მშვიდობის საუკეთესო გარანტია ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე “შეთანხმების” დადებას. ამავე დროს, ორბანი უარყოფს უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას და კიევის პრეტენზიებს ოკუპირებულ ყირიმზე.

,,ჩვენ უნდა გავაფორმოთ შეთანხმება რუსებთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რათა უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ, მაგრამ არა ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, “მშვიდობის საუკეთესო გარანტია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა”.

 

მსგავსი თემები