თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა  27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმნიანება, რომლის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.

მისი თქმით, შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის.

,,ჩემი აზრით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოსვლაა. ეს არის ხედვა და პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება. 2030 წელი არის შვიდწლიანი დრო, რომელიც წინა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფია. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადება, რომ განხილვა დაიწყება. ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც. ამ გამოსვლაში შარლ მიშელი გულისხმობდა იმას, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ დისკუსია იწყება და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მისაღებად. ასე რომ, ეს არ არის დავალება მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი შიდა დავალებაც ევროკავშირის წევრებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2030 წელს, დაახლოებით ამ თარიღისთვის, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს გაფართოების კიდევ ერთი ტალღა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები