უკრაინის რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს კორუფცია სახელმწიფო ღალატს უთანაბრდება

უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი ომის დროს კორუფციის სახელმწიფო ღალატთან გაიგივების შესახებ. მისი ავტორები არიან სახალხო დეპუტატი დიმიტრი რაზუმკოვი და მისი ასოციაცია რადაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტს კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის შესახებ თავის კანონპროექტს წარუდგენს.

„გონივრული პოლიტიკის“ გუნდმა დაარეგისტრირა №9659 კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ ვავსებთ სისხლის სამართლის კოდექსს 111-3 მუხლით და კორუფციის სასჯელს ვაიგივებთ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატის სასჯელთან. 15 წელი გისოსებს მიღმა ან სიცოცხლე ქონების კონფისკაციით“,- განაცხადა რაზუმკოვმა.

მისი თქმით,  უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, დღევანდელ ხელისუფლებას შეეძლება ზეწოლა მოახდინოს პოლიტიკურ ოპონენტებზე და დაფაროს საკუთარი კორუფციული საქმეები.

მსგავსი თემები