უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზაქრო შუბითიძე ემსხვერპლა. ის დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება.

პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები