პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები თვალთმაქცობაა – გია ვოლსკი

ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც საგარეო გუნდს ინტენსიური კონსულტაციები არ ჰქონდა. პრეზიდენტმა 26 მაისს რა განცხადებითაც მიმართა ახალწვეულებს, ახლა მისი აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები თვალთმაქცობაა.

„სიტყვა ერთია და საქმე – მეორე. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები რაც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, მისი ადეკვატური შეფასება თვალთმაქცობაა. ფორმულა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა არიან და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, თუ ევროპულ დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში ამ ფორმულით ჩადიხარ, ეს თვალთმაქცობაზე კიდევ უარესი შეიძლება, იყოს. თუ პრეზიდენტი ევროპაში რაიმე კონსტრუქციული პოზიციით ჩავა, მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბრიუსელის დერეფანში რადიკალური ოპოზიციიდან მორბენალ აქტივისგებს ვხედავთ, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები