ჩუნცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში, ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და აქ ცხოვრობს 32 მილიონი მოსახლე. ჩუნცინი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების ცენტრი ჩინეთის დასავლეთი ნაწილისთვის, ისევე როგორც დამაკავშირებელი ,,ქამარი და გზა” და მდინარე იანძის ეკონომიკური სარტყელი, რომელიც სარგებლობს კარგი ადგილმდებარეობის უპირატესობებით. ჩუნცინი არის მწვანე, მთებისა და წყლის ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია ორი მდინარითა და ტალღოვანი მწვერვალებით, მდინარე იანძის ცნობილი სამი ხეობით და შეტანილია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.
მეტი...დღე: სექტემბერი 4, 2023
სადგურის მოედანზე ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, სადგურის მოედნაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...მარნეული-სადახლოს გზაზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა
მარნეული-სადახლოს მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...ბორჯომში 35 წლის კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ბორჯომში, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდაცვლილი შპს ,,ბესთ ბილდ გრუპში” იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. რა მუხლით დაიწყო შსს-მ მომხდარზე გამოძიება და დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციის სამსახურმა მომხდარის მოკვლევა, ამ ეტაპზე უცნობია.
მეტი...მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში
ინტელექტუალური ავტომანქანები და გაციფრულებული სამყარო, რას არ ნახავთ აქ. „ჭკვიანი ჩინეთი ექსპო“ – ეს არის სიმპოზიუმი, რომელიც დღეს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში. სიმპოზიუმი ფოკუსირებულია ინტელექტუალურ, ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებებზე. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო ლიდერები, უცხოელი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ბრენდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მინისტრები. პარალელურად, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ათეულობით პავილიონია გახსნილი, წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, პროდუქცია საავტომობილო მიმართულებით. ციფრული ეკონომიკა და მოდერნიზაცია სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან. წარმოდგენილია ინტელექტუალური ავტომანქანები, რომლებიც ჩინეთში იწარმოება, კონკრეტულად კი ჩუნცინის პროვინციაში, სადაც 32…
მეტი...,,ერთი წუთით რომ ყოფილიყავით შოვში, შეგეხედათ, ვინ როგორ მუშაობდა, საკუთარ თავს ასეთი პათეტიკის უფლებას არ მისცემდით”- პაპუაშვილი ბოკუჩავას
ხმაური მოყვა ბიუროს სხდომაზე შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობას. ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე განხილვის გამართვას ითხოვა. „ვენ მოვითხოვთ საკითხის განხილვას, საჯარო დისკუსიას, ღია დისკუსიას, დებატებს, მათ შორის ყველა კითხვის დასმას. ნუ მოვახდენთ კენჭისყრის ფორსირებას, რომელსაც თქვენ პროცედურული ომისთვის გამოიყენებთ“, – მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს. შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გამოიტანს თუ არა განსახილველად საკითხს ხვალინდელ პლენარუს სხდომაზე. ,,როგორც იცით, 22 სექტემბერს არის ინტერპელაციის დღე, შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა კითხვას უპასუხებს. ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დალოდებოდით ინტერპელაციას, იქნებ,…
მეტი...სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ადგილზე შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამედიცინო ექსპერტი იმყოფებიან. ამ დროისთვის უცნობია ვის ეკუთვნის ცხედარი.
მეტი...დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს – ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს ”მოსავლის მართვის კომპანიას” დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. „მოსახლეობა აქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ ხვალიდან კიდევ…
მეტი...ფოთში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა ავარიაში მოყვა
მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი დაშავდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სახის დაზიანებები მიიღეს მათ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტი...,,მოუთმენლად ველი მიმებს”- ოლაფ შოლცი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ ფოტოს აქვეყნებს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვარჯიშის დროს ტრამვა მიიღო. მიღებული ტრავმის შემდეგ, შოლცი სოციალურ ქსელში პირველ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ცალი თვალი ახვეული აქვს. „ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ვიზუალურად უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. მოუთმენლად ველი სახალისო ფოტოებს (მიმებს)“, – წერს შოლცი.
მეტი...უმუშევრობის და სიღარიბის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული – პრემიერი
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და შეადგინა უკვე 737 000, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული. „სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე – 5.5 მლრდ დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი…
მეტი...,,ცალ მხარეს არის მელიას მხარე – “ვაი“ და აქეთ ხაბეშივილის მხარე – “ვუი“ და პარტია არის “ვაი-ვუი“- გიორგი გაბუნია
“ნაცების” ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ… ”- ამის შესახებ “მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, ”მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ”ამ მოცემულობაში რაც “ნაცებს” სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე – “ვაი“ და აქეთ ხაბეშივილის მხარე – “ვუი“ და პარტია არის “ვაი-ვუი“ არანაირად არავის არ აქვს სურვილი, რომ “ვაი-ვუის” საქმე აკეთოს…”. ,,ნაცების” ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ… თავისუფლების შესახებ ამ ადამიანებმა რომ გაიგეს, უბედნიერესები იყვნენ. პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, არ ხართ ვალდებულები ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და…
მეტი...,,თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს”- ხაბეიშვილი დუმბაძის სახელობის სკვერზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერს ფიზიკურად დაიცავენ. „რუსულმა ოცნებამ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტეს, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვან ადგილობრივებს. გუშინ ყველამ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ მხოლოდ ეს ენა ესმით. „ჩმორი“ ხალხი, რომელიც მიუვარდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ქალბატონებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ სკვერს აუცილებლად დავიცავთ. თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს. ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ყველა მოქალაქის ინტერესს დავიცავ ყველგან. ასე ერთ გუნდად,…
მეტი...შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ზუსტდება და ახლებურად რეგულირდება პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვის დაშვებისა და სასახლეში შესვლის პირობები, პარლამენტის სასახლის ვიზიტორთა ქცევის წესს და მისი დარღვევის შედეგები, მოსალოდნელი საფრთხის მიხედვით უსაფრთხოების სხვადასხვა დონე. „ეს წესი არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა და მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში…
მეტი...,,მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად, რომ მუშაობს”- სააკაშვილი
,,მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად, რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე,” – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართავს და ერთიანობისკენ მოუწოდებს. ,,ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ და ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” ამაში მგონი გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში. წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ…
მეტი...სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან ჩემს ოჯახს და სამტრედიის მერიას კავშირი არ აქვს – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში, ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს. ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი მამამისის, კარლო კალაძის საპატივსაცემოდ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და არანაირი შეხება მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არ აქვს. „ვის გჯერათ, რომ მამაჩემის საპატივსაცემოდ დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტი...არც პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე – ღარიბაშვილი
სამწუხარო არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, მთავარი კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება. ,,აქვე მინდა მივმართო საზოგადოებას და შევახსენო, თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს…
მეტი...გაუგებარი და გულდასაწყვტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას – კახა კალაძე
„პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას, გაუგებარია ეს ყველაფერი“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფაქტზე გამოხატულ მწვავე კრიტიკას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქვეყნის კონსტიტუციას. „იმპიჩმენტს რაც შეეხება, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. პირველი: ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ…
მეტი...დადის და კაცისშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს – ზარქუა პრეზიდენტზე
კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ – პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაცისშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არსებობს. „გახსოვთ, პრეზიდენტზე რადიკალური ხელმოცარული ოპოზიციის თავდასხმები.ზოგი რა სიტყვებით მოიხსენიებდა, მერიდება კიდეც, ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, ვერ გავახმოვანებ – ეძახდნენ უბედურებებს, მაგრამ დღეს მათი მხარდაჭერის ობიექტი გახდა. ლამის ვარსკვლავ ქალბატონად აქციეს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით ქალბატონი სალომე ადეკვატური და კონსტიტუციის დამცველი ვერ გახდება, არც ზნეს და ჩვევას შეიცვლის. როდესაც მთელი ქვეყანა, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,…
მეტი...ხონში, კიჩხის კანიონთან გარდაცვლილი ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა
ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო კი ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა. წყარო: პრაიმტაიმი
მეტი...თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება
თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ,,თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას ახალი თელავის აეროპორტი. ჩვენ მშენებლობას წელსვე დავიწყებთ. გვინდა, რომ პირველი მგზავრი მიიღოს აეროპორტმა 2024 წლის მაისი-ივნისში, ძალიან მალე დასრულდება. პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება, შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს”,…
მეტი...მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება – ირაკლი ღარიბაშვილი
მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-ივლისში ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. „ჩვენ მთავრობის დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან რამდენიმე მინდა გამოვყო და ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას. მანამდე ერთგვარი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის. მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს…
მეტი...პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია – ირაკლი ღარიბაშვილი
ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულია. „დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა…
მეტი...არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექასუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- ნათქვამია პროკურატურის…
მეტი...რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები? (ვიდეო)
ჩინეთში წარმოებული ეს ელექტრომანქანები გერმანიაში იგზავნება. „სერეს“ – ის ბრენდის მანქანები, რომელსაც კადრში ხედავთ ჩუნცინის პროვინციაშია წარმოებული და მისი ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია. რაც აქ ჩანს, ყველა ავტომანქანა ექსპორტისთვისაა გამზადებული. ჩუნ ცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ კილომეტრს, აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და 32 მილიონი მოსახლე. ეს არის ღია ქალაქი, სადაც ხდება ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლები მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. ფუნქციონირებს ტოპ 500…
მეტი...„ვიღაცის დასჯა და ჩამოხრჩობა კი არ გვინდა, არამედ პრევენცია გვინდა, რომ ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე ხელი არ გავიშვიროთ”- ელისაშვილი
პარლამენტის ბიუროს შოვში სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი დღეს წარედგინება.ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. „ვიღაცის დასჯა და ჩამოხრჩობა კი არ გვინდა, არამედ პრევენცია გვინდა, რომ ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე ხელი არ გავიშვიროთ. გვჭირდება, რომ სისტემა გამართულად მუშაობდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს გარდა პრევენციისა. მომავალში მაინც უნდა დავაზღვიოთ ტრაგედიებისგან. როცა ზაფხულში მიდიხარ და დასვენება გინდა, გული არ უნდა გისკდებოდეს, რომ ღვარცოფში მოჰყვები და სტრუქტურები არ დროულად იმუშავებენ“, – განაცხადა ელსიაშვილმა.
მეტი...კინჩხას კანიონზე ტურისტი დაიღუპა
უბედური შემთხვევა ხონში – კინჩხას კანიონზე ვიზიტორი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტორს ჩანჩქერზე ფეხი დაუცურდა და გადავარდა. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.
მეტი...დატბორილი გზები, მეტროს რამდენიმე ხაზზე შეწყვეტილი მოძრაობა და დაკარგულები – ძლიერი წვიმა მადრიდში
ესპანეთში, მადრიდში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროს რამდენიმე ხაზზე და ჩქაროსნული მატარებლის ხაზებზე მოძრაობა შეწყდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები. ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა 1 200-ზე მეტი გამოძახება მიიღეს. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდი, რის გამოც რამდენიმე მიმართულებით გზა დაიკეტა.
მეტი...,,პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს”- წილოსანი
უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს. ,,პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს და იმედი მაქვს, რომ ამას არ ექნება განგრძობითი ხასიათი იმიტომ, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენელი, მისი მხრიდანა ამგვარი ქმედებები პირდაპირ მიმართულია ქვეყნის დისკრედიტაციისკენ. განცხადება, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, უბრალოდ ვერ შევაფასებ, როგორც საქართველოს მხარდამჭერს განცხადებას”,- განაცხადა წილოსანმა.
მეტი...იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქალბატონი მარინა კოჭოშვილი გამოაკლდა ქართველ ემიგრანტთა რიცხვს, იტალიაში. იმსხვერპლა მძიმე სენმა, მიუხედავად მისი შვილების თავდადებისა, ვერ მოხერხდა მისი ცოცხლად საქართველოში გადაყვანა, მან ვერ იხილა საქართველო ერთი წუთით მაინც, გარდაცვალებამდე…“ – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლისის ტბის მიმდებარედ, 8 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან ლეკვი ამოიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლისის ტბის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 8 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან ლეკვი ამოიყვანეს. როგორც ჩანს, ლეკვი ჭაში, მასში ჩამავალი საკანალიზაციო მილიდან მოხვდა. ,,მაშველებმა ლეკვი მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს და მეპატრონის თანხმობით ჭა დალუქეს. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.
მეტი...ოპოზიციიდან თუ ვინმე დაუჭერს იმპიჩმენტს მხარს, შესაბამისი სახელი დაერქმევა – ანა წითლიძე
”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ ვინმე ისეთი აღმოჩნდება ოპოზიციაში, ვინც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მას შესაბამისი სახელი დაერქმევა. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს. ,,თუ ვინმე აღმოჩნდება ისეთი ოპოზიციიდან, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მას დაერქმევა შესაბამისი სახელი და ის იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი და არა ოპოზიციის წარმომადგენელი.მიზეზი იმისა, თუ რატომ დააყენეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახკითხი მაშინ, როდესაც მათ საკმარისი ხმები არ აქვთ, ამაზე პასუხი არის ნათელი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს. ხელისუფლებამ იცის…
მეტი...პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ასეთი წარმომადგენლობა ვნებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს – პაპუაშვილი
პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს, ასევე სხვა საჯარო გამოსვლებშიც განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ასევე თქვა, რომ საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან როგორც მან განაცხადა რეკომენდაციების შესრულებას აქვს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და სინამდვილეში ეს რეკომენდაციები არ სრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი სახის წარმომადგენლობა ვნებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს. „ასეთი სახის წარმომადგენლობა ვნებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს. რადიკალურ ოპოზიციაშიც ხომ ასე ამბობენ – მათ სურთ კანდიდატის სტატუსი, რომ ეკითხები, როგორ ლობირებენ ამ სტატუსს, ამაზე გვპასუხობენ, რომ ჩადიან და ეუბნებიან ევროპელ,…
მეტი...კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამედიცინო სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება – შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიის“ მიერ შპს „მედკაპიტალში“ შპს „პსპ ფარმას“ 50%-იანი წილის შესყიდვას. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა ცალ-ცალკე – სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ბაზრებზე. კერძოდ, 2022 წელს, ქვეყანაში 192 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება მოქმედებდა, საწოლ ფონდის მოცულობა შეადგენდა 18 158 საწოლს, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI)-196.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI ინდექსია -64.14. ამბულატორიული ბაზარი სააგენტომ შეაფასა 2022 წელს საყოველთაო…
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა”- გურამ მაჭარაშვილი
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის. „სალომე ზურაბიშვილმა გაგვაგებინოს, რომელი ქვეყნის კონსტიტუციით მოქმედებს, ან იქნებ, მიუღებელი კონსტიტუცია აქვს, თავად დაწერა და როგორც უნდა, ისე ირგებს. მისი დამოკიდებულება კითხვებს ბადებს – ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და ევროპას მადლობა გადაუხადა, სტატუსი რომ არ მოგვეცითო. ამის შემდეგ რამდენჯერმე საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს…
მეტი...,,ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო? ერთი ვაზნაა დაცლილი” – მოკლულის მამა
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში – მეზობელმა მეზობელი მოკლა. 85 წლის თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი მოკლა. ,,თოფის გავარდნის ხმა რომ გავიგე, ახლოს ვიყავი. ალბათ, ერთ 100 მეტრში, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი. ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა-მეთქი, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო. ამან ერთი 70-80 მეტრი გამოიარა და მე რომ უკვე გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი ოღონდ მრავალსაფანტიანი. რა ვიცი, ექსპერტიზას უთქვია, რომ 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო,” – განუცხადა მოკლულის მამამ ”მთავარ არხს”.
მეტი...