ჩინეთის ეროვნული ნაკრძალი და ველური იხვის ტბა (ვიდეო)

ჩინეთში, კერძოდ კი პეკინის ჩრდილოეთით ბადალინგის დიდი კედლის ძირში, პეკინის იეიაჰუს (ველური იხვის ტბა) მდებარეობს. „მედიაცენტრი მთავარი“ 283,4 ჰექტარზე გაშენებულ პარკსაც ესტუმრა, თუმცა, ველური ბინადრები ვერ დავაფიქსირეთ.

ეს არის ყველაზე დიდი ჭარბტენიანი ბუნებრივი ნაკრძალი ჩრდილოეთ ჩინეთში და ერთ-ერთი რამდენიმე ჭაობის ფრინველთა რეზერვიდან.

როგორც ამბობენ, ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ეს იდეალური ადგილია გარეული იხვების სხვადასხვა სახეობის ახლო მანძილზე დაკვირვებისთვის.

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები