რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, რომელიც საცხოვრებელ ბინად ჰქონდათ მოწყობილი, ხანძარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

შემთხვევის დროს ბინაში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათ  ბინიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი თემები