კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა იმპიჩმენტის თემას არ დავძრავთ – მამუკა მდინარაძე

კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა იმპიჩმენტის თემას ერთადერთი მარტივი მიზეზით არ დავძრავთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ თუ ქვეყნის შიგნით ცუდ რაღაცებს ილაპარაკებს, ეს ქვეყნის გარეთ არ გადის.

„იმპიჩმენტის შემთხვევაში საჭიროა ოპოზიციის ხმები და მაშინ, როცა პრეზიდენტი და ოპოზიციის ტელევიზიები ერთ ხმაში საუბრობენ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია და თავიდანვე რაც გამორიცხულია, მის დაძვრას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ბრიუსელში პრეზიდენტის გამოსვლას, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის შიგნით ცუდი რაღაცები ილაპარაკა, ქვეყნის გარეთ შეეცადა, ეს გამოესწორებინა და შედარებით კარგი რაღაცები ილაპარაკა. ამ ადამიანს ჰგონია, თუ ქვეყნის შიგნით ცუდ რაღაცებს ილაპარაკებს, ეს ქვეყნის გარეთ არ გადის და ვერავინ იგებს. აქ მივდივართ? არ ვიცი. ვინაიდან მანამდე ქვეყნის გარეთ კარგი თქვა, იქნებ ახლაც კარგი თქვას, მაგრამ რომ არ თქვას და ისევ დამაზიანებელი განცხადებები აკეთოს? ხვდებით, რა არასერიოზულობაში და რისკებში შევდივართ? ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე. 26 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე საზოგადოების რეაქცია უკიდურესად მძიმე იყო და როგორც ჩანს, პრეზიდენტზე ამან გავლენა იქონია. ვიმკითხაოთ, ზოგჯერ ცუდს და ზოგჯერ კარგ განცხადებას გააკეთებს? შეიძლება კარგი ილაპარაკოს, შეიძლება – არა, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებები ჩვეულებრივი ამბავი არ არის, პრეზიდენტის განცხადებები იწერება და ევროპელ კოლეგებს მიეწოდება, გარკვეული აღქმებია და ასეთ რისკიან გადაწყვეტილებებზე ვერ წავალთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები