რომში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვილი იპოვეს

რომში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვილი იპოვეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობელი ავრცელებ.

„ნონა როგორ მენანები. იტალიაში, 6 თვის სამუშაოდ წასული, რომში დამთავრდა შენი სიცოცხლე. ჩემი კარის მეზობლების ჯოდი და ნაზის სახლი ხარობდა, ისე მიხედე ორივეს და მოუარე. უშვილობა არ დაგიტყვია მაგათთვის.

არ იყავი ასეთი გარდაცვალების ღირსი ჩემო ნონა. მეცოდება შენი შვილები შენი ოჯახი ძალიან რამხელა იმედი დაკარგეს. არასოდეს დამავიწყდები ჩემო კარგო მეზობელო და უფროსო მეგობარო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს შენი ჩამოსვენება საქართველოში.

იმ იმედით წახვედი რომ შვილებს დაეხმარებოდი და საბოლოოდ დამთავრდა ნონა მანდ შენი სიცოცხლე უცხო მიწაზე“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.

 

წყარო: პრაიმტაიმი

მსგავსი თემები