებმა ნიკოპოლი გრადებითა და მძიმე არტილერიით დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმის შედეგად განადგურდა მაღაზია, კერძო საწარმო და კვების ობიექტები. ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, სამეურნეო შენობებია და მანქანები.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს შეხვდა. ოპოზიციის წევრები პირისპირ შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ცნობილია, რომ შეხვედრა ოპოზიციასთან პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს.

მეტი...

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 500-მდე გაიზარდა

მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2497-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 476-ს მიაღწია. არსებული ინფორმაციით, სტიქიას 1452 ადამიანი ალ-ხოუზის რეგიონში ემსხვერპლა, 764 ტარუდანტში, 202 ჩიჩაუაში, 41 ოვარზაზატეში, 18 მარაკეშში, 11 აზილალში,5 აგადირში, 3კასაბლანკას პროვინციაში და ერთი ადამიანი იუსუფიას პროვინციაში. როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და…

მეტი...

გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა

გურიაში, სოფელ ნაგომართან ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა. ინფორმაციას და ფოტომასალას ტელეკომპანია ,,გურია” ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა რეგიონის რამდენიმე სოფელი. გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია.

მეტი...

აბაშაში მანქანა ამობრუნდა – დაშავდა მძღოლი

აბაშაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი დაშავდა, ის კვლევებზე კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვების მიზეზი, სხვა მანქანის მხრიდან საავარიო სიტუაციის შექმნა იყო. ,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის აბაშის რაიონის სოფელ მარანის ტწრიტორიაზე ერთმანეთს შეეძახნენ გერმანული მერსედესები, ერთი ალბათ ჩქარა მოდიოდა, მეორემ გზა არ დაუთმო და შეჯახება უმსხვერპლოდ დასრულდა. დანარჩენს ფოტოზე ხედავთ”, – წერს დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

მეტი...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას გზების  საავტომობილო დეპარტამენტი ავრცელებს. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მეტი...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განაცხადას ავრცელებს

„ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. „მე მგონი, ნათლად ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს. საზოგადოებას მინდა, შევახსენო თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, თქვენც კარგად გახსოვთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რეისებით, მასაჟისტებთან ერთად მგზავრობა, რომ ვიღაცას არ ჩამოსძინებოდა მგზავრობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სწავლის დაფინანსების გადახდა თავიანთი შვილებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის…

მეტი...

მთავარია, რომ პრემიერის ფრენისათვის ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი – რევაზ ჯაველიძე

მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მემგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დამატებითი დეტალებისთვის ჟურნალისტებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მიმართონ. „არაერთი  განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება, ვერ გეტყვით, ამის შესახებ უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული კომუნიკაცია მე დარწმუნებული ვარ, არსებობს, მასსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის ფრენებს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მე უკვე გიპასუხეთ, რომ უნდა მიმართოთ ბატონი…

მეტი...

,,რანაირი სომეხი ვარ, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში”- მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიან  სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებით შეშფოთებულია. მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სომეხი ხალხის დამღუპველია. „მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსებობდეს თუნდაც ორი სომეხი ეროვნების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ფაშინიანს. მეტიც, ისიც მიკვირს, საკუთარი დედა როგორ უჭერს მხარს. ეს კაცი არის სომეხი ხალხის დამღუპველი. ის პირდაპირ სულში გვაფურთხებს  და რატომ ვუთმენთ ამდენს? ის მოვიდა არასამართლიანი არჩევნების და რევოლუციის შედეგად, ვინ არის საერთოდ ის? მე მახსოვს მასთან შეხვედრა, როცა ის აირჩიეს და მოსკოვში ჩამოვიდა და ცნობილ სომხებს შეგვხვდა. მე მას დავუსვი კითხვა, როგორია თქვენი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში-თქო. პასუხი იყო…

მეტი...

რა დატვირთვა აქვს ხალიჩას, რომელიც პრეზიდენტის დარბაზშია მოფენილი

ეს ხალიჩა, რომელიც ღრუბელივით რბილია და სიარულისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქვიშაში ეფლობი, ქალაქ სიემენის საერთაშორისო საკოფერენციო  ცენტრში, პრეზიდენტ სი ძინპინის იმ დარბაზშია მოფენილი, სადაც პრეზიდენტი პრეზიდენტებს ხვდებოდა. ხალიჩაზე ზღვაა ასახული, ფიგურები კი ზღვის  ბინადრების ინტერპრეტაციაა. თითქმის ყველა ფიგურა, რაც ამ დარბაზშია გამოსახული, ასახავს საზღვაო ქალაქის ისტორიას. დარბაზი, სადაც სი ძინპინი პრეზიდენტებს ხვდებოდა (ვიდეო)

მეტი...

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე გზის დაბზარული ნაწილის ჩამოშლა ხელოვნურად მოხდა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე გზის დაბზარული ნაწილის ჩამოშლა მიმდინარე სამუშაოების დროს ხელოვნურად მოხდა. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა, რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში. დაკვირვების შემდგომ…

მეტი...

ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პუტინს მხარს არ დაუჭერს – ზელენსკი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის ახალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,  ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ეს არ არის ის, რასაც ძლიერი ამერიკელები აკეთებენ…ტრამპი არასოდეს დაუჭერდა მხარს პუტინს…” – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, თუ ის მეორედ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

მეტი...

„ლელომ“ ვერ ისწავლა, რომ არ უნდა იცანცაროს და ცოტა კოლეგიალური იყოს”- ალეკო ელისაშვილი

„ლელომ“ ვერ ისწავლა, რომ არ უნდა იცანცაროს და ცოტა კოლეგიალური იყოს, პრემიერის იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, ქარხნის საკითხზე ხომ არა, რომ საქმის კურსში არ ჩააყენო კოლეგები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც იცი, რომ საკმარისი ხმები არ არის, ამ პროცესის დაწყებას რა აზრი აქვს. „ლელომ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ორი რამ ვერ ისწავლა, ერთი, რომ არ უნდა იცანცაროს და მეორე – ცოტა კოლეგიალური იყოს. გამოვლენ პრესკონფერენციაზე, რაღაცას დააბრეხვებენ და შემდეგ შენ უნდა იდგე ჭკვიანი სახით და რაღაცები ილაპარაკო. პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, რაღაც პატარა ქარხნის საკითხზე ხომ…

მეტი...

დეპუტატები „მინისტრის საათის“ და ინტერპელაციის ფორმატში მთავრობის წევრებს მოუსმენენ

19-22 სექტემბრის სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ და ინტერპელაციის ფორმატში მთავრობის წევრებს მოუსმენენ.  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 სექტემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, ხოლო 22 სექტემბერს, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან  დავითაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლედ, ქეთევან ჩარკვიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილება. სხდომაზე ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან

ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. დაკავებულია ”ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია. ”ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანოზაციის წარმომადგენელი, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო წარწერის გაკეთებას აპირებდა.  

მეტი...

სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას  დაექვემდებარა 105 ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თხოვნით მიმართა, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. „მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ…

მეტი...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან – ირაკლი ღარიბაშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან.  დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ჩვენ შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი  მივიღეთ, პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4…

მეტი...

დარბაზი, სადაც სი ძინპინი პრეზიდენტებს ხვდებოდა (ვიდეო)

ქალაქ სიემენში, ფუნჯიანის პროვინციაში მდებარეობს საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, სადაც პრეზიდენტი სი ძინპინი 10 ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდა. დარბაზებს რომელიც დღეს შეხვედრებისთვის არ გამოიყენება, ისტორიული დანიშნულება აქვს და მუზეუმად არის ქცეული. აქ მხოლოდ განსაკუთრებული და მაღალი დონის სტუმრები მოჰყავთ და შესაძლებლობას აძლევენ, პრეზიდენტის სავარძელი დაიკავონ და მისი პირადი ნივთებიც დაათვალიერონ. დარბაზი ბამბუკის ხით არის მოპირკეთებული და აქ ყველა დეტალს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან        

მეტი...

ბევრმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე – პრემიერი

პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. „მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავაცნო მოქალაქეებს ჩვენი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით…

მეტი...

გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები – ირაკლი ღარიბაშვილი

გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების,  აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება, სასმელი წყალი მოსახლეობას უკვე მიეწოდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო  7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით  დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე კი 200 აბონენტს აღუდგება დენი. „ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების. აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება უკვე. რაც შეეხება ელექტროენერგიას, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – სოფელ კახათში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა. ავარიის  შედეგად, კაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას  “გურია ნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

,,გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის შეგუბება”- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ. „ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე მოხდება გზების გასწორება, რომ თავისუფლად შეძლონ მანქანებით გადაადგილება. ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და ამ ეტაპზე ქალაქში სრულად აღდგენილია. 250-ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ გუშინ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, შესაბამისი კომპანია მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 20 აბონენტამდეა დარჩენილი. გეოლოგები აქტიურად…

მეტი...

ჯოზეფ ბორელი ყაზბეგში, ლაშქრობაში იმყოფებოდა

საქართველოში ყოფნინას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად ყაზბეგის რაიონში ლაშქრობაში იმყოფებოდა. ჯოზეფ ბორელი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდგომ სასტუმროს ეწვია. „მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს . ალტიჰატის კარი ღიაა ევროპისთვის“,- ნათქვამია Altihut-ის ფეისბუქპოსტში.   ფოტო:Altihut

მეტი...

ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის გოგა გოგიტიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას მიოკარდიუმის ინფარქტი დაემართა. „ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, გარდაიცვალა გოგა გოგიტიძე. საშინელი დილა გათენდა, ცა ჩამოიქცა… ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა”,-

მეტი...

ემოციურად მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის – ზელენსკი

ემოციურად მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ეკონომისტთან“ ინტერვიუში მან ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის განწყობის ცვლილებაზე ისაუბრა. „მე მზად უნდა ვიყო, ჩემი გუნდი მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ომისთვის და ემოციურად მზად ვარ…ისეთი ინტუიცია მაქვს, რომ ვკითხულობ, მესმის და ვხედავ მათ თვალებს, როცა ამბობენ: „ჩვენ მუდამ თქვენთან ვიქნებით“. მაგრამ მე ვხედავ, რომ ის აქ არ არის, ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში ჩაატარა

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, შუახევში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 124-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 68 ვეტერანი, ხოლო, 56_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 170 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 248 სათვალე. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი,…

მეტი...

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 107-ე კმ-ზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, მიზეზი დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოებია.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოს 11-13 სექტემბერს – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დედაქალაქში – თბილისში 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მორიგი ბრალდებები რაღაც ახალი ბოდვაა – კახა კალაძე

„არაფერი მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ ბრალდებებს უპასუხა, თითქოს მას შოვთან გარკვეული ბიზნესინტერესები აკავშირებს. მისი თქმით, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ტრაგედიის პირველივე დღეებში აგორებული ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი შვილები შოვიდან ვერტმფრენით გამოიყვანა. „ეს რაღაც ახალი ბოდვაა. შოვში მომხდარი სტიქიის სახით, ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქვეყანას თავს, რასაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს. არ ვიცი, რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე…

მეტი...

რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

დღეს პირველად ვიმგზავრე რობოტი ავტობუსით. საკმაოდ კომფორტულია, მხოლოდ სავარძლები აქვს და არც მძღოლი სჭირდება და არც საჭე. ქალაქ სიემენში „ოქროს დრაკონი“ ეს არის ჩინური მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველი რობოტი ავტობუსი გამოუშვა. ავტობუსებს, რომელსაც მძღოლი არ სჭირდებათ, ინტელექტუალი სხვა ავტომანქანებიც მიემატა და დღეს მსოფლიოს 144 ქვეყანა თუ რეგონი მარაგდება ამ თანამედოვე ავტომანქანებით. წელიწადში კომპანია 50 000-ზე მეტ ავტობუსს უშვებს და ის არის მოწინავე წლიური გამოშვების სიმძლავრით, პროდექციის ასორტიმენტითა და გაყიდვების საშუალო მოცულობის თვალსაზრისით. როგორია რობოტი ავტობუსი, როგორ აწყობენ ელექტროავტობუსებს და რა ღირს მოძრავი მანქანა-სახლი. ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

ეს არის ოპოზიციის მხრიდან აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა – კალაძე პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე, აქტუალური საკითხების  გადაფარვის მცდელობაა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტისა. „ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები – ეს იყო პრემიერ- მინისტრის პირადი ხარჯი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს არის დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი. რეალურად დიდი დანაშაულია, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, განსხვავებით წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან, პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან არანაირი თანხა არ გამოყოფილა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,…

მეტი...

„ეს ჩვენი ბიჭია, თუ რომელი – “დნმ” ანალიზს დაველოდებით, კიდევ დარჩა ერთი”- ზაზა მესხის მეგობარი

10 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.   ცხედრის პოვნის ფაქტს, ზაზა მესხის მეგობარი ეხმიანება. „ეს ჩვენი ბიჭია, თუ რომელი – “დნმ” ანალიზს დაველოდებით. და კიდევ დარჩა ერთი – ღმერთო, გვაპოვნინე!“- აცხადებს მესხის მეგობარი.  

მეტი...

„ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე”- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი ლუზერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „გამარჯვების პლატფორმის“ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მას კითხვა დაუსხვეს: „შოვის ტრაგედიაზე ამბობენ, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული და უნდა მოხდეს ამ საკითხების გამოძიება, ასევე საუბრობენ თქვენი და კალაძის შესაძლო ინტერესებზე უშუალოდ შოვში“. „ნაცმოძრაობას“ დღეს ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე. ორი ცნობილი ლუზერი. ზოგადად კეზერაშვილს ახასიათებს ხოლმე მომგებიანი ინვესტიციები. ყველაზე საინტერესო მომგებიანი ინვესტიცია, რაც მან განახორციელა, არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში ერთპროცენტიან რეიტინგს და ეს არის…

მეტი...