გია ლორთქიფანიძე ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს, არიოს სიტუაცია – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, გია ლორთქიფანიძე უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში.

„ეს გამოძიების მიერ მოძიებული ინფორმაციაა და არაა უბრალო ინფორმაცია, რომელიც სუს-ს აქვს. ესაა გამოძიების შედეგები, რომლებიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება. არ არის პირველი მცდელობა, რომ დესტრუქციის და არჩევნების გვერდის ავლით მოვიდნენ ხელისუფფლებაში. მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა და წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გამოძიების დონეზე კიდევ ერთხელ ვნახეთ გია ლორთქიფანიძე, უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი, ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს, არიოს სიტუაცია. დადასტურებით ვიცით, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც გასაჯაროვდა მაშინ, რომ გია ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარებისა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა, მათ შორის სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას”- სუს-ი

მსგავსი თემები