,,სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს” – ბლინკენი

სახდეპი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ,,სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედების მოხდენისთვის. გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები…

მეტი...

ზელენსკი გაეროში „სპეციალური დიპლომატიური ოპერაციით“ მიემგზავრება

გამოცემა Politico-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. არსებული ინფორმაციით, ზელენსკი შეეცდება უკრაინის მხარეს იმ ქვეყნების ლიდერები გადმოიბიროს, რომლებიც ჯერჯერობით ომში არავის მხარეს არ იკავებენ ან ფიქრობენ, ვის მხარეს დადგნენ. ამ მხრივ ყველაზე დიდ პრობლემა უკრაინისთვის აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნები წარმოადგენენ, რომლებსაც არცერთ ძლიერ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურთ. სწორედ ამ ქვეყნებს იყენებს მოსკოვი გარკვეული ფინანსური და ეკონომიკური ოპერაციების განსახორციელებლად. ზელენსკი გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვა. გასულ წელს მან ასამბლეაზე ვიდეომიმართვის ფორმატში გამოვიდა. წელს კი, ვინაიდან…

მეტი...

სტიქიას ლიბიაში ნაკრების ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ადგილობრივი გუნდების ფეხბურთელებიც. ლიბიის ფეხბურთის ფედერაციამ 4 ფეხბურთელის გარდაცვალება დაადასტურა. დაღუპულთა შორის არიან: შაჰინ ალ-ჯამილი, მონდერ სადაკა და ძმები სალეჰი და აიუბა სასი.

მეტი...

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეტი...

FBI-ის მიერ ძებნილი კრიმინალური კრიპტოდედოფლის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

FBI-ის მიერ ძებნილი კრიმინალური კრიპტოდედოფლის, რუჯა იგნატოვას, თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. OneCoin-ის თანადამფუძნებელს, სებასტიან კარლ გრინვუდს სხვა თანამზრახველებთან ერთად 4 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის თაღლითურად მითვისებაში ედებათ ბრალი. 46 წლის გრინვუდი, 2018 წელის ივლისში ტაილანდში დააკავეს. მან დანაშაული აღიარა. OneCoin 2014 წელს ბულგარეთში დაფუძნდა და ფუნქციონირებდა როგორც გლობალური პირამიდული სქემა. კომპანიის მმართველი რუკა იგნატოვა 2017 წელს საბერძნეთიდან გაუჩინარდა და დღემდე FBI-ს მიერ იძებნება.

მეტი...

წყალი 22 საათით შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატო II მ/რ, N26-თან ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 სექტემბერს 10:00 საათიდან 16 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატო IV მიკროს მე-2 რიგს; ხომლელის N2,11; წულუკიძის ქუჩა, წულუკიძის 1, 2 შესახვევს(სრულად), წულუკიძის 3 შესახვევოს N1,2,3,4,5, წულუკიძის 4 შესახვევის N8,10; ზანდუკელის ქუჩა (ყოფილი სერგო ჯიქიას) N22-34(ლუწები), 21-51(კენტები); ჯავახეთის ქუჩის N49, N66-დან 152-მდე, ჯავახეთის ქუჩის 1, 2, 3 შესახვევს; VIII ლეგიონის დასახლებს; სამგორის დასახლებას; ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2…

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან, ანდრიივკას დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე ანდრიივკას დასახლებაში შევიდნენ და ახალ პოზიციებს იცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ავრცელებს. ,,ანდრიივკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ. მალიარმა განმარტა, რომ ძირითადი ბრძოლები ანდრიევკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს.

მეტი...

,,გერმანიაში ბოტასების ქურდობისთვის პასუხისმგებლობიდან, აშშ-ს სანქციებამდე” – ნიკა გვარამია ფარცხალაძეზე

ნიკა გვარამია, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება: ,,ამერიკელებმა სათუთად და უდრტვინველად დაასანქცირეს ფარცხალაძე. როგორი ზრდაა: გერმანიაში ბოტასების ქურდობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან, რუსეთისთვის ომში მხარდაჭერის გაწევისა და ამაზე შავი ფულის კეთებისთვის აშშ-ს სანქციებამდე. ოცნების კასკადური კლოუნადა coming soon :))”, – წერს ნიკა გვარამია.  

მეტი...

აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა. ,,სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ”, – დაწერა გამოცემა Associated Press-მა. შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იყო.

მეტი...

ჩინეთის პოზიცია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე – „მედიაცნეტრი მთავარის“ ექსკლუზივი

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჩინეთის საგარეო უწყებას კომენტარი სთხოვა. როგორც სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ერთად იმუშაოს. „ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს მიაღწია და ორმხრივი პერსონალის გაცვლა გახშირდა. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მიდგომას და მზადაა, იმუშაოს საქართველოსთან ერთობლივად, გააუმჯობესოს ორ ქვეყანას შორის პერსონალის გაცვლის ხელშეწყობის დონე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. რეგულაცია 2023 წლის…

მეტი...

ევროკავშირმა გაფართოებისთვის საჭირო რადიკალური ცვლილებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს რადიკალური ცვლილებებისთვის, რომლებიც უკრაინისა და სხვა ქვეყნების მისაღებად არის საჭირო. ,,ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ იმის უფლება, რომ ჩვენი ევროპელი ძმები უკან დავტოვოთ”, – განაცხადა ლაიენმა. მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაზრდა, ასევე “უსაფრთხოების სანდო ვალდებულებები”. ,,ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ დღეს, თუ გვინდა ხვალინდელი დღისთვის მომზადებულები ვიყოთ”, – განაცხადა  ევროკომისიის პრეზიდენტმა. ,,მიმაჩნია, რომ ევროპის გუნდი 30-პლუს წევრითაც იმუშავებს”, – განაცხადა ლაიენმა.

მეტი...

დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი – ილია მეორე

დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7 627-ე წელი, შევთხოვ ყოვლად მოწყალე უფალს, დაიცვას ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, სრვისაგან, ძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებისაგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი. „მოგვმადლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, გული გონიერი და წრფელი განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა. დაგვეხმაროს, რათა შევძლოთ განვეშოროთ ავ სიტყვას, განზრახვასა და საქმეთ, რათა უფლის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარი უდიდესი განძი, სიცოცხლე, – ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ. ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ტვირთმძიმე და განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანი, ყოველი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში…

მეტი...

მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ  შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება – ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება. მისი თქმით, ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ,,მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.  

მეტი...

„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ”- ლევან ხაბეიშვილი

„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? უხერხულია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თავდაცვის სამინისტროს განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე ”ათას სისაძაგლეს იგონებდნენ“. „დარწმუნებული ვარ, თქვენ ის თაობა ხართ, რომელმაც ქრთამის გარეშე ჩააბარა. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, რადგან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ? რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა, 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა. ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ მადლობა გეთქვათ იმ პრეზიდენტისთვის, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია, ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, – განაცხადა…

მეტი...

აშშ უკრაინას 1.25 მილიარდ დოლარს გადასცემს

აშშ უკრაინას  1,25 მილიარდ დოლარს მსოფლიო ბანკის PEACE პროექტის ფარგლებში გადასცემს. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, თანხები ძირითადად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე იქნება მიმართული, ასევე მათთვის, ვინც საჯარო სერვისების შენარჩუნებაზე ზრუნავს. პროგრამა PEACE რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მიერ იქნა დანერგილი.  

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე დღეს მიიღეს. „ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მეტი...

„ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში”- ლიბიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეა

ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ,  ქალაქ დერნაში მაშველები გვამების შესანახი ჩანთების მიწოდებას ითხოვენ. ადგილზე ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება. ,,ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში ცხედრების დიდი რაოდენობის გამო”, – განაცხადა  დერნას მერმა. სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ადმინისტრაციაში, რომელიც მართავს აღმოსავლეთ ლიბიას, განაცხადა, რომ “ზღვა მუდმივად რიყავს  ათეულობით სხეულს”. „ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს, ”- განუცხადა ბენღაზის დამხმარე მუშაკმა  Associated Press-ს.

მეტი...

„ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ – იარაღი, რათა საქმე დასრულდეს”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთმა უნდა დააჩქაროს კიევის სამხედრო მხარდაჭერა. მან ასევე გააკრიტიკა აშშ კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების არმიწოდების გამო. „ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ – იარაღი, რათა საქმე დასრულდეს და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ განვაგრძობთ დროის გაჭიანურებას? როგორ შევხედოთ ამ ხალხს თვალებში და ავუხსნათ, რატომ ვაჭიანურებთ? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი. დღესაც იმავეს ვაკეთებთ“, – აცხადებს ჯონსონი.

მეტი...

,,ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა”- პროკურატურამ ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, ბათუმში, ბრალდებული ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 2000 ლარის გატაცება სცადა. ,,ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ერთ-ერთ თანამშრომელს ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის…

მეტი...

სამი და, სხვადასხვა წლის ერთსა და იმავე დღეს დაიბადა

ფლორიდის შტატში ჯერემი და საური ტერნერებისთვის 3 სექტემბერი უკვე მესამედ იქცა განსაკუთრებულ თარიღად, რადგან მათ სამივე შვილი ერთსა და იმავე დღეს შეეძინათ. ,,მე ვარ ყველაზე ბედნიერი მამა ოკალაში”, – განაცხადა მამამ, ჯერემი ტერნერმა “დილა მშვიდობის ამერიკასთან” ინტერვიუში. წყვილის პირველი შვილი ჟასმინი 2020 წლის 3 სექტემბერს გაჩნდა, 2021 წლის 3 სექტემბერს მათ ოჯახს ჯესიკა შეემატა, ამ წლის 3 სექტემბერს კი ჯულია დაიბადა. „გაოგნებულები ვიყავით, რომ ჩვენმა მესამე გოგომაც, დებივით, 3 სექტემბერს გადაწყვიტა დაბადება. საავადმყოფოს პერსონალი ისეთივე გაკვირვებული იყო, როგორებიც ჩვენ,”- აცხადებს მამა.

მეტი...

,,საქართველო დღესვე იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და მაგარი მეომრები გვყავს”- მამუკა მდინარაძე

საქართველო დღესვე იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და მაგარი მეომრები გვყავს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი სამხედროები ნატო-ს ჯარებთან ერთად ებრძოდნენ მსოფლიო მშვიდობისთვის. „ხალხი დაგვეღუპა, მისიებში დაღუპული გვყავს ჯარისკაცები და თქვენ მეკითხებით, ვის მიმართეთო. არავის მივმართეთ, ერთად ვართ ამ საკითხებში და საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას დღესვე, თუ ძალიან გაინტერესებთ. ყველაფრით მზად არის. იმ სფეროში ადამიანი არ გამოჩნდა მსოფლიოში, რომელსაც სიტყვა მოუბრუნდა და რაღაცით საქართველო მზად არ არის ამ მიმართულებითო, რომ ეთქვა. ერიდება ყველა ამ თემაზე ლაპარაკს იმიტომ, რომ დღესვე იმსახურებს საქართველო ნატო-ს წევრობას…

მეტი...

,,განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი, ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ”- გამოსახლება თბილისში

აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალაშვილის ქუჩაზე ნაღმის არსებობა არ დადასტურდა. პაატა შამუგიას განცხადებით, ბინაში მცხოვრებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მიმდინარეობს გამოსახლება. ,,ჩვენ როცა აქ მოვედით მოვალემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი. ჩვენ როგორც გვევალება პროტოკოლით, ვაცნობეთ 112-ს. მოხდა გადამოწმება როგორც ბინის, ასევე ამ ადამიანის და ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ამის შემდგომ ვაწარმოეთ მოლაპარაკება მხარეებთან. მათი შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი,”- განაცხადა პაატა შამუგიამ. კაცი, რომელსაც ბინიდან ასახლებენ ასაფეთქებლით იმუქრებოდა

მეტი...

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული სტატუსის მიღება-არმიღება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლო, არასწორი, იმიტომ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, თავისი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით და ა.შ. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა  საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე. ,,დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც  კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე –  მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს,”- ნათქვამია…

მეტი...

,,ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ”- კალაძე

ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მედიასთან განაცხადა. „გუშინ მივიღეთ წერილი, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას ბავშვების უსაფრთხოება. ისინი, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის”- კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. „რაც შეეხება ბიუჯეტიდან ხარჯვას პირადი მიზნებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია და არანაირად გამართლებული არ არის. მით უმეტეს საუბარია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, პირადი გადაადგილებისთვის. ალბათ გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოიკვლიოს ყველა დეტალი, თუ რა ხდებოდა რეალურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.   თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული…

მეტი...

ორპირ კარში ყოფნა ძალიან საშიშია, ორპირმა ქარმა იცის გაციება – ირაკლი კობახიძე

ორპირ კარში ყოფნა ძალიან საშიშია, ორპირმა ქარმა იცის გაციება, ეს მდგომარეობა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვა დაუსვეს  კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც კალაძე აცხადებს: „ნატო-ს წევრობა არის ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას დაიცავს, არ გვინდა ეს ღია კარი, თუ რამის თავი გაქვთ, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა ალიანსში“. „ზოგადად შემიძლია, გითხრათ, ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, ღია და ორპირ კარში ყოფნა არის ძალიან საშიში. იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა…

მეტი...

,,რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია”- ირაკლი კობახიძე

გახსოვთ, როგორ აზიანებდა კელი დეგნანი ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა. ,,საელჩომ ამხილა კოლექტიური ნაცმოძრაობა ტყუილში. თქვენ გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური ნაცმოძრაობა ამხილა ტყუილში.რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ასევ ობიექტურად იმუშავებ ქართულ -ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

კაცი, რომელსაც ბინიდან ასახლებენ ასაფეთქებლით იმუქრებოდა

თბილისში, შანხაის ქუჩაზე გამოსახლება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში მყოფი პირი ასაფეთქებლით იმუქრებოდა. კაცი, რომელიც  დღეს აღსრულებას ბინიდან უნდა გაესახლებინა, ამტკიცებდა, რომ სახლი დანაღმული ჰქონდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ამ წუთებში ადგილზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან და ბინაში მყოფ პირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

მეტი...

,,პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება”- გურამ მაჭარაშვილი

,,პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება. ხომ დავინახეთ, ელჩებს მოუხმო. ვერ უშველის ელჩები,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ნელ-ნელა სერიოზული ხდება. ,,პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება. ახლა ნელ-ნელა სერიოზული ხდება. ხომ დავინახეთ, ელჩებს მოუხმო. ვერ უშველის ელჩები. ვერ იტყვიან იმას, რომ ქვეყანაში პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და არა უშავს. მერე ოპოზიციას დაუძახა და უთხრა  “ხომ არ გადამაყენებთ”. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, იყო. ამას, ბუნებრივია, დიდი უარყოფა არ სჭირდება, მაგრამ აქ კიდევ ერთი მთავარი ის არის, ოპოზიცია ამბობს, რომ ერთმანეთს…

მეტი...

,,ფული, რომელიც საქართველოში იმ მიზნით იხარჯება, რომ პლურალიზმი, ლიბერალური ღირებულებები წახალისდეს, ასეთი მედიის მიერ პროპაგანდის და ცენზურისთვის გამოიყენება”- პაპუაშვილი

„მედია, რომელიც სრულად უცხოური დაფინანსებით მაუწყებლობს საქართველოში, უფრო სწორად აქვს ონლაინ გამოცემა და რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების, დონორების ფული იხარჯება, გამოდის, რომ ეს ფული იხარჯება პროპაგანდასა და  ცალმხრივ ჟურნალისტიკაში. არადა, დონორები ფიქრობენ, რომ საქართველოში მედია პლურალიზმს სჭირდება წახალისება და ამისთვის აძლევენ გამოცემას ფულს“, –  ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დონორების მეშვეობით მათზე ზეწოლა განხორციელდა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მართალია ქართული საზოგადოება ამ გამოცემას არ იცნობს, თუმცა ეს არის უცხო ენაზე ონლაინ გამოცემა და თანამშრომლობის ჩვენების და წახალისების ერთ-ერთი ნაბიჯია, როდესაც მათ პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებების…

მეტი...

,,პირველი ვიყავი საქართველოში ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ”- გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ორი წლის წინ, პირველი იყო, ვინც მოსახლეობა „გრძელი კოვიდის“ შესახებ აფრთხილებდა. „14/09/2021 პირველი ვიყავი საქართველოში ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ. სამწუხაროდ მოსახლეობა ცრუ მეცნიერებებს და შარლატან/კლოუნებს აჰყვა და შედეგსაც ვხედავთ. გრძელი კოვი და პოსტ კოვიდი უკვე გახდა ცალკე “სპეციალიზაცია” და პოსტ კოვიდური კლინიკების მომრავლება ამის დასტურია. მოუსმინეთ და დაიჯერეთ დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებს (ვიღაცისტები თავად იცით ვინ არიან)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

მეტი...

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილურ სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი) ჯგუფი 15 ექიმის შემადგენლობით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ზესტაფონის ახალგაზრდული ცენტრი; ედელაშვილის ქ. N 7; თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება,…

მეტი...

იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება საქართველოს – პაველ ჰერჩინსკი

იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, მყარი ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით,  გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, საუბრის მთავრი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო. „პრეზიდენტის მიმდინარე იმპიჩმენტზე თუ მკითხავთ, მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან არ მინდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა არ არის ის, რაც ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, ძლიერი, მყარი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით. მაგრამ კიდევ ერთხელ,…

მეტი...

ცნობილი ვიდეოს გმირი, ველოდი მირცხულავა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ცნობილი ვიდეოს გმირი, ველოდი მირცხულავა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილ ვიდეოში, ველოდი მირცხულავა ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს აგინებს. ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილი ველოდი მირცხულავა 1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი იყო. მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

მეტი...