გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

„ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე ქვეყანაში ადამიანებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნის რისკი პოლიტიკური მიზეზების გამო. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის ყოველი ათიდან ერთზე მეტი მოდის ამ ქვეყნებიდან და უსაფრთხოდ აღიარება საშუალებას მისცემს შემცირდეს არალეგალური მიგრაცია ძალიან სწრაფად და ეფექტურად“, – განაცხადა ფეზერმა.

ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ხელშეკრულებების დაგეგმილი ხელმოწერის შესახებ განაცხადა.

„ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გერმანიაში ჩამოსვლა, აქ განათლების მიღება, მუშაობა და ასევე მოიზიდონ აუცილებელი კვალიფიცირებული პერსონალი“, – თქვა მან და დასძინა, რომ მოლდოვა და საქართველო, ამავე დროს, მზად არიან მიიღონ ხალხი, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის უფლება არ აქვთ.

გემანიის მთავრობა ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებას დღეს აპირებს.

მსგავსი თემები