,,ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია” – ფინეთის პრეზიდენტი

ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა. ,,ჩვენ ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ. წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია და, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ეს არის ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. საული ნიინისტოს განმარტებით, მისი გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს.

მეტი...

რუსების მიერ გატაცებული ხერსონის მერი ამ დრომდე რუსების ტყვეობაში იმყოფება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი ტყვედ ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ მისმა ვაჟმა უკრაინულ მედიას განუცხადა. „წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი იგორ კოლიხაევი ტყვეების სიაში შეიყვანა და რომ ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებიათ”, – აღნიშნა სვიატოსლავ კოლიხაევმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის მერი 2022 წლის 26 ივნისს გაიტაცეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. რუსებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ კოლიხაევმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

მეტი...

ყაჩაღობა წალენჯიხაში – 5 პირი სახლში შეიჭრა და ადგილობრივს ფიზიკურად გაუსწორდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მედანში, 5 შეიარაღებული პირი ადგილობრივ მცხოვრებს გია მიქავას, საკუთარ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაიღეს 17 000 ლარი, რომელიც მიქავას თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა. დაზარალებული უკვე გამოიკითხა პოლიციაში, თუმცა მომხდარზე ამ დრომდე დაკავებული არავინაა. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით.

მეტი...

სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანის არმიის მობილიზება ხდება

სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანის არმიის მობილიზება ხდება. ,,ტელეგრაფის” ცნობით, „საინფორმაციო მდგრადობის ცენტრის“ მიერ გაზიარებული სადაზვერვო მასალა, როგორც ჩანს, ადასტურებს სომხურ განცხადებებს, რომ აზერბაიჯანი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანის ბაზებზე ინტენსიური აქტივობის პარალელურად, ასევე შეინიშნება ფრენების ზრდა აზერბაიჯანსა და ისრაელის სამხედრო აეროდრომებს შორის.

მეტი...

კანადა უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდში $24,5 მილიონს გადარიცხავს

კანადა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ უკრაინის საერთაშორისო დახმარების ფონდში 24,38 მილიონი აშშ დოლარს გადარიცხავს. კანადის მიერ გადარიცხული ფული მოხმარდება უკრაინისთვის ასობით მოკლე და საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენას, რომლებიც საჭიროა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, კანადის დახმარების ჯამური ოდენობა 8 მილიარდ დოლარზე მეტია, საიდანაც 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაზე მოდის. ამ დახმარების ფარგლებში, კანადამ უკრაინას უკვე მიაწოდა AIM-7 რაკეტები, 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, Leopard 2A4 ძირითადი საბრძოლო ტანკები და ჯავშანტექნიკა, საევაკუაციო მანქანა, NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა საბრძოლო…

მეტი...

კახეთი ისევ დაისეტყვა

კახეთში, სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. დაისეტყვა შილდა, გრემი, საბუე, ალმატი. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია რა სახის ზარალი მიადგა მოსახლეობას.

მეტი...

გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება

ეს არის ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე ჩინეთის დედაქალაქში. პარკი 6:00 საათზე იხსნება, ჭიშკრის გაღებას სწორედ ამ დროიდან ელოდებიან. ყველა თავის საქმეს აკეთებს – ყველა ხეს, ბუჩქს, მცენარეს სათითაოდ უფრთხილდებიან და ალამაზებენ. რგავენ, რწყავენ, ასუფთავებენ. ამ პარკში შესვლა უფასოა, ზოგადად კი პარკები ფასიანია. ძირს არავინ არაფერს ყრის, ნაგავს ვერსად ნახავთ. სწორედ ამიტომაც არის აქ სამოთხე. ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიაში ჩავიდა. პრეზიდენტმა ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე, შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან, გამოაქვეყნა. მისი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, 1 სექტემბერს ,,ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც ,,უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”. მანამდე კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მეტი...

,,უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს აშშ მართავს” – ლავროვი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ხდება ის, რომ უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ, რათა მისი ხელით ეწარმოებინათ ბრძოლა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მისაყენებლად. რაც არ უნდა თქვან, ისინი მართავენ ამ ომს, აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალას, დაზვერვის მონაცემებს, თანამგზავრებიდან მონაცემებს – ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ”, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე” – კადიროვი

„ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, კატეგორიულად ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად გამამხნევებელია“, – ამბობს კადიროვი ვიდეოში, რომლის გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის. მან სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს. ცნობისთვის, კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება. ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ არხი იმასაც იუწყებოდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა.

მეტი...

კახეთში ნადირობისას კაცს შემთხვევით ტყვია მოხვდა და ადგილზე დაიღუპა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში 33 წლის კაცი დაიღუპა. ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისსავე თანასოფლელს ტყვია გაუვარდა, რომელიც მას თავის არეში მოხვდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

,,ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან” – ვაშაძე

,,ქართულ ოცნებას” სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვასაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ,,უტყუარად დადასტურებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, რომ ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების და ,,ეფესბეს” ჯაშუში საქართველოში. ოთარ ფარცხალაძე ვინმე რიგითი ადამიანი კი არა, ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო. ყველას ჰქონდა კითხვა, საიდან გახდა ეს ადამიანი ასე სწრაფად ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და მერე გენერალური პროკურორი. უტყუარია, რომ სწორედ რუსეთის მითითებით მოხდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურატურაში. კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ დღემდე ოთარ…

მეტი...

იტალიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – არის მსხვერპლი

იტალიის საჰაერო ძალების MB-339 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ქალაქ ტურინის მახლობლად სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა, რომლის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა. მძიმე დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც 5 წლის ბავშვი და მისი ოჯახი გადაადგილდებოდნენ, აეროპორტის პარალელურ გზაზე მოძრაობდა. ჰოსპიტალიზებული არიან ბავშვების მშობლებიც. საბრძოლო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.

მეტი...

,,მოვლენებს შევაფასებთ და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტთ” – ერდოღანი

,,ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტთ”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. უცხოური მედიის ცნობით, ერდოღი თურქეთის შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ მოხსენებას გამოეხმაურა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. მოხსენება ასევე შეიცავს მოწოდებას ანკარასთან არსებული ურთიერთობებისთვის „პარალელური და რეალისტური ჩარჩოების“ შესწავლისკენ. თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს.

მეტი...

,,უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება. „ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ საკითხის გადაწყვეტას“ – ფაშინიანი

სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ,,სამშვიდობო დღის წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე, მაგალითად, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ძალიან მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის გაფორმება იგეგმება გრანადაში, მაგრამ სამწუხაროდ არა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ საკითხის გადაწყვეტას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. სამგორის რაიონი 12:10-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბერი გაბრიელ სალოსის, ხმელნიცკის, ქუჩებს, ქინძმარაულის ქუჩას. ქინძმარაულის შესახვევს, ქინძმარაულის ჩიხს, ქინძმარაულის I შესახვევს, მოსკოვის გამზ. 39-დან ზევით ნომრებს და მოსკოვის გამზ. 4 და 5 კვარტლებს, კომპლექს დირსს.რუსთავის გზატკ. N2- 42(ლუწებს) და 1-253 (კენტებს), წმ.ბარბარეს უბანს, ლითონ კონსტრუქციების დასახლებას (ზეემკა), გორგასლის ქ.52, 54, ოცხელის და ნაკადულის, საფერავის,  ჩხავერის, ალექსანდროულის და ზემო მეტალურგთა ქუჩებს. ვაკის რაიონი 10:50-დან 19:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ალუბლების, შერვაშიძის და ვაშლის ბაღების ქუჩებს. სოფ. თხინვალას, სოფ. თხინვალას აგარაკებს, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის,…

მეტი...

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 800 000 ადამიანი დაზარალდა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 800 000 ადამიანი დაზარალდა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ეს რიცხვი ლიბიის მოსახლეობის დაახლოებით 11%-ია. აღმოსავლეთ ლიბიაში სტიქიის გამო საცხოვრებელი 38 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის, 30 000-მა მხოლოდ ქალაქ დერნაში. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე (1980 წელს დაბადებული ო.ო) დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული. განსაკუთრებით დიდი…

მეტი...

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის 1-ლი და 18-260- ე მუხლის მე-4 ნაწილებით…

მეტი...

,,სამყარო უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი საფრთხე ტერორისტისგან” – ზელენსკი

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის ფორუმისთვის ემზადება, რომელიც ქვეყანაში ამ შემოდგომაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 21 ქვეყნიდან, 86 წამყვანი თავდაცვის მრეწველობის კომპანია მიიღებს. ,,ვემზადებით თავდაცვის მრეწველობის ფორუმისთვის, პირველი ასეთი ღონისძიება უკრაინაში ამ შემოდგომაზე გაიმართება. ფორუმის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ეს სრულად ასახავს უკრაინის ძალასა და პოტენციალს, ჩვენს უნარს დავიცვათ თავი და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში. ფორუმში მონაწილეობა უკვე 86-მა წამყვანმა თავდაცვითმა კომპანიამ, ანუ 21 ქვეყანამ დაადასტურა. ჩვენი ამოცანა აბსოლუტურად აშკარაა – მივცეთ უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების ყველა შესაძლებლობა, უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს საიმედო დაცვა აგრესიის…

მეტი...

,,კიმ ჩენ ინი და პუტინი, სავარაუდოდ, 152-მმ საბჭოთა ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ” – მარკ მილი

ჩრდილოეთ კორეას შეუძლია გააძლიეროს რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში ომისთვის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის გენერალმა მარკ მილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინი და პუტინი სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ჯერ უცნობია რამდენი იქნება ეს დახმარება, ან რამდენად მალე. „ექნება ამას დიდი მნიშვნელობა? მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი”, – განუცხადა მილიმ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ჩავიდა და ,,ვოსტოჩნის” კოსმოდრომზე პუტინს შეხვდა. რამდენიმესაათიანი დახურული მოლაპარაკებების ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთმა უკრაინას ,,შაჰიდებითა” და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია

გასული ღამეს რუსეთმა უკრაინას საჰაერო ხომალდის ფრთოსანი რაკეტებითა და ,,შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, მათ 16-დან 12 სამიზნე ჩამოაგდეს. დარტყმის ძირითადი მიმართულება ოდესის სამხრეთი ნაწილი იყო და რაკეტები სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. ნგრევის, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ,,საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა გამანადგურებელი ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები და განადგურების სხვა საშუალებები. მტრის რაკეტები ოდესის ოლქში სამოქალაქო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ შედეგების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციები გაავრცელებენ”, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს

დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერი დარტყმებით გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Buk-M3. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს. „დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს ორი Buk-M3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „დემილიტარიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. ორივე საჰაერო თავდაცვის სისტემით, რუსები ცდილობდნენ დაეცვათ ბრიგადის შტაბის მიმდებარე ნაწილები და სადესანტო სამმართველო.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 272 320 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 17 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 530 სამხედრო, 4 ტანკი და 15 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 272 320; ტანკი – 4 620; ჯავშანტექნიკა – 8 828; საარტილერიო სისტემა – 6 003; სარაკეტო სისტემა – 776; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 523; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 742; საკრუიზო რაკეტები – 1…

მეტი...

გასულ ღამეს უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემას იყენებდნენ და დაბომბვა ბელგოროდიდან განხორციელდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინაში სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. განგაში თავდაპირველად 12 რეგიონში იყო გამოცხადებული, მოგვიანებით კი მთელ უკრაინაში. ,,დილის 6:52 საათისთვის უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გაუქმდა”, – წერს უკრაინული გამოცემა.

მეტი...

უკრაინის თავდაცვის ბოლო ცნობები ფრონტიდან

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ამჟამად უკრინის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ატარებენ ბახმუტის სამხრეთით. მისივე თქმით, მტერი დღეს წარუმატებლად ცდილობდა თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგიდნისა და ბოჰდანივკას რაიონებში. „შეტევითი ოპერაციები გრძელდება ბახმუტის სამხრეთით. კლიშჩიივკა და კურდიუმივკა ახლა ცხელი წერტილებია. კლიშჩიივკას რაიონში შეტევითი მოქმედებების შედეგად ჩვენმა თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს. მტერი წარუმატებლად ცდილობდა გაერღვია ჩვენი თავდაცვა ქ. დონეცკის ოლქის რაიონებში. რუსებმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში იეინსკის მიმართულებით“, – ამბობს მალიარი. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მიმართულებითაც. ,,საოკუპაციო ჯარებს აყენებენ მნიშვნელოვან…

მეტი...