ხერსონის ოლქზე რუსების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად ქალაქ ბერისლავში განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლებიც. ცნობილია, რომ რუსებმა ავიაიერიში სოფელ ლვოვზეც განახორციელეს, რის შედეგადაც 67 წლის კაცი დაიღუპა.

მეტი...

პროკურატურამ გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის მონაწილე 6 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – წერია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს 22…

მეტი...

,,პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა” – ანდჟეი დუდა

პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ავრცელებს. პოლონური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქვეყნის პრეზიდენტი ვარშავას მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას სწორი გადაწყვეტილება უწოდა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს.

მეტი...

,,რუსეთი მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე” – ლავროვი

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განიხილავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არ აპირებს, განიხილოს წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: ამაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა: „დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განვიხილავთ არანაირ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ განვიხილეთ, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, დასავლეთმა კიევს მოსკოვთან მოლაპარაკება აუკრძალა და რაც უფრო მეტხანს აჭიანურებს კიევი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ შეუნარჩუნა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ,,საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული…

მეტი...

ხულოში ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა

ხულოში ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

უკრაინელების დრონი კურსკში FSB-ს შენობას დაესხა თავს

დღეს, 24 სექტემბერს, უკრაინული მხარის დრონი კურსკში FSB-ს შენობას დაესხა თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ. რუსული მხარე კი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად შენობის ,,სახურავი ოდნავ დაზიანდა”.

მეტი...

ავარია მარნეულში – არიან დაშავებულები

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესის“ მარკის მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი და „ტოიოტაში“ მყოფი მგზავრი დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი დღეს მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს. არსებული ინფორმაციით, ფრანკფურტიდან დაეშვება ბორტი, რომელსაც მემილიონე მგზავრი მოჰყვება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

მეტი...

ქვემო ნიქოზში, სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

ქვემო ნიქოზში, სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. მოზარდმა გონება დაკარგა მცირე დროით, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ადგილობრივების ინფორმაციით, სპორტული მოედანი სოფელში ახალი მოწყობილი იყო. კომპანიას, რომელმაც სტადიონი მოაწყო, ობიექტი მერიისთვის ჯერ არ ჩაუბარებია, რადგან ვადა 10 ოქტომბერს იწურება. სტადიონის ჩაბარებამდე, ობიექტი დაკეტილი იყო. ადგილზე ვითარებას გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც, საკითხს კომპანიასთან ერთად შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

მეტი...

ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების სასამართლო პროცესი გადაიდო. მორიგი სხდომა 23 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ,,წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული”, – განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

მეტი...

,,ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს – ნიკა მელია

,,ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს”. ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ,,დიღმის სამმართველოში, სადაც დროებითი დაკავების იზოლატორია და ვიყავი, იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი. თუმცა მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე, არაფერი განსხვავება “ქართული ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი პოლიციის სამმართველოს შენობის გარდა, არ არსებობს. ეს არის პარტიული დაწესებულება, რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარეშე”, – ამბობს ნიკა მელია. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად…

მეტი...

,,უკრაინაში მიმდინარე ომი იარაღით მოვაჭრეების ინტერესებში შედის” – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან და იარაღით მოვაჭრეები დაინტერესებულნი არიან ამ სისხლიანი კონფლიქტის გაგრძელებით. „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე რა თქმა უნდა, იქნება უკრაინელი ხალხი და ეს მახინჯი რამ არის“, – აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე.

მეტი...

,,რუსული საწვავის კრიზისი სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას” – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. არსებული კრიზისული მდგომარეობა კი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს. მათი ვარაუდით, საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია. 21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა. „ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

მეტი...

,,თაღლითი გაიძვერა, რომელმაც კარიერა ჯერ კუპონიზაციით აიწყო, მერე მიშამადიდებლობით და ახლა თითლიბაზობით აგრძელებს” – ზურაბ ქადაგიძე

თაღლითი გაიძვერა, რომელმაც კარიერა ჯერ კუპონიზაციით აიწყო, მერე მიშამადიდებლობით და ახლა თითლიბაზობით აგრძელებს. ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეზე ყველას ერთნაირი წარმოდგენა აქვს, ვინაიდან ხალხს მისი წარსული კარგად ახსოვს. ,,გოცირიძემ საკუთარ თავს ოდა მიუძღვნა -“ანგელოზი რომანი” ან ვის აბოლებ, ან რატომ გგონია, რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს? თუ გინდა ნაძლევი დავდოთ, გავიდეთ ქუჩაში და გამოვკითხოთ ადამიანები – რა გახსენდებათ რომან გოცირიძეზე პირველიო და ათიდან ცხრა კაცი, კუპონს გიპასუხებს… ქალაქში ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ შენ ძალიან…

მეტი...

,,ნიკა მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს არავითარი კავშირი არ აქვთ. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერ ნიკა მელიას მხრიდან. „ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს” – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. „როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს. ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ,…

მეტი...

თბილისში 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგების სტუდქალაქში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სახლში მშობლებიც იმყოფებოდნენ. ბავშვი აივანზე გავიდა და გისოსებში გაძვრა. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს” – არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. „აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის. შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაერო-ს გენერალური მდივნის…

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 24-27 სექტემბერს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევრო-ატლანტიკური მედეგობის ცენტრის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა და ეკატერინე სეფაშვილი შედიან.

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ბერისლავს თვითმფრინავით შეუტია

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ბერისლავს თვითმფრინავით შეუტია, რის შედეგადაც საავადმყოფოს შენობა და სასწრაფო დახმარების ქვესადგური დაზიანდა. ჩაიმსხვრა ფანჯრები და კარი, განადგურდა სადიაგნოსტიკო ტექნიკა. არსებული ინფორმაციით, რუსულ საჰაერო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

დიმიტრი როგოზინი დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ,,სენატორად” დაინიშნა

,,როსკოსმოსის” ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ,,სენატორი” გახდა. როგოზინის ”სენატორად” დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი ევგენი ბალიცკიმ, 23 სექტემბერს მოაწერა. მომხდარს წინ უძღოდა, 8-10 სექტემბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნების ჩატარება. თავად ბალიცკი კი ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. გუბერნატორია. ცნობისთვის, ,,არჩევნებს” საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი იქნება ამ უკანონო ქმედებაზე. ევროსაბჭოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული მოჩვენებითი ,,არჩევნები” საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბათილად ითვლება.

მეტი...

,,საქართველოში, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები“ – აზარაშვილი

„საქართველოში, ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. ასევე, გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე, ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის პროგრესი განიხილეს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია COVID-19-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები. განვითარდა ონლაინ სერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა. „პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა ტუბერკულოზზე რეაგირების პროგრამებს. თუმცა,…

მეტი...

,,არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება” – თურნავა

არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „კითხვის ნიშნები გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც ჩვენ გაგვაკრიტიკა. რა თქმა უნდა, საყურადღებო კომენტარი და გამოსვლა იყო მისი მხრიდან, მაგრამ არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 275 850 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 24 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. არსებული ბინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 390 სამხედრო, 7 ტანკი და 2 ჯავშანტექნიკა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 275 850; ტანკი – 4 662; ჯავშანტექნიკა – 8 914; საარტილერიო სისტემა – 6 233; სარაკეტო სისტემა – 789; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 531; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 888; საკრუიზო რაკეტები – 1 518;…

მეტი...

ჩრდილოეთ კაროლინას ქარიშხალი ,,ოფელია” დაატყდა თავს

ჩრდილოეთ კაროლინას ქარიშხალი ,,ოფელია” დაატყდა თავს. ინფორმაციას ამინდის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. ქარიშხალს ძლიერი წვიმა მოჰყვა, რამაც შტორმი და ქუჩების დატბორვა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი სულ უფრო ძლიერდება. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ზესტაფონში 28 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ზესტაფონში 28 წლის ნიკა ცისკაძეს ეძებენ. ,,ბოლოს ნახეს საყავრიაში, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან ფეროსკენ მიმავალი, დაახლოებით 3 საათზე. ნიკა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ნაკლებად კონტაქტური და არ იცის სახლამდე მისასვლელი გზა. ოჯახის ინფორმაციით, აცვია მომწვანო-მოცისფრო მოკლესახელოიანი მაისური”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 591 81 72 49 ან შეატყობინეთ პოლიციას.

მეტი...

,,ყირიმის ხიდზე თავდასხმები რეგულარული იქნება” – ბუდანოვი

ყირიმის ხიდზე თავდასხმები, რომელიც რუსებმა უკანონოდ ააშენეს, რეგულარული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ავრცელებს. ,,საკითხი ის არ არის, შევუტევით თუ არა ხიდს. ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ, ასე რომ ბოლომდე მივხედავთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი დარწმუნებულია, რომ პუტინი ამას ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს.

მეტი...

ახალციხეში ცეცხლი სამსართულიან შენობას გაუჩნდა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი შენობის სახურავში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ლაგოდეხთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კიდევ ერთი, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:21 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო.

მეტი...

ქალი, რომელსაც რუსთავში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

70 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც რუსთავში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. ცნობისთვის, რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ჯერ ,,ჰუნდაის” და ,,ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემდეგ კი ,,ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.

მეტი...

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ეპიცენტრი თბილისიდან 6კმ-ში სოფელ ნორიოსთან იყო, სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა. ,,დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, სოფელ ნორიოდან 2 კმ_ში, მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც”, – წერს ცენტრი.

მეტი...

„აზია უნდა გადაიქცეს გლობალური მშვიდობის საიმედო გარანტიად“ – სი ძინპინი სპორტული დღესასწაულის გახსნაზე

ჩინეთში, კერძოდ კი ჰანჯოუში ზაფხულის აზიური თამაშების მე-19 სეზონი გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. გაიმართა გალა მიღება, რომელშიც თავად პრეზიდენტი სი ძინპინი მონაწილეობდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სეზონის გახსნა „შემოდგომის ბუნიობის“ დღესასწაულს დაემთხვა. „ჩინეთის მთვარის კალენდრის მიხედვით დღეს აღინიშნება “კიუფენი (შემოდგომის ბუნიობა). უაღრესად სიმბოლურია, რომ აზიური თამაშების ალი ხელახლა აინთება ჩინეთში მოსავლისა და ოჯახის გაერთიანების სეზონის დროს. თამაშების მასპინძლობის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთი ყველა ღონეს ხმარობს თავისი დაპირების შესასრულებლად და ორგანიზაციული მუშაობის სრულყოფილად წინსვლისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზაფხულის აზიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. სი ძინპინის თქმით, ეს არის…

მეტი...