ბახმუტის მიმართულებაზე წინ მივიწევთ – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ჯარი ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევს. მისი თქმით,  რუსები იქ ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ.

,,აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ, იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე, ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს, ამიტომ ისინი ცდილობენ, ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ. ჩვენ ისედაც ბევრი სიმაღლე დავიკავეთ და მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ და თავადაც ქალაქშიც სრულფასოვნად ვერ გადაადგილდებიან. ბრძოლები გრძელდება, წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა მალიარმა.

მსგავსი თემები