ბათუმში მოპედი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში მოპედი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი გამოცემა TV25 ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოპედის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელსაც თან ბავშვიც ახლდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ელოდებიან. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს.

მეტი...

მიცკევიჩის ქუჩაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ავტობუსი N347 ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებისკენ მოძრაობის ნაცვლად, გადაადგილდება ყაზბეგის გამზირზე, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩასა და პეკინის გამზირს, შემდეგ კი მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება. N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, გაივლის იონა ვაკელის ქუჩას და ტანძიის ქუჩაზე გადაინაცვლებს. შემდეგ მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირისკენ და გამრეკელის ქუჩით, სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტის გავლის შემდეგ, მიკროავტობუსი იმოძრავებს…

მეტი...

ტაიჯი, რომელიც ადამიანის შინაგან ორგანოებს კვებავს

ტაიჯი არც იოგაა და არც კარატე. ეს არის დაო. ტაიჯიკუანი არის დაოს განსახიერება. ეს არის სრულყოფილი ფიზიკური პრაქტიკა, რომელიც სპორტული მედიცინის მიღწევად ითვლება ჩინეთში. ეს არის კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა. ასევე მას უწოდებენ ოქროს გასაღებს ცასა და დედამიწას შორის. მთლიანობაში ტაიჯიში ხუთი ენერგია ერთიანდება – წყალი, მიწა, ლითონი, ტყე და ცეცხლი. ვარჯიში კვებავს ხუთ ორგანოს – თირკმელს, ელენთას, ფილტვებს, გულსა და ღვიძლს, რის შედეგადაც უკეთესი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მიიღწევა ყველა ასაკისთვის. ვარჯიში სასურველია დილით და საღამოს 7-15 წუთის განმავლობაში. ერთად ვნახოთ ტაიჯის ხელოვნება მისი შემქმნელის მეთერთმეტე…

მეტი...

,,რუსეთმა უცხოელი დაქირავებული მებრძოლები ტყვედ აიყვანა” – პუტინი

რუსეთი უკრაინაში უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს ავლენს და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე მათგანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ავრცელებს. ,,ჩვენ ვაფიქსირებთ უცხოელ დაქირავებულებს და უცხოელ ინსტრუქტორებს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე იმ ქვედანაყოფებში, სადაც წვრთნა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, გუშინ და გუშინწინ ვიღაც კიდევ ერთხელ გაუშვეს ციხეში”, – თქვა პუტინმა. პუტინს არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

მეტი...

,,აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება” – კარასინი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. ,,აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება. ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა და მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. სანქციები უკვე რამდენიმე ათასს ადამიანს შეეხო. აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ. ამას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა იშლება ერთპოლუსიანი სამყაროს სტრუქტურა და იქმნება ახალი სტრუქტურები, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სტრატეგიულ სამხრეთს და კავკასიის გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში”, – განაცხადა…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა ,,ვაგნერი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა კერძო სამხედრო კომპანია ,,ვაგნერი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ბრძანება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ,,ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყონებლივ და ვაგნერის ჯგუფში მიკუთვნება, ან ამ ჯგუფის აქტიური მხარდაჭერა დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 14 წლით ვადით გულისხმობს”, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.

მეტი...

,,ყველა ვინც დასანქცირდა, რუსეთის პატრიოტია” – კალაშნიკოვი

რუსეთის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. ,,ყველა ვისაც ამერიკამ სანქციები დაუწესა წესიერი ადამიანია. 180-ვე ადამიანი, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა, ყველა რუსეთის პატრიოტია. შემიძლია გითხრათ, რომ ოთარ ფარცხალაძეც სწორედ ასეთი პატრიოტია. ერთხელ მახსოვს, ბატონი ოთარი დავპატიჟე ვახშამზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეძღვნებოდა და ვნახე როგორ გულწრფელად უხაროდა მას ეს დიდი წარმატება. რაც შეეხება სანქციებს, ნებისმიერი სანქცია არის დაშინების მცდელობა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ყველა ვინც რუსეთთან კეთილმეგობრულ ურთიერთობაში იქნება სანქციების ქვეშ მოჰყვება. ფარცხალაძის ეფ-ეს-ბესთან…

მეტი...

აგვისტოში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.1%-ით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 60 მლნ დოლარი, კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, რუსეთიდან გზავნილები წლიურად 46%-ით შემცირდა; მე-2 ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია; შემდეგ მოდის აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა; მე-4 ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33%-ს შეადგენს; მე-5 ადგილს საბერძნეთი იკავებს თითქმის 20 მლნ დოლარით, აქ ზრდა 6%-ია.…

მეტი...

 პუტინი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინს უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნა არ უთხოვია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიცრუეა, რომ  კიმ ჩენ ინს მოლაპარაკებებისას მოხალისეების გაგზავნა სთხოვა უკრაინაში საბრძოლველად. მისი თქმით, მათი მხრიდან სიტუაციის ესკალაციას ადგილი არ აქვს. „მინდა ვთქვა, რომ ეს სრული სისულელეა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უკვე გვყავს 270 000 ჩვენი კაცი, ჩვენი მეომრები, რომელთაც აქვთ გაფორმებული კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ ეს მონაცემები უკვე მოძველებულია. დღეს დილით შემატყობინეს, რომ გვყავს 300 000. კონტრაქტს ხელი მოაწერეს ადამიანებმა, რომლებიც, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მზად არიან თავიანთი სიცოცხლე შესწირონ სამშობლოს ინტერესებს, დაიცვან რუსეთის ინტერესები“,- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.    

მეტი...

,,დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი”- გიორგი ამილახვარი

დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისივე თქმით, სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. „კანონის შესაბამისად, სტატუსის შეჩერების ვადა არის ხუთი წელი. სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანების თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. ხუთი წლის გასვლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეროვნული გამოცდებით ხელახლა უწევს ამისი მოპოვება. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა…

მეტი...

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს – EUNEIGHBOURS east

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი წერს. მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა…

მეტი...

2023 წლის იანვარ-ივნისში 10 366 ქორწინება და 6 828 განქორწინება დარეგისტრირდა – საქტატი

2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა.  ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია ნათქვამი. საქსტატის განმარტებით,  ეს წინასწარი მონაცემებია და დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის მარტის ბოლოს.

მეტი...

2023 წელს, იანვარ-ივნისში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 ადამიანი გარდაიცვალა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 კი გარდაიცვალა. 2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).

მეტი...

პრინცესა დიანას სვიტერი აუქციონზე 1.14 მილიონ დოლარად გაიყიდა

პრინცესა დიანას სვიტერი სოტბის აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად (920,000 ფუნტი) გაიყიდა. აუქციონზე ვაჭრობა 31 აგვისტოს გაიხსნა  და აუქციონის ბოლო წუთებამდე ყველაზე მაღალი ფასი  $200,000 რჩებოდა. სვიტერი პრინცესა დიანას პირველად 1981 წელს ეცვა. სვიტერი დაზიანდა და ის ბრენდმა ახლით შეუცვალა. სვიტერი რამდენიმე თვის წინ, ბრენდის თანამშრომლებმა სხვენში იპოეს და აუქციონზე გატანა გადაწყვიტეს. ვინ შეიძინა სვიტერი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ლუკაშენკომ აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო – არძინბა

ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს. ,,ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დამოკიდებულია ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების სამომავლო ტრაექტორია”,- განაცხადა ინალ არძინბამ.

მეტი...

მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება არ დადოს – პენტაგონი

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის ომში, არა მხოლოდ გააგრძელებს კონფლიქტს, არამედ იქნება თანამონაწილე უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, ოფიციალური პირების და სამხედრო პერსონალის მკვლელობაში ბრძოლის ველზე – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილე საბრინა სინგჰიმ განაცხადა. სინგმა აღნიშნა, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რადგან ის ეძებს საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეისგან. “ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ საჯაროდ გამოვუცხადეთ ჩვენი გაფრთხილება ჩრდილოეთ კორეას. ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდება რუსეთში გადაცემა კვლავ დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, არ დადოს შეთანხმება რუსეთთან რაიმე სახის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, რადგან ეს შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს”, – აცხადებს…

მეტი...

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს”- კალაძე ფარცხალაძეზე

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო და გამოძიება ყველაფერს დაადგენს. „პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის…

მეტი...

,,ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია”- დავით ბერიაშვილის დედა

შოვში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა  პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად შოვსა და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ. ,,საქართველოს მთავრობა რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია… რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს… სირცხვილია, 20000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე…” – წერს ია მერებაშვილი. ​​​​​​ გურიასა და შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები  20 ათას ლარს მიიღებენ

მეტი...

,,ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, ,,ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე და საფრთხეს გარეთ ეძებენ,”- განცხადა პუტინმა.

მეტი...

,,დღევანდელი ოპოზიცია დასუსტებული კი არა, დანგრეულია”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანების თუ დაშლის მიუხედავად, დღევანდელ ოპოზიციას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს და მიმართულია საქართველოს მომავლისა და განვითარების წინააღმდეგ. „ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა და სამიზნე. ერთი რამ ცხადია, რომ მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს. ჩვენ ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან.…

მეტი...

ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება. ამის შესახე ინფორმაციას  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ,,ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536₾, პარამედიკოსის – 2184₾, მოტომედიკოსის – 2184₾, უმცროსი ექიმის – 1800₾, ექთნის- 1664₾, მძღოლის – 1520₾, დისპეტჩერის – 1392₾, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648₾, ცვლის…

მეტი...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე – სუს-ი

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

რამზან კადიროვი კომაშია

kavkazcenter-ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კომაშია. მედიის ცნობით, ჩეჩნეთში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი კომაშია და მოსკოვში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული თავის ბაზარზე გაიყიდოს”- დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რამდენიმე დღეში ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვისაუბრებთ მარცვლეულზე“,- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ბაზარზე გაიყიდოს. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი და ამას ვაკეთებთ. ამავდროულად, ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინამ უნდა გაიგოს ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა დუდამ.

მეტი...

,,ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა” – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ” საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. ,,საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში. აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა  

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კორპუსის სავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, მე-14 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინა. მაშველებმა კნუტების მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და მეორე სართულის ერთ-ერთი ბინის სავენტილაციო არხიდან გამოიყვანეს. კნუტები ამავე ბინის მაცხოვრებლებმა იჩუქეს. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სკოლასთან – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც  სკოლის მოსწავლეები არიან, კლინიკაში გადაიყვანეს. წყარო: ”პრაიმტაიმი”.

მეტი...

გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია – გია ვოლსკი

გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ” გამოძიება უნდა დაიწყოს, რამდენი მოჰპარეს ჯარს, ბიუჯეტს, რა თანხის ბოტოქსი გაიკეთა სააკაშვილმა.” „სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნებისმიერ შემთხვევაში განცხადებას აკეთებს, როცა გაუგებარი კითხვა ისმევა სანქციებთან დაკავშირებით და პასუხობენ, რომ არ იციან, შეისწავლიან და ეს სწორია. როცა ფულგადახდილი, დაქირავებული ლობისტების მიერ აზერბაიჯანელი წინასწარ შეთანხმებულ კითხვას კი არ სვამს, არამედ განცხადებას აკეთებს, რაც ძველი ფანდია, ამაზე კრიტიკული პოზიცია თქვენც უნდა გქონდეთ. ადამიანი მოისყიდეს, საერთოდ…

მეტი...

გერმანიაში შოუს დროს კონსტრუქცია ჩამოიშალა

გერმანიაში, ქალაქ რუსტში შოუს მიმდინარეობის დროს, აუზთან დადგმული კონსტრუქციები ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა. შემთხვევა საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვრებთან, ქალაქ რუსტში, ევროპა-პარკში მოხდა. დაშავდა ხუთი მსახიობი და ორი მაყურებელი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პარკის განცხადებით,  აუზი დაბზარულია და მასზე დამაგრებული მყვინთავის პლატფორმები, საიდანაც აკრობატები ხტებოდნენ, ორშაბათს ნაშუადღევს შოუს დროს ჩამოინგრა.

მეტი...

„ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია“ – ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის საგარეო უწყებამ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ პროცესში. ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიჰო მარტინის განცხადებით, ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. „მოხარული ვარ, რომ დღეს დუბლინში მინისტრ დარჩიაშვილს ვუმასპინძლე, რაც საქართველო-ირლანდიის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროკავშირის წევრობამ ირლანდია ძალიან შეცვალა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას. მივესალმები საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების კავშირია. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს განაგრძოს საჭირო რეფორმების განხორციელება ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნისთვის” – განაცხადა მინისტრმა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, პიტერ ბურკემ. „ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ევროკავშირის გაფართოება, ვინაიდან ამით ჩვენ უფრო უსაფრთხო კავშირს მივიღებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მოქალაქეებისთვის. ასევე ძალიან გამიხარდა, როდესაც მინისტრმა მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა. ვიცი, რომ საქართველო დაუღალავად შრომობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის. ასევე ვიცი, რომ გასულ კვირას შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. მაქვს ინფორმაცია ვიზიტის შემდგომი პროგრესის შესახებაც. ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. რასაკვირველია, ამისთვის კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ 13-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვია, რა დროსაც შეხვედრები გამართა ირლანდიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებათა წარმომადგენლებთან.  

მეტი...

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება იმერეთის რეგიონში

ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. სატვირთო ავტომობილები, დაილუქა და გადაყვანილ იქნა საჩხერის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში.

მეტი...

,,სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა შევახსენო ყველას, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. „ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები  ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით, გაგრძელება იქნება!”- დავით არახამია

უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. “საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით. გაგრძელება იქნება!”- წერს არახამია სოციალურ ქსელში.   აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა  

მეტი...

,,ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია”- ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. „ასევე მინდა ვთქვა, რომ რაც სასიხარულოა, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. მე ამასწინათ დავაანონსე, ვთქვი ამის თაობაზე, მოგაწოდეთ ინფორმაცია, გაათმაგებულია და სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. კომერციული ბანკების აქტივები, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თითქმის 14 მლრდ…

მეტი...

,,ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში”- შალვა პაპუაშვილი

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2013 წლის შემდეგ ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. „ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის სანქციებში მოხვედრილია როგორც კერძო პირი. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. 2013 წლის შემდეგ ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წლის შემდეგ, ეს კავშირი არ არსებობს.…

მეტი...