წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას – კალაძე

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „როდესაც კოლექტორებში იყრება ნაგავი, ეს ისევ ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს“.

„ქუჩებზე, სადაც ბოლო წლებში რეაბილიტაცია ჩატარდა, პირველ რიგში სწორედ სანიაღვრეები მოეწყო. რასაკვირველია, რჩება პრობლემური ქუჩები. ვნახეთ, რა სურათი დახვდათ ჩვენს თანამშრომლებს კოლექტორებთან. არ შეიძლება, საკუთარ ქალაქს მოექცე ასე. ყველას უნდა გვახსოვდეს, როდესაც კოლექტორებში ვყრით ნაგავს, ეს ისევ ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები