გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ აფრთხილებს. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან, კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ დაადასტურა, თუმცა, მან მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. ცნობისთვის, ის გახარიასთან ერთად 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მდინარაძე შს მინისტრობის და პრემიერობის დროს გახარიას პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. ბოლო პერიოდში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მეტი...

23 წლის ბიჭის მკვლელობა გურიაში – ახალი დეტალები

გურიაში 23 წლის მოკლული ახალგაზრდას ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის კლინიკაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მანამდე კი მოკლულის ახლობლები დაბა ჩოხატაურში, მამქოლის კლინიკასთან იყვნენ შეკრებილები, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ესვენა. მათ მკვლელობის მიზეზებზე არ უსაუბრიათ. თუმცა, ცნობილია, რომ შემთხვევა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს” – ვარჰეი

,,მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს”. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს, შეთავაზება კი, ჯამში, 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო). ,,მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას. გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე…

მეტი...

ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

პირველი იანვრიდან ყარაბაღის ,,რესპუბლიკა” არსებობას შეწყვეტს

ყარაბაღის საინფორმაციო შტაბის ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ,,რესპუბლიკის” ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს. განკარგულებაში ამ გადაწყვეტილების მოტივად ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოება და სასიცოცხლო ინტერესები სახელდება. ასევე, დოკუმენტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიწვეულია გაეცნოს აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს. ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი უკვე 70 000-მდე ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.

მეტი...

„თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისობა 2023“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით. ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან პირველი ოქტომბრის 00:00 საათამდე, მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე, N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში,…

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს იუსი ჰალა-აჰოს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. აგრეთვე, გამოხატა მადლიერება ფინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულებასა და გასულ წელს ევროკავშირის მიერ აღიარებული ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რაშიც საქართველოს ექნება ფინეთის მხარდაჭერა, რისთვისაც შალვა პაპუაშვილმა იუსი ჰალა-აჰოს მადლობა გადაუხადა. მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მისი გეოპოლიტიკური შედეგები,…

მეტი...

,,რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან”- სტოლტენბერგი

„უკრაინის მომავალია ნატო-ში. ვიდრე ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რომ მოგამზადოთ ამ მომავლისთვის, ნატო უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭიროა,”-  ამის შესახებ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ”რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან”. „რუსეთს შეუძლია, იარაღი ახლავე დაყაროს და ეს ომი დღეს დაასრულოს. უკრაინას ეს არჩევანი არ აქვს. უკრაინის დანებება არ ნიშნავს მშვიდობას, ეს ქნება რუსეთის სასტიკი ოკუპაცია. მშვიდობა ნებისმიერ ფასად საერთოდ არ იქნება მშვიდობა. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა და შესაბამისად, მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ…

მეტი...

„აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მან გენერალურ მდივანთან განიხილა თავდაცვის ძირითადი საკითხები, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინელი ჯარისკაცების საჭიროებები. ზელენსკის თქმით, საჭიროა აგრესორზე ზეწოლა, რათა  რუსეთმა უკან დაიხიოს. „აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება. ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსალოდნელ თავდასხმებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ითხოვა პარტნიორი ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდა. „ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს ზამთარი, დავიცვათ ინფრასტრუქტურა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, –…

მეტი...

,,ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი”- ირაკლი ღარიბაშვილი

მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  მას არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ  რაიმე გაინტერესებთ. ელიტური კორუფცია ახსენეთ თქვენ, ვინც ეს გამოაქვეყნა, ეკა გიგაური, რომელიც საზოგადოებას შევახსენებ,  2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის პროცესში იყო ჩართული, მან გადაუხადა, თუ არ ვცდები, გარკვეული ბონუსები დამარბევლებს, სპეცრაზმელებს და ა.შ. –…

მეტი...

,,ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში, ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?!”- პრემიერი

ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?! როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა, –   ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ვერ მიიიღებს კრიტიკას იმ ადამიანისგან, რომელმაც მიზანმიმართულად და გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არაერთგზის, დღესაც ღალატობენ. “ქადაგიძე ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ?! როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა.…

მეტი...

“რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

“რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. სამხედროების ოფიციალური Telergam არხი მიუთითებს, რომ ამჟამად მათი ჯგუფები მუშაობენ ბელგოროდის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ლეგიონერებს შორის დაჭრილები და გარდაცვლილები არ არიან. „მიატოვეთ ზღაპრები დანაღმული ველების შესახებ კონაშენკოვს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სახლის გაწმენდას პუტინის სიბინძურისგან. მიმდინარეობს ბრძოლა, ყველა დეტალი მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში. დაახლოებით 10:40 საათზე ბელგოროდის რეგიონის ოპერატიული შტაბმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები და უსაფრთხოების სხვა ძალები „შევიდნენ ბრძოლაში სადემარკაციო ხაზზე“.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში – არიან დაშავებულები

“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, დაშავდა ორი ადამიანი. ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მეტი...

,,მე არც ჩემი შვილის არც, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან”- ღარიბაშვილი

ჩემი გადაწყვეტილებით 1000 ზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან, ბიუჯეტიდან ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, საუკეთესო უნივერსიტეტებში, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან, მე არც ჩემიშვილის, არც ჩემი ოჯახის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება , –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “მე არასოდეს, რაიმე აუგი არ მითქვამს ამერიკის შესახებ, მე პირიქით ძალიან მიყვარს ამერიკა, მე პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში და ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის განათლების სისტემა არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში, მე არ მინდოდა პირად დეტალებზე საუბარი და…

მეტი...

,,გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთთან კონსულტაციებს და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია”- სარჯველაძე

გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია. „დააკვირდით როდის და როგორ კეთდება ეს განცხადება, თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციული თნამშრომლობაში, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს…

მეტი...

,,არ დავუშვებთ ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა, ქვეყნის შიდა მტრებმა თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ”- ღარიბაშვილი

რაც შეეხება სუსის განცხადებას, მე, რა თქმა უნდა, მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული განცხადება, სუსს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია რაც ამ ეტაპზე იქნა მიზანშეწონილად, რომ გაზიარებულიყო საზოგადოებისათვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და რაღაც ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ – ეს არ არის ახალი ამბავი. „რა თქმა უნდა, ეს ადამიანები და მე ვგულისხმობ ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილს და მისი რადიკალური ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობას საქართველოში,…

მეტი...

საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, მთავრობის და ჩემი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. „ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი…

მეტი...

აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვით,   დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება.  კანონპროექტით, პირველივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა  ფიზიკური პირის შემთხვევაში  150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი.  განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის – 5000 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა  1000 ლარით განისაზღვრება,  ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის  –  10 000 ლარით.…

მეტი...

,,საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო”- პრემიერი პრეზიდენტზე

,,ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შარშან ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში,  საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. ,,ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან, გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკურ განცხადების გაკეთება. ამ ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება…

მეტი...

,,მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი”- პრემიერი

,,მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი ჩვენი ხელწერის და წინა ხელისუფლების ხელწერის,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარტერთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გაჭირვებული არასდროს ყოფილა. ,,მე არასოდეს მისარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით და არასოდეს დამიფინანსებია ჩემი პირადი მგზავრობა ან სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა, არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი ჩვენი ხელწერის და წინა ხელისუფლების ხელწერის, როცა მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი ბანდა. მე,…

მეტი...

,,ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი”- პრემიერი

,,მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თმით, პრეზიდენტს ბუნდოვანი განცხადებები აქვს გაკეთებული. ,,რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში, მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, ვერავინ გაიხსენებს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება. მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს…

მეტი...

ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ  საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები. შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე, კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე, აღსრულების მექანიზმებზე და არსებულ გამოწვევებზე. მისი განმარტებით, 2022 წელს, 3 მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე დასრულდა. ასევე, დასრულდა 3 ბაზრის მონიტორინგი, ხოლო 2 ახალი ბაზრის შესწავლა დაიწყო. უწყების მიერ გაცემულ იქნა 17 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია: 1 –…

მეტი...

,,პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ”- ღუდუშაური

ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუაცია გადაახია. ,,საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია. ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ. იძულებულს გავხდით, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად იზამს, ფრანგულად თუ ქართულად, ეს მისი ნებაა,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

მეტი...

,,სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სანდრა რულოვი რჩება მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად. „სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე. ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“, – წერს მიხეილ…

მეტი...

სემეკმა „სოკარ ჯორჯია გაზი“ მომარაგების წყვეტაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციის – მომსახურების ხარისხის წესების დარღვევა. მიმდინარე წლის 5 მაისს, სემეკში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას. სემეკის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება. შპს…

მეტი...

ტაშკენტში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 162 დაშავდა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 162 დაშავდა ხუთშაბათს ტაშკენტის აეროპორტის მახლობლად მდებარე საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილია მოზარდი ბიჭი. მათივე ცნობით,  24 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 138 დაშავებულებს მკურნალობდნენ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა აფეთქების მიზეზის გამოსაკვლევად.   აფეთქება ტაშკენტის აეროპორტთან – არიან დაშავებულები

მეტი...

,,პადაჩასავით ჩამოგაწვდით ლავროვი ასეთ განცხადებებს, რომ გაგიმყაროთ პოზიცია”- სარჯველაძე დეკანოიძეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.  ხატია დეკანოიძეს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა, რასაც ხმაური მოჰყვა. ,,ლავროვი, რუსეთის ხელისუფლება, პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან. მოგეწონათ ლავროვის განცხადება ბატონო მიხეილ? თქვენი ხელისუფლება თანხმდება ლავროვის ხელისუფლებასთან”, – განაცხადა დეკანოიძემ. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,  ლავროვი ქართულ ოპოზიციას პადაჩებს უგზავნის. ,,უნისონში არის თქვენი და ლავროვის განცხადება…პადაჩასავით ჩამოგაწვდით ლავროვი ასეთ განცხადებებს, რომ გაგიმყაროთ პოზიცია. ეს არის პოლიტიკური ხულიგნობა, რასაც ახლა აკეთებთ”. – უთხრა სარჯველაძემ დეკანოიძეს. როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით მთავრობასთან ფრენების განახლებაზე – ლავროვი

მეტი...

,,80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს”- ღუდუშაური დეკანოიძეს

,,რუსული საქმე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს”,- ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ხატია დეკანოიძეს მიმართა. კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა დეკანოიძის იმ შეფასებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებასთან თანხმდება. ,,წყალს წაუღია ნებისმიერი მანდატი და პოლიტიკა, თუ ხალხს არ ემსახურება. ხალხს ემსახურება რეანომობილი და დიახ, კარგია. რეანომობილთან დაკავშირებით ამბავი ატეხეთ და სამარცხვინო რაღაცები გააკეთეთ. სავალუტო ფონდთან დაკავშირებითაც ატეხეთ ამბავი – რა შუაშია გადაწყვეტილება.. რაც შეეხება ყავლაშვილის დაგინებას, ძალაში არის. რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა, ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარეს…

მეტი...

,,გიორგი გახარიას უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი”- კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“. ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა. უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს,…

მეტი...

,,უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება”- ნიკოლ ფაშინიანი

უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხების გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან, აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად გრძელდება. „ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად ისტორიისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

მეტი...

ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა

ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა მიიღომ. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილების თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან უკანონო რეჟიმის ყველა ინსტიტუტი და ორგანიზაცია სრულად შეწყვეტს საქმიანობას, რითაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ წყვეტს არსებობას. ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეკომენდირებულია გაეცნონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება სამომავლოდ ყარაბაღში დარჩენის შესაძლებლობის შესახებ.  

მეტი...

როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით მთავრობასთან ფრენების განახლებაზე – ლავროვი

როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით,  ჩვენ შევთანხმდით ბატონ [საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი] ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. ,,როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეწვიონ ერთმანეთს, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონ (საქართველოს…

მეტი...

,,ეს არის კონფლიქტის გაღვივება”- დაპირისპირება კინოთეატრ ამირანში

დაპირისპირება კინოთეატრ ამირანში –  სოხუმის დაცემის დღეს ლია ტოკლიკიშვილის მიერ გადაღებული ფილმის „იარე ლიზა“ ჩვენებას დარბაზში დამწრეების პროტესტი მოყვა. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,თქვენ ამ ფილმით ამზადებთ ნიადაგს აფხაზეთის აღიარებისთვის” – ისმის ვიდეოში. ,,ჯარისკაცები ნარკომანებად გამოიყვანეთ” – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოში. ,,ეს არის კონფლიქტის გაღვივება, როდესაც გინდათ აფხაზებს მოეფეროთ და საკუთარ ხალხს დაწყვიტოთ გული”,- ამბობს ერთ-ერთი დამსწრე.

მეტი...

,,ვცხოვრობდით ამ სახლის მეზობლად და მეწყერის დროს ვარდისფერი სახლი ვიპოვეთ კალცის ხიდის მიმდებარედ”- მარიამ ბერიანიძე

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე ფეისბუქ ჯგუფში „რაჭა“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით,  ფოტოები სტიქიის დღეს დროის გარკვეული ინტერვალით, სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ არის გადაღებული. „შემთხვევით ვიპოვე ჩემი შვილის, კოტიკოს ეს ფოტო და უბრალოდ ნახეთ ვარდისფერი სახლის განსხვავება 3 აგვისტოს დილით და შუადღეს. რა თქმა უნდა, განსხვავდება მათი მდებარეობაც. ჩვენ ვცხოვრობდით ამ სახლის მეზობლად და მეწყერის დროს ვარდისფერი სახლი ვიპოვეთ კალცის ხიდის მიმდებარედ, რომლის ახლოს ჩვენი კოტეჯის ნანგრევებიც ეყარა“, – წერს მარიამ ბერიანიძე.  

მეტი...

,,დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გავწყვიტეთ, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა”- ლავროვი

,,დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გავწყვიტეთ, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არასდროს ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ “ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი”. ,,დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გავწყვიტეთ, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც თავის მოქალაქეებად თვლიდა და აწია. ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ. და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო”, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...