სარაკეტო თავდასხმა კიევზე – არის მსხვერპლი

კიევში, 30 აგვისტოს ღამით, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.  ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები დაეცა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე და არასაცხოვრებელ კორპუსებში, დარნიცკიში – მაღაზიის სახურავზე. შევჩენკოვის რაიონში საწარმოს ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაიღუპა და სამი მოქალაქე დაშავდა. გარდაცვლილები საწარმოს 1987 და 1997 წლებში დაბადებული თანამშრომლები იყვნენ. ,,შევჩენკოვის რაიონში მეორე ზარზე მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს ერთი დაზარალებული. 24 წლის გოგონამ მინის ნამსხვრევებიდან ჭრილობა მიიღო”,- განახცხადა კლიჩკომ.

მეტი...

,,დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი და ჩეხუტე”- 4 წლის გიოს ცხედარი იდენტიფიცირებულია

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნაპოვნია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. დღეს 4 წლის გიორგის გარდაცვალება დადასტურდა. „ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო. ცოტა დაისვენე დაღლილი იქნები. მერე დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი და ჩეხუტე. მელოდე, მალე მეც მოვალ“ – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ – სააკაშვილი

ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. ,,კარგად მახსოვს ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა. დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა მალევე აღარ არ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალავად მიდიოდა, რომლის მიზანიც ბათუმელების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა იყო. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან…

მეტი...

„მაკდონალდსის” სოუსებზე კამათის გამო 16 წლის გოგონამ თანატოლი მოკლა

„მაკდონალდსის” სოუსებზე კამათის გამო 16 წლის გოგონამ თანატოლი მოკლა. შემთხვევას აშშ-ში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოზარდებმა საკვები შეუკვეთეს, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ, სადაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. მოზარდი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეტი...

„ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“- 4 წლის გიოს ცხედარი იდენტიფიცირებულია

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. დღეს 4 წლის გიორგის გარდაცვალება დადასტურდა. „ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“ – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ-მა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვას და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ნაღმების წმენდის აღჭურვილობას და სამედიცინო მანქანებს. უახლესი პაკეტი მოიცავს დამატებით დანაღმვის აღჭურვილობას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, საბრძოლო მასალის საარტილერიო და HIMAR (High Mobility საარტილერიო რაკეტა) და სამ მილიონზე მეტ ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალებს. ,,აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დარჩებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ უკრაინას აშშ-სგანა 43 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცა.  

მეტი...

,,ასეთი უხვი ნალექი როდის იყო ბოლოს დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს”- კახა კალაძე

,,ასეთი უხვი ნალექი როდის იყო ბოლოს დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. მისივე თქმით, სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით. ,,სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომლებიც ჩვეულებრივად ატარებდა. ძალიან დიდი ნალექი იყო ცოტა დროის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში. ასეთი უხვი ნალექი როდის იყო ბოლოს დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში და არა მთელი თბილისის მასშტაბით,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

მოქალაქე დატბორილ ქუჩაში “თევზაობს”

თბილისში,  წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სადენები. ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში. სოციალურ ქსელში ვრცელდება სახალისო კადრებიც. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ”თევზაობს” ერთ-ერთ მოქალაქე მანქანიდან ანკესით, დატბორილ ქუჩაში.

მეტი...

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა. „30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

სანიაღვრე სისტემები გამართულად მუშაობს, მაგრამ იმდენად უხვი ნალექი მოვიდა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა – კალაძე

სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ, იმდენად უხვი ნალექი მოვიდა და დამატებით იყო ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომ ფიზიკურად ვერ ატარებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან  ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. „ამ კონკრეტული მონაკვეთიდან ჩავერთე და განახეთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო, ავტომობილებისთვის გადაადგილება ჭირდა. სპეციალურად გავაკეთე ჩართვა, რადგან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, მითქმა-მოთქმა, რომ სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს, არ არის გაკეთებული, არ არის გაწმენდილი და ა.შ. ძალიან ბევრი ტყუილი და სიცრუე. 55 წუთის წინ მქონდა ჩართვა, მოგაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ტერიტორია იყო დატბორილი, ახლა კი ხედავთ, რა ვითარებაა.…

მეტი...

მილიონიდან 400 000-მდე მუშა მშენებლობაზე დაიღუპა – როგორ შენდებოდა ჩინეთის კედელი?! – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

22 000  კილომეტრიანი ჩინეთის კედელი ტურისტებს ვერ იტევს. წელიწადში აქ მილიონი მნახველი ჩამოდის. ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა კი რომელიც ერთ დღეში დაფიქსირდა, 100 000-ია. რატომ აშენდა ჩინეთის კედელი, რა დანიშნუება ჰქონდა მას, რამდენი ადამიანი აშენებდა და რა ბედი ეწიათ მშენებლობისას დაღუპულებს? – ერთად ვიმოგზაუროთ ჩინეთის კედლის გარეშემო და ვნახოთ რა ხდება აქ. ჩინეთის დიდი კედლის აშენება დაკავშირებულია იმპერატორ ცინ ში ჰუანგისთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში და ჩანაფიქრი იყო  ბარბაროსთა მომთაბარეების შემოსევების აღკვეთა. რატომ არის ჩინეთის კედელი ასე მნიშვნელოვანი? ჩინეთის დიდი კედელი აშენდა ჩინეთის ჩრდილოეთით მომთაბარე ტომების მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად. ის ასევე…

მეტი...

მეტროშიც წვიმდა და წყალი ავტობუსშიც შევარდა

სტიქიამ და ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი სერიოზულად დააზიანა. დაიტბორა სახლები, გზები, მანქანები, სარდაფები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოვარდნილი წყალი თითქმის ყველგან შევიდა. მათ შრის, წვიმდა მეტროს ვაგონშიც და წყალმა ატობუსიც კი დატბორა, სალონში კოჭებამდე წყალი იდგა. სტიზიის ზონაში თბილისის მერი იმყოფებოდა. ერთ-ერთი რთული მონაკეთი, სადაც მერი იმყოფებოდა, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ,  მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა. „ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ…

მეტი...